ავტორი:

როგორია უხილავი სულიერი სამყაროს სტრუქტურა, სადაც ადამიანთა სულები ცხოვრობენ

როგორია უხილავი სულიერი სამყაროს სტრუქტურა, სადაც ადამიანთა სულები ცხოვრობენ

"სულიერი სამყარო ჩვენი გაგებით არის სამყარო, სადაც ცხოვრობენ მოუვლენელი სულები. ის დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად :

1. ის, რასაც თქვენ უწოდებთ ასტრალურ სამყაროს - მატერიალურ სამყაროსთან ყველაზე ახლოს განლაგებული სულიერი სამყაროს ნაწილია. ის ძირითადად განკუთვნილია მოვლინებაში (ინკარნაციაში) არსებული იმ სულების მიერ მოსანახულებლად, რომლებმაც დროებით დატოვეს მატერიალური სხეული. ასტრალური სამყარო განლაგებულია დედამიწის ირგვლივ.

ასტრალური სამყარო თავის მხრივ იყოფა 7 ქვედონედ , რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გრძნობებისა და აზრების დონით - შეესაბამება ადამიანის 7 ენერგოცენტრის ვიბრაციებს.

2. ასტრალური სამყაროს ზემოთ (ვიბრაციების შესაბამისად) არსებობს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მოუვლენელი სულების სამყარო . ასტრალისგან განსხვავებით ის ერთიანია მთელი სამყაროსთვის. მასში ცხოვრობენ სულები, რომლებიც ინკარნირდებიან ყველგან - მკვრივ მატერიალურ სამყაროშიც, ნატიფ მატერიალურ სამყაროშიც, ჰუმანოიდურ, პლაზმოიდურ და ა.შ. სამყაროებში. აქ ცხოვრობს ყველა, ვინც მოევლინება მთელ სამყაროში (სამყაროს არსებობის ამ მოცემულ პერიოდში).

მოუვლენელი სულების სამყარო თავის მხრივ დაყოფილია 24 დონედ. ყოველ მათგანს გააჩნია საკუთარი მახასიათებელი, და ვიბრაციული მახასიათებელი, იქ მყოფი სულების გრძნობებისა და აზრების მახასიათებელი, და ყოველ დონეს გააჩნია თავისი სამუშაო, თავისი ამოცანები, რომელიც სულმა უნდა შეასრულოს იქ ყოფნის დროს იმ ენერგიის სანაცვლოდ, რომელსაც იქ ის მიიღებს საკუთარი არსებობისთვის.

1-6 დონეები (სართულები) უკავიათ დაბალვიბრაციულ სულებს, რომელთაც დედამიწაზე მოიხსენიებენ როგორც დემონებს, ეშმაკისეულებს, და სხვა ბნელ სულებს. რატომ უწოდებენ მათ ბნელებს? იმიტომ რომ, ისინი ვერ აცნობიერებენ საკუთარ სინათლეს . მას ისინი მიიჩნევენ ბნელეთად. არ სწამთ, რომ არიან ღმერთის ნაწილი, საერთო ენერგიის ნაწილი, უარყოფენ მას. ისინი არ ეწევიან აღმშენებლობით საქმიანობას, და დაკავებული არიან იმის განადგურებით, რაც შექმნეს ან თავად, ან სხვა სულებმა. ამის მიზეზი ჩვეულებრივ მდგომარეობს მათ მიერ არასწორ გაგებაში იმისა, თუ რა არის აღმშენებლობითი მიზანი, დამანგრეველი მიზანი, სამართლიანობის, სიყვარულის და სხვა ფუძემდებლური, ფუნდამენტური მნივნელობების არასწორ გაგებაში. მე 7-8 დონეები - სპეციალური დონეებია. ისინი არ მიეკუთვნებიან არც დემონებს, არც საშუალო სულებს. მათ უკავიათ განსაკუთრებული მდგომარეობა, რადგან მათში ცხოვრობენ სულები, რომელთაც ჰქონდათ ძალიან ბევრი ინკარნაცია პლაზმოიდურ სამყაროებში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სტიქიებსა და სხვა ბუნებრივ მოვლენებზე. ანუ, არა ისინი, ვისაც უბრალოდ ბევრი ინკარნაცია ჰქონდა, არამედ ვის ინკარნაციებსაც ჰქონდათ განსაკუთრებული მნიშვნელობა. ისინი ხედავენ ღმერთს, სინათლეს, სიყვარულს მხოლოდ ბუნების გამოვლინებებში, და არა ადამიანებში ან სხვ. მათთვის ღმერთი ენერგია ვლინდება მატერიით. მათ შეიძლება მიაჩნდეთ მატერია მუდმივად, მაგალითად, და მიაკუთვნონ მას ღმერთის ატრიბუტები. მათ გააჩნიათ ინკარნირების ისტორია პლაზმოიდურ სამყაროებში, ნატიფ მატერიალურ სამყაროში.. რასაც ჩვენ ვუწოდებთ ნატიფ მატერიალურ სამყაროს, თქვენი ფიზიკის გაგებით ეს არის ენერგიის სხვადასხვა სახეობები. თუმც ის ნატიფია, მაგრამ მაინც მატერიაა. ამავე დროს ბევრ მათგანს შეიძლება მიაჩნდეს საკუთარი თავი არა მატერიად, არამედ, მაგალითად, სულად. მათ საკუთარი სამყაროები მიაჩნიათ მკვრივი მატერიალური სამყაროსგან იმდენად განსხვავებულად, რომ საკუთარ თავს შეუძლიათ სულებიც უწოდონ. ამ სამყაროებში ბევრი ჩვენთაგანი მოევლინება, მაგრამ ამ დონეებზე ხვდება მხოლოდ ისინი, ვისთვისაც ამ მოვლინებებს გააჩნიათ ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინც იქით მიილტვის მუდმივად.

9-16 დონეები - ჩვენ გვაქვს სპეციალური ტერმინი, მაგრამ ის შეიძლება ითარგმნოს თქვენს ენაზე, როგორც საშუალო სულები. ანუ, სულები, რომელთაც შუალედური მდგომარეობა უკავიათ. მათ უკავიათ შუალედური ადგილი აღმშენებლობისა და დამანგრეველ სამყაროებს შორის, მატერიალური მოხმარებისა და მატერიალურის შექმნის სამყაროებს შორის. დონიდან დონემდე იზრდება იმის გააზრება, რომ ყველა სული მოევლინება იმისთვის, რათა რაღაც შექმნას, მოიტანოს სიკეთე და ა.შ. მაგრამ იმ სულებისგან განსხვავებით, რომლებიც შემდგომ დონეებზეა, მათი ყურადღება მაინც მიპყრობილია მატერიალური სამყაროსკენ, მაგრამ არა მის დანგრევაზე, არამედ მის შეცნობაზე, სხვადასხვა არსებული სიკეთის მოხმარებაზე. ანუ მოხმარებაზე, და არა დანგრევაზე, თავიანთი მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ამავე დროს თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ისინი არ ახორციელებენ სხვის ხარჯზე. მარტივად რომ ვთქვათ, ისინით თავად გამოიმუშავებენ საკუთარი მოხმარებისთვის. თავიდან ისინი შეიცნობენ სამყაროს მე-9-10 დონეებზე შეგრძნებით - სხეულის შეგრძნებით, სუნით, გემოთი, სხვადასხვა სიამოვნებებით, თუმცა ამავე დროს, როცა ისინი ამ სიამოვნებებს ეძებენ, მათ შეუძლიათ დაივიწყონ ღმერთიც, სულიერი ზრდაც. ევოლუციური განვითარება აქ მდგომარეობს იმაში, რომ თუმცა ისინი ღმერთის შესახებ ივიწყებენ, მაგრამ აქვთ შეგნება, რომ არ მიაღწიონ ამას ყველაფერს სხვის ხარჯზე განსხვავებით იმათგან, ვინც 1-6 დონეებზე ცხოვრობს. ისინიც ილტვიან სიამოვნებისკენ, მაგრამ არანაირ პრინციპებს, სინდისის ან სხვა, არ ითვალისწინებენ.

9-12 ძირითადად არის მატერიალური მოხმარების დონეები. შემდგომ მოდის მატერიალური შემეცნების დონეები. მაგალითად, მე-14 დონე არის მატერიალური სამყაროს შემეცნების დონე. არა უბრალოდ მატერიალური სამყაროს, რისი გაკეთება შეიძლება ან არ შეიძლება, არამედ მისი მოწყობის შემეცნება. მე-15 დონე - როცა ადამიანი უბრალოდ შემეცნებით კი არ არის დაკავებული, არამედ ქმნის იდეებს, რომლებიც აუმჯობესებენ რაღაცით მატერიალურ სამყაროს.

მე-16 დონე გარდამავალია, ის საკმაოდ რთულია. ამ დონეს ეწოდება "სულიერების მაძიებელი". სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით, თუმცა ის მაინც რჩება საშუალო სულთა ნაწილში, მასში უკვე იბადება სურვილი შეიცნობს სულიერი სამყარო. მას უკვე აქვს ცნობიერება, რომ ყველაფერი ისე უბრალოდ არ არსებობს, რომ არსებობს არა მარტო მატერია, რომ არსებობს სულიერი სამყაროები, და ის დაკავებულია, მაგალითად, სხვადასხვა სულიერი სწავლებების შემეცნებით. ეს ძალიან რთული დონეა, რადგან მისი გავლის დროს შესაძლებელია დაცემა, რადგან ადამიანი შეიძლება მოხვდეს, მაგალითად, რომელიმე ფანატიკოსების რელიგიურ მიმდინარეობაში, რაც გამოიწვევს მასში არა განვითარების სურვილს, არამედ სხვაგვარად მოაზროვნეთა მოძულეობას, რაც მის პროგრესს არანაირად არ შეუწყობს ხელს და პირიქით, გამოიწვევს მის დაცემას. ის ან იპოვის შემოქმედ სწავლებას, რაც მას ხელს შეუწყობს განიწმინდოს ყველა ნეგატიური განწყობებისგან, ემოციებისგან, რომლებსაც ისინი შობენ, და მაშინ ის წავა ზევით. მე-16 დონეზე მათ შეუძლიათ დიდ ხანს იარონ სხვადასხვა სულიერ სწავლებებში, და დიდ ხანს ვერ იპოვონ კმაყოფილება. მათ ასე უწოდებენ - "მაძიებლებს". მაგრამ, თუ ის იპოვის იმას, რაც ახლოსაა მის სულთან, თუ ეს მასში სინათლედ დაიმკვიდრებს, მას შეუძლია მკვეთრად აიმაღლოს თავისი დონე და გადავიდეს შემდეგზე.

შემდგომ მოდის დონეები, რომელსაც თქვენს ენაზე შეიძლება ეწოდოს "ანგელოზთა სამყარო" - 17-24 . ამ სამყაროს ყველაზე პრინციპული განსხვავება სხვა სამყაროებისგან მდგომარეობს იმაში, რომ იქ ცხოვრობენ სულები, რომლებმაც უკვე გაიაზრეს საკუთარი თავი როგორც სული, და არა სხეული. ისინი უფრო მეტად შეიგრძნობენ სულიერ შემადგენელს და დონიდან დონემდე მათში იზრდება გააზრება, თუ რისთვის დაიბადნენ, მათში იზრდება უანგარო მსახურების სურვილი, ემსახურონ ღმერთს, ემსახურონ ახლობლებს, მათ შეუძლიათ საერთოდ დაივიწყონ საკუთარი თავის შესახებ გაიღონ რა მთელი თავისი ძალები, რესურსები, მატერიალური თუ არამატერიალური, სხვების სასიკეთოდ, რა თქმა უნდა სიკეთის იმ გაგებით, როგორც მათ ეს ესმით. ყველა შემთხვევაში, მათ უკვე აღარ ჰქონდათ რაიმე მოტივი ემსახურონ მატერიას იმ მოვლინებაში (ინკარნაციაში), როცა ისინი ამ დონეზე მოხვდნენ. მათ ესმოდათ, რომ მატერიალურ სამყაროში ისინი მოევლინენ ღმერთის შესაცნობლად, სულიერი გზის შესაცნობლად, და ესმოდათ, რომ ამის გაგების გარეშე ყველა მატერიალურ დოვლათს აზრი არ აქვს. ეს გამოიხატება სიტყვებით: "რა აზრი აქვს რაიმე სიმდიდრის დაგროვებასა და სიამოვნებების მოხვეჭას, რადგან ადამიანი მაინც მოკვდება, და საკუთარი თავის სრულყოფის გარეშე წავა იქით სამყაროში. მათი პრიორიტეტები გადანაცვლებულია სულიერებისკენ.

17-24 დონეებზე იზრდება ცნობიერება. მე-17 დონე - ბუნების ანგელოზები, მე-18 დონე - მფარველი ანგელოზები და ა.შ. და რაც უფრო მაღლა ადის სული დონეებზე, მით უფრო მეტ საშუალებას იღებს მოახდინოს გავლენა სხვა სულების ცხოვრებისეულ გზაზე. 22, 23, 24 დონეები - ეს უკვე სულებია, რომელთაც დავალებული აქვთ შეურჩიონ მოვლინებები სხვებს, ასწავლონ სხვებს, იყვნენ დამრიგებლები .

რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობა გულისხმობს მეტ პასუხისმგებლობასაც. ამ დონეებიდან ადვილია ჩამოვარდნაც, თუ რამეს ისე არ აკეთებ და უშვებ შეცდომებს. სულის ადამიანებში მოვლინება ხდება ყველა დონიდან - პირველიდან 24-მდე. ამჟამად თქვენი პლანეტა გადის ისტორიული განვითარების ციკლს, რომელშიც 1-12 დონის სულების წილი მეტია ბოლო 12 დონიდან მოვლინებულ სულებთან შედარებით. თუ 24 დონეს გავყოფთ ორად და პირველ თორმეტს მივაკუთვნებთ მატერიალური მოხმარების სამყაროს, ხოლო მეორე თორმეტს - მატერიალური სამყაროს შექმნისას, მაშინ ბოლო 25 წლის განმავლობაში დედამიწაზე მოვლინებულ სულთა 73% იყო პირველიდან მეოთორმეტეს ჩათვლით დონეებიდან, ხოლო 27% - მეთორმეტედან 24-მდე. ეს მაჩვენებელი ყოველ წელს მერყეობს, მაგრამ მე ვამბობ საშუალო მონაცემს. მაგრამ ბოლო დროს იზრდება ტენდენცია ზედა დონეებიდან მოვლინებების ზრდისა. ვარსკვლავთშორისი კავშირი ატარებს დედამიწის ნოოსფეროს გაწმენდის სპეციალურ სამუშაოს ნეგატიური აზრობრივი ფორმებისგან, ნეგატიური ეგრეგორიალური სტრუქტურებისგან, რათა სუფთა ვიბრაციებმა, რომლებიც ასხივებენ ნათელს და სიყვარულს, მოიზიდონ მოსავლენად სულები უმაღლესი დონეებიდან. ვარსკვლავთშორისმა კავშირმა გადაწყვიტა ასეთი ფორმით დაეხმაროს თქვენს ცივილიზაციას საზოგადოებრივ-ევოლუციურ განვითარებაში, რათა თქვენ არ იაროთ ისე დიდ ხანს და მძიმედ განვითარების გზა, რაც დამახასიათებელია ბევრი ცივილიზაციისთვის - ომები, სახელისუფლო სტრუქტურების გახრწნა და მორალური დეგრადაცია და ა.შ".

წყარო