ავტორი:

რომანტიკისა და რევოლუციის დროა

რომანტიკისა და რევოლუციის დროა

31 ოქტომბერს ვენერა-ურანის მეგობრული ასპექტი გველოდება (აქტიური პერიოდია 28 ოქტომბრიდან სამ ნოემბრამდე).

ახლა, 8 ნოემბრამდე ვენერა ქალწულშია, 8-ში გადავა სასწორში, ხოლო ურანი დიდი ხნითაა კუროში.

ამ პერიოდში შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი, საჩუქარი ან სასიამოვნო აღმოჩენა.

პრობლემების გადასაჭრელად უნდა იმოქმედოთ არატრადიციულად, შეიძლება ამბოხიც დაგჭირდეთ ან რევოლუციის მოწყობა.

ხელოვნებასა და მოდაში ავანგარდული და არასტანდარტული სტილი დამკვიდრდება.

კარგი დროა შემოქმედებითი ადამიანების, დიზაინერებისთვის, აიტი-სპეციალისტებისთვის.

მეგობრული ურთიერთობები შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს.

რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია სოციალურ ქსელებშიც.