ავტორი:

რომანტიკულ ურთიერთობაში იმატებს ეჭვიანობა და მესაკუთრეობა

რომანტიკულ ურთიერთობაში იმატებს ეჭვიანობა და მესაკუთრეობა

ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა ვენერა იდუმალებით მოცულ მორიელში გადავა 4 დეკემბერს.

პირად-სასიყვარულო სფეროში მოიმატებს ეჭვიანობა, შურიანობა, ვნებიანობა. გრძნობები გახდება უფრო ძლიერი და ღრმა. სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება მსუბუქ დრამას დაემსგავსოს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ პარტნიორში მოიმატებს მესაკუთრეობა; სიყვარულის გამოხატვა კი შეიძლება გახდეს აგრესიული, მორიელურად შხამიანი.

გაფრთხილდით, ამ პერიოდში სიყვარულში ხდება სირთულეები, კრიზისები, დაშორებები.

ვენერა მორიელში უარყოფითად მოქმედებს ადამიანის გრძნობებზე. მათ შეუძლიათ გააკრიტიკონ თავიანთი საყვარელი ადამიანი, გააკონტროლონ ან მოაწყონ სკანდალები, სამწუხაროდ ეს მათი ბუნებრივი გამოვლინებაა სიყვარულის.

განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობენ ამ ტრანზიტს ისინი, ვისაც პირად რუკაში ვენერა მორიელში ჰყავთ; ხოლო პოზიტიური იქნება თუ სტრესული, დამოკიდებულია ვენერას ასპექტებზე ნატალურ რუკაში. ჰარმონიული გავლენა იქნება მათთვის, ვისაც ვენერა ჰყავს კირჩხიბში, თევზებში. ინტენსიური გავლენა ექნებათ მათზე, ვისაც ვენერა აქვს ნატალურ რუკაში კუროში, ლომში ან მერწყულში.

ასტროლოგიაში ვენერა კუროს მმართველი პლანეტა გახლავთ და მის ოპოზიციურ ნიშანში – მორიელში, თავს საკმაოდ არაკომფორტულად გრძნობს. აქ იგი ეჭვიანი, მესაკუთრე და დრამატულია. მისთვის ტანჯვა და სიყვარული სინონიმებია.

ვენერას მორიელში ასევე ახასიათებს, უკვე დაკარგული პარტნიორის მიმართ გრძნობების რეანიმირება. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოგინდებათ ყოფილთან შეხვედრა ან მასთან კომუნიკაცია.

როგორც წესი, ვენერა მორიელში იხიბლება იდუმალებით მოცული, არაპროგნოზირებადი და მოუხელთებელი ადამიანებით.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვენერას მორიელში ყოფნის დროს ჩაცმულობაში იმატებს შავი და მეწამული ფერები. სტილი იქნება ერთდროულად მამაკაცური, უხეში და სექსუალური. ზოგიერთი იდეალურად შეუხამებს ერთმანეთს ჰაეროვან ქსოვილებს და ტყავს.

საბედნიეროდ, ვენერა მალევე დატოვებს მორიელის ნიშანს და 29 დეკემბერს მშვილდოსანს ესტუმრება.

იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი პირადი ცხოვრების გაუმჯობესება, იხილეთ სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის.