რომელ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რომელ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

სხვადასხვა სტიქიის ადამიანები სხვადასხვა ადგილას გრძნობენ თავს მშვიდად და ბედნიერად, გაიგეთ, რომელი ქვეყანა შეგეფერებათ საცხოვრებლად ან სამოგზაუროდ.

ვერძი

ვერძისთვის გერმანიაში მოგზაურობა ან ცხოვრება საკმაოდ წარმატებული შეიძლება იყოს. ალტერნატიული ქვეყნებია: ბრიტანეთი, ვენესუელა, ისრაელი და თურქეთი.

კურო

ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა, არგენტინა, საბერძნეთი, დანია და ირლანდია დაიმახსოვრეთ. აქ მდიდარი ბუნება, ლამაზი ხედები და კარგი საკვებია, რაც თქვენთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

ტყუპი

ჩრდილოეთ ამერიკა მოგეწონებათ. ასევე კარგად იგრძნობთ თავს უელსში, ბელგიაში, ეგვიპტესა და კანადაში.

კირჩხიბი

თქვენი ზოდიაქოს ყველაზე დამახასიათებელი თვისება ტრადიციების სიყვარული და ოჯახზე, ფესვებზე ზრუნვაა. ამიტომ მიმართეთ თქვენი მზერა ინდოეთის, ალჟირის, ნიდერლანდების სამეფოს, სომხეთის, მაროკოს, ტუნისისა და შოტლანდიისადმი. ყველაზე უკეთ ამ ქვეყნებში შეგიძლიათ იგრძნოთ თავი.

ლომი

თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ვიზუალური იმიჯისთვის ხაზგასმა და ტრაბახი. ამიტომ მოგზაურობას ან დამკვიდრებას გირჩევთ ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ლიბანში, პერუში, ჩეხეთში, რუმინეთსა და სუდანში.

ქალწული

იაპონია, შვეიცარია, ბრაზილია, ხორვატია და ანდალუსია. სწორედ ამ ქვეყნებში იგრძნობთ თავს კომფორტულად და ბედნიერად.

სასწორი

ჰარმონიის სიყვარული, შემოქმედებითი აზროვნება და კარგი გემოვნება გახასიათებთ. მოინახულეთ ინგლისი, ავსტრია, ჰავაი, ჩინეთი, მონაკო.

მორიელი

თქვენთვის დამახასიათებელია ექსპანსიურობა, ექსტრიმის სიყვარული და დრამატიზმი. ამიტომ "პიკანტური" ქვეყნების მონახულებას გირჩევთ: ბალი, გოა, ირანი, ავსტრალია, მალაიზია, ნორვეგია და სირია.

მშვილდოსანი

ბუნებით აზარტულები, მოხეტიალეები და ოპტიმისტები ხართ. თქვენ ბუნებას ყველაზე უკეთ პორტუგალია, ცეილონი, არგენტინა, მექსიკა და ერაყი მიესადაგება.

თხის რქა

ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან კონსერვატორული ხასიათი, ნებისყოფის სიმტკიცე და გაწონასწორებულობა გამოგარჩევთ. ამიტომ თავს კარგად იგრძნობთ კორეაში, მონღოლეთში, საუდის არაბეთში, ალბანეთში, ბულგარეთში, ბოლივიაში, მაკედონიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

მერწყული

თქვენთვის დამახასიათებელია კრეატიულობა, ნოვაციის სიყვარული და ცვალებადობა. ამიტომ ისეთი ქვეყნების მონახულებას გირჩევთ როგორიცაა: ფინეთი, ჩილი, ერაყი და ეთიოპია.

თევზები

მეოცნებე, რომანტიკული და ემოციური ხართ. მოგზაურობა ან დამკვიდრება მოგინდებათ ნორმანდიაში, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილში, კოლუმბიაში, სიცილიასა და ინდონეზიაში.