ავტორი:

რომელ თითზე გავიკეთოთ ბეჭედი

რომელ თითზე გავიკეთოთ ბეჭედი

ორი ხელიდან ადამიანს ერთი აქვს პასიური და მეორე აქტიური. მემარჯვენესთვის პასიური არის მარცხენა და მემარცხენესთვის პასიური არის მარჯვენა. ეს არის ყველასთვის ინდივიდუალური. სანამ ბეჭედს გაიკეთებთ, გახსოვდეთ, რომ ის ერთგვარი ანტენაა, რომელიც აძლიერებს კარგ ან ცუდ ენერგია. ამიტომ მხოლოდ კარგი საქმისთვის გამოიყენეთ ბეჭდის გაკეთება. მეტალს მნიშვნელობა არა აქვს.

დიდი თითი შეესაბამება მარსს. ძალა, ენერგია. აქტიური - მებრძოლთათვის, მათთვის ვისაც გააქტიურება სურს. თუ გსურთ მეტად აქტიური გახდეთ, წვრილი ვერცხლის ბეჭედი გაიკეთეთ.

პასიური - ვინც სხვისთვის შრომობს. თქვენს ენერგიას სხვის საკეთილდღეოდ იყენებთ.

საჩვენებელი თითი შეესაბამება იუპიტერს. მიმართულების მიმანიშნებელი.

აქტიური - მათთვის, ვისაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება. სურს განათლების მიღება, ლიდერობა. შეიძლება საფირონი. განსაკუთრებით ადვოკატებისთვის. აგიმაღლებთ თვითშეფასებას, ლიდერის თვისებებს. თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ, ამ თითზე გაიკეთეთ ბეჭედი.

პასიური - სხვისი ლიდერობის მიმღები ხდებით.

შუა თითი შეესაბამება სატურნს. ბეჭედს, თვალს შეუძლია ადამიანის ბედი შეცვალოს.

აქტიური - აქტიურობისთვის. პასუხისმგებლოაბ სოციუმში. იცის ცხოვრებაში რა არის მართალი და რა არის ტყუილი.

პასიური - შანაგანი პასუხისმგებლობა. არაა აქტიური სოციუმში. საუკეთესო შემსრულებელია.

არათითი შეესაბამება მზეს. შემოქმედება. გამძლეობა. მეტალიდან გამოიყენეთ სპილენძი, მაგრამ ყველა თვალი უნდა შეირჩეს დიდი სიფრთხილით.

აქტიური - ხელოვნების შექმნა.

პასიური - სირთულეების გადალახვა, ქორწინების ბეჭდის ადგილი.

ნეკი შეესაბამება მერკურს. ნეკი არის ანტენა, რომელიც გვაკავშირებს სხვა ადამიანებს.

აქტიური - მოლაპარაკებებისთვის, საკუთარი აზრის კარგად გამოხატვა. ცნობისმოყვარეობა.

პასიური - ინტუიცია. კარგ მსმენელი.

თუ არ იკეთებთ ბეჭებს, არ გიყვართ მიჯაჭვულობა, თავისუფალი ხართ. ადამიანი, რომელსაც ბევრი ბეჭედი უკეთია, უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ექსცენტრიკულია და უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.