რომელი ზოდიაქოს ნიშნებია ყველაზე მეტად მიდრეკილი სიმსუქნისკენ

რომელი ზოდიაქოს ნიშნებია ყველაზე მეტად მიდრეკილი სიმსუქნისკენ

გემრიელი და არაჯანსაღი საკვების მიღების ტენდენციის გამო, შეიძლება წარმოიშვას ჭარბი წონის პრობლემები, ვნახოთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უყვართ გემრიელი ჭამა და ვინაა მიდრეკილი სიმსუქნისკენ?..

კურო

გასაკვირი არ არის, რადგან კურო, კერძების სიყვარულით გამოირჩევა. ისინი თავად ვერ ამჩნევენ, როგორ წამლავენ სხეულს ფასტფუდით, ტკბილეულით ან მშრალი საკვებით. მაღალკალორიულ საკვებზე დამოკიდებულება კუროს ჭარბი წონით აჯილდოებს. გარდა ამისა, ამ ნიშანს საერთოდ არ უყვარს მოძრაობა და ფიზიკური აქტივობით თავის შეწუხება, რაც ხელს უწყობს დამატებითი წონის გაჩენას.

ლომი

მდიდრული ცხოვრების მოყვარულები საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს არ ეუბნებიან. ლომებს უყვართ გულიანი და გემრიელი საკვების ჭამა. თუ მათ სურთ ღამით მწვადის ან შოკოლადის ნამცხვრის ჭამა, საკუთარ თავს უარს ნამდვილად არ ეტყვიან. ამასთან, სევდისა და დეპრესიის პერიოდშიც ჭარბად იკვებებიან. საკვებისადმი ასეთი გატაცებით, არ უნდა გაგიკვირდეთ წონის მატება. აქტიური ცხოვრების წესი გიხსნით ჭარბი წონისგან. ეცადეთ მეტი იმოძრაოთ, საღამოობით ირბინოთ ან ცურვაზე იაროთ. ეს დაგეხმარებათ სიმსუქნისგან თავის დაღწევაში.

კირჩხიბი

ოჯახზე მზრუნველმა ზუსტად იცის, როგორ მოამზადოს უგემრიელესი კერძები. ისინი სტუმრებს ყოველთვის გულუხვად გაშლილი სუფრით უმასპინძლდებიან და თავადაც კარგად ჭამენ. კირჩხიბი ნელ-ნელა აგემოვნებს თითოეულ ახალმომზადებულ კერძს, რათა შეაფასოს, რამდენად გემრიელი გამოვიდა ის ამჯერად. სამწუხაროდ, ბევრი კირჩხიბი ამჯობინებს პასიურ ცხოვრების წესს. თუ საკუთარ თავს დროულად არ მოუვლით, რისკავთ ზედმეტ კილოგრამების აკრეფას.

მშვილდოსანი

საკვები არის დაგროვილ პრობლემებთან გამკლავების ერთ-ერთი მიზეზი. მშვილდოსანი სტრესის დროსაც ბევრს ჭამს. გამოტენილი მაცივარი მათი მთავარი დამამშვიდებელია. უყვართ ბევრი და გემრიელად ჭამა, არ შეუძლიათ უარი თქვან საყვარელ სალათასა და დესერტზე. მაგრამ ზედმეტი კილოგრამების მიუხედავად, თავდაჯერებულები და ოპტიმისტურები რჩებიან. მათ აქვთ აქტიური ცხოვრების წესი და ამიტომ მათი ჭარბი წონა ადვილად ქრება.

თევზები

თქვენ უნდა ისწავლოთ სულიერი მდგომარეობის კონტროლი. მიდრეკილნი ხართ ჩაეფლოთ საკუთარ სამყაროში. ტკბილეული და გემრიელობა კი "სიხარულის ჰორმონით" გამარაგებთ. რაც საბოლოოდ ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას იწვევს. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მელანქოლიურ განწყობაზე ყოფნისას, დიდხანს შეგიძლიათ ისხდეთ ფანჯრის რაფაზე, აღფრთოვანდეთ ბუნებით და ნელ-ნელა მიირთვათ ტკბილეული და ყავა. ასეთი შეკრების დროს კი შეგიძლიათ შეუმჩნევლად მიირთვათ რამდენიმე კილოგრამი ტკბილეული. დაიმახსოვრეთ, ჭარბი წონისგან ხანგრძლივი სეირნობა, სპორტი ან ცეკვა გიხსნით.