რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან მილიონერები - ვის სწყალობს ფინანსური იღბალი?

რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან მილიონერები - ვის სწყალობს ფინანსური იღბალი?

რა განაპირობებს ფინანსურ წარმატებას - ცოდნა, შრომა, მიზანდასახულობა თუ იღბალი? ასტროლოგიაში მიიჩნევენ, რომ ადამიანის დაბადების ნიშანსა და ნატალურ რუკაში პლანეტების განლაგებასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მის ფინანსურ შესაძლებლობებზე. ზოგი ზოდიაქოს ნიშანი კი განსაკუთრებით ხშირად ასოცირდება სიმდიდრესა და წარმატებასთან.

ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშანი

ასტროლოგიური შეხედულებით, მილიონერებისა და მილიარდერებს შორის ყველაზე ხშირად ქალწულებს შეხვდებით. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახასიათებთ შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა და მიზნისკენ თანმიმდევრული სვლა. მათ შორისაა ცნობილი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც დაახლოებით 150 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სიმდიდრის ნიშნები ნატალურ რუკაში

ასტროლოგები ფინანსური შესაძლებლობების შესაფასებლად ნატალურ რუკაშიც იხედებიან. მათი განმარტებით, შემოსავალი და მემკვიდრეობა მეორე და მერვე სახლებს უკავშირდება. ამ სახლებში პლანეტების განლაგებას, განსაკუთრებით კი ურანის, ნეპტუნისა და პლუტონის კავშირს ვენერასა და იუპიტერთან, შესაძლოა ფინანსურ წარმატებასთან აკავშირებდნენ.

ასევე ხელსაყრელად მიიჩნევა იუპიტერისა და სატურნის კავშირი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პლანეტები კირჩხიბის ან თხის რქის ნიშანში არიან. ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ასეთმა განლაგებამ შეიძლება მოულოდნელი ფინანსური შესაძლებლობები მოიტანოს - მაგალითად, მემკვიდრეობის, უძრავი ქონების ან ლატარიის სახით.

ამ ნიშნებისა და პლანეტების გავლენის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ხშირად მიაწერენ შრომისმოყვარეობას და მომგებიანი შესაძლებლობების დროულად შემჩნევის უნარს.

ასცენდენტის მნიშვნელობა

ასცენდენტი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც ადამიანის დაბადების მომენტში აღმოსავლეთ ჰორიზონტზე ამოდიოდა. ასტროლოგიაში მასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის ხასიათისა და წარმატების შესაძლებლობების შეფასებისას.

წარმატებულ ასცენდენტებს შორის სასწორსაც ასახელებენ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მიაწერენ დაკვირვებულობას, მოთმინებასა და სიფრთხილეს. ისინი გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალებს ყურადღებით ამოწმებენ და რისკზე იშვიათად მიდიან. ასტროლოგიური შეხედულებით, სწორედ ეს თვისებები ეხმარებათ ფულის შენარჩუნებასა და გაზრდაში.

როგორ უკავშირდება კარმა ფინანსურ წარმატებას?

ასტროლოგიური შეხედულებით, ფინანსურ იღბალზე ადამიანის დამოკიდებულებასა და ყოველდღიურ ქცევასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს. მუდმივი წუწუნი, სიზარმაცე და გარშემომყოფების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ამ ხედვის მიხედვით, ადამიანს წარმატებისგან აშორებს.

იღბალი მათ მხარესაა, ვისაც მისი სჯერა და მოქმედებას არ წყვეტს. მნიშვნელოვანია, ადამიანი მუდმივად ვითარდებოდეს, იძენდეს ახალ ცოდნას და არ ჩერდებოდეს ერთ ადგილას. ეს მხოლოდ სამსახურს არ ეხება - პირადი ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობაც ჩვენი განვითარების ნაწილია.

სტაგნაცია ადამიანს გამოცდილებასა და ცოდნას აკარგვინებს, ხოლო მუდმივი წყენა და ბრაზი მის განწყობაზე უარყოფითად აისახება. ასტროლოგიური წარმოდგენით, სამყაროს მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანია: თუ საკუთარ თავს მუდმივად უიღბლოდ და ღარიბად მივიჩნევთ, შესაძლოა, უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც გვაკლია და არა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც გვაქვს.

მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი სიმდიდრის გარანტია არ არის

ასტროლოგიური შეხედულებით, სასურველი ნიშნის ან ხელსაყრელი პლანეტარული განლაგების ქონა საკმარისი არ არის. ფინანსური წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვობიდან განვივითაროთ ემოციური ინტელექტი, მივიღოთ ახალი ცოდნა და საკუთარ თავზე მუდმივად ვიმუშაოთ.

საბოლოოდ, შრომა, პიროვნული განვითარება და ახალი შესაძლებლობების გამოყენება ის ფაქტორებია, რომლებიც ადამიანის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.