რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე მომხიბვლელი ქალები?

რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე მომხიბვლელი ქალები?

ალბათ ნებისმიერი ქალისთვის, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია ის საკითხი თუ, რამდენად მომხიბვლელად გამოიყურება. თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ დაბადებიდანვე ნაბოძები ვიზუალური მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას საიმისოდ, რომ მსოფლიო ლამაზმანების სტანდარტებს შორიახლოს მაინც მივუახლოვდეთ.

აქედან გამომდინარე, მოდით ეს საკითხი ასტროლოგიური კუთხითაც გავშალოთ და ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე მომხიბვლელი ქალები. საქმე იმაშია, რომ პლანეტები რომლებიც ადამიანის დაბადების მომენტში მისი როგორც პიროვნების ფორმირებაზე არიან პასუხისმგებელი, ვიზუალიზაციის პრობლემასაც კურირებენ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თავად ეს პლანეტები მამაკაცური და ქალური ენერგეტიკის მატარებლები არიან, ქალი, რომელიც პირად რუკაში მამაკაცური პლანეტების დიდი დოზით იბადება (მაგ. მარსის, პლუტონის, სატურნის და ა.შ.) ნაკლებად იქნება გამორჩეული ჭეშმარიტი ქალური კდემამოსილებითა და სინაზით. იმ შემთხვევაში თუ მის კოსმოგრამაში, ზემოხსენებული მამაკაცური პლანეტები ჰარმონიულად არიან განლაგებული, ქალური თვისებების მქონე პლანეტებთან და მათი რიცხვი თანაბარია, ქალბატონს გამოკვეთილი სექსუალურობა და პიკანტური გარეგნობა ექნება. ასე მაგალითად, მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტის გავლენის ქვეშ იბადებიან ვერძები, ლომები, მორიელები, თხის რქები ამიტომ, მათ შორის ძალზე ხშირად გვხვდებიან ე.წ. ქალაბიჭა ქალები. თუმცა მსოფლიო ლამაზმანთა გილდია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მომხიბვლელი ქალბატონების სიმცირით ნამდვილად ვერ დაიწუწუნებს.

Astrologia

კუროებს შორის მმართველი პლანეტა ვენერას გავლენით, უზომოდ მიმზიდველი და ქალური ფორმებით გამორჩეული ქალები იბადებიან. კურო ქალების უმთავრესი განმასხვავებელი თვისება ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებს შორის, ძვალმსხვილი აგებულება და გრაციოზული მანერებია. თუმცა ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ჰაერის სტიქიის ქალბატონები - ტყუპი, სასწორები და მერწყულები მსოფლიო ლამაზმანთა შორის ყველაზე მეტად ლიდერობენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ქალური შარმი, სახის დახვეწილი ნაკვთები და ქცევის მანერა აქვთ, რაც მამაკაცებს თავს არაერთგზის აკარგვინებს.

Astrologia

გამოკვეთილი ქალურობით ხასიათდება ასევე წყლის სტიქიის ტრიადიდან ორი - კირჩხიბი და თევზები, ამ ქალბატონებს ძირითადად საკუთარი საქციელით და იდუმალებით შეუძლიათ მამრს თავბრუ დაახვიონ. რაც შეეხება მიწის სტიქიას, მისი ყველაზე დახვეწილი წარმომადგენელია ქალწული. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, როგორც წესი კარგი გარეგნობით არიან გამორჩეული და თუ მათ პრეტენზიულ ხასიათზე არ გავაკეთებთ აქცენტს, ყველა შანსი აქვთ საიმისოდ რომ მამაკაცს თავი წარმატებით მოაწონონ.