ავტორი:

საახალწლოდ ძვირად ღირებული ნივთები არ შეიძინოთ, ფრთხილად მგზავრობისას, მერკური რეტროგრადულია

საახალწლოდ ძვირად ღირებული ნივთები არ შეიძინოთ, ფრთხილად მგზავრობისას, მერკური რეტროგრადულია

მერკური რეტროგრადულია 2023 წლის 13 დეკემბრიდან 2024 წლის 2 იანვრამდე. ტრადიციულად ასტროლოგიაში მერკური შემდეგ თემებს განაგებს: ვაჭრობა, ადამიანებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტი, მოგზაურობა, აზროვნება, დოკუმენტები, სწავლა. მერკურის რეტროგრადულობა აჩერებს ამ სფეროებს ან იწვევს შეფერხებებს, გაუგებრობას, ავარიას და წარუმატებლობას. რეტროგრადული მერკურის დროს კარგია გადაკეთება (საბუთების), გადახედვა, ძველი კონტაქტების გახსენება. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა შეცდომებმა. ფრთხილად იყავით ინფორმაციებთან, არ გაავრცელოთ გადაუმოწმებელი ამბები. როგორც წესი, უმეტესობა საახალწლოდ ცდილობს, განაახლოს კომპიუტერული ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გირჩევთ, ცოტა მოითმინოთ და მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლის შემდეგ იყიდოთ სასურველი ნივთები, თუ დრო არ ითმენს, ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დეტალი.

როგორ ავიცილოთ თავიდან წარუმატებლობა რეტროგრადული მერკურის პერიოდში:

არ შეიძინოთ ავტომანქანა; არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. მოგვიანებით შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არ იყიდეთ ის, რაც გჭირდებათ, ან აქვს დეფექტები, ან უბრალოდ იმედგაცრუებული დარჩებით.

არ გააფორმოთ მნიშვნელოვანი კონტრაქტები, არ დაიწყოთ ახალი პროექტები, არ გახსნათ ბიზნესი.

არ შეიცვალოთ სამუშაო ადგილი. არ დაიწყოთ ახალი სამუშაო ან არ მოაწეროთ შრომით ხელშეკრულებას ხელი. არ დაქორწინდეთ, არ მოაწეროთ ხელი საქორწინო კონტრაქტს;

არ დაიწყოთ ტრენინგკურსებზე სიარული, მაგრამ მიტოვებული სწავლის აღსადგენად კარგი დროა.

არ ჩაიტაროთ დაგეგმილი ოპერაციები.

ფრთხილად მგზავრობისას, გადაამოწმეთ საბუთები, მარშრუტი, ტრანსპორტის მდგომარეობა.

თუმცა, არის ისეთი საქმეებიც, რომლებიც ხელსაყრელია რეტროგრადული მერკურის პერიოდში:

არ იჩქაროთ და ყურადღებით შეამოწმოთ ყველა დეტალი, საბუთი, ხურდა.

დაწყებული და მიტოვებული საქმეები დაასრულეთ.

შესანიშნავი პერიოდია საკუთარი თავის უფრო ღრმად გასაგებად. რეკომენდებულია ფსიქოლოგიურ ტრენინგებზე დასწრება.

უარი თქვით არაპროდუქტიულ ურთიერთობებზე, დაასრულეთ ურთიერთობები, რომლებსაც აღარ მოაქვს სარგებლობა;

კარგია დოკუმენტების, საბუთების ნივთების გადაკეთება.

მოიშორეთ ნაგავი: სამუშაო მაგიდიდან, ბინიდან, გონებიდან;

შეხვდით ძველ მეგობრებს, ნაცნობებს (კლასელებს, მეზობლებს).

გისურვებთ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ შეცდომები.