სად უნდა შეინახოთ ფული, სახლში კეთილდღეობა რომ იყოს, რჩევები სიმდიდრის მოსაზიდად

სად უნდა შეინახოთ ფული, სახლში კეთილდღეობა რომ იყოს, რჩევები სიმდიდრის მოსაზიდად

დარწმუნებული ვარ, ეს თემა ბევრს დააინტერესებს, რადგან ფული და სიმდიდრე ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის.

დავიწყებ იმით, რომ ძველად მდიდარი ადამიანები ფულს ვერცხლით, ოქროთი ან ძვირფასი თვლებით მოქარგულ სპეციალურ ქისებში ინახავდნენ. ღარიბები კი ფულს ქსოვილში ახვევდნენ.

ფულის შესანახავად დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ჩანთა, საფულე, როგორც საიმედო და ლამაზი ფულის “სახლი“.

ფული შეგიძლიათ ხის ყუთშიც შეინახოთ, იმ პირობით, რომ ის იქნება მაღალი ხარისხის და ლამაზი. აგრეთვე კერამიკული ვაზა ასევე შეიძლება გახდეს ფულის ხელსაყრელი შესანახი. თუ გაქვთ ლამაზი ტყავის ჩანთა შეგიძლიათ ფულის შესანახად აქციოთ.

ფული არ უნდა შეინახოთ ძველ ყუთებში, მით უმეტეს, არ შეფუთოთ ქაღალდში ან გაზეთში.

რჩევები ფულის მოსაზიდად:

ფული რომ მიიზიდოთ, მას სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მოეპყროთ, კუპიურები არ დაჭმუჭნოთ ან არ გაფანტოთ. საფულეში ფული მოათავსეთ ლამაზად, გაშლილად. მოათავსეთ თანმიმდევრობით: პატარიდან დიდამდე.

ხურდის საფულეში ნაჩქარევად ჩაყრა ცუდი ნიშანია, რომელიც სიღარიბეს იზიდავს.

არ დატოვოთ თქვენი საფულე სრულიად ცარიელი, შეინახეთ მასში მინიმუმ ერთი კუპიურა. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ჩადეთ თილისმა-ხურდა, რომელიც მუდამ საფულეში გექნებათ, არ დახარჯავთ.

თუ შემთხვევით საფულე ძირს დაგივარდათ და მისი შიგთავსი იატაკზე გადმოიფანტა, ფრთხილად აიღეთ ყველაფერი მარჯვენა ხელით.

ჭუჭყიანი და დაზიანებული კუპიურები შეიცავს უარყოფით მძიმე ენერგიას. შეეცადეთ გადაცვალოთ ისინი ბანკში.

დახარჯეთ ფული სიამოვნებით, შიშის გარეშე, მაშინ ის უფრო მალე დაგიბრუნდებათ. ფულის დახარჯვის შიში ფინანსურ პრობლემებს იწვევს.

იყავით ყოველთვის გულწრფელად ბედნიერი თუნდაც ყველაზე მცირე შემოსავლით. ფულს უყვარს ტკბობა და მადლიერების გამოხატვა.

როდესაც რაიმეს ყიდულობთ, უმჯობესია ფული დახლზე დადოთ, ვიდრე ხელში მისცეთ გამყიდველს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ მოგშორდეთ სიმდიდრე.

როცა ფულს მიიღებთ, ნუ იჩქარებთ ფულის დახარჯვას იმავე დღეს. ნება მიეცით დარჩეს სახლში მინიმუმ ერთი ღამე.