ავტორი:

"საქმის გარჩევა ამ პერიოდში კეთილად არ დასრულდება, გაფრთხილდით, რომ..." - რას წერს ასრტოლოგი მომდევნო 1 თვეზე

"საქმის გარჩევა ამ პერიოდში კეთილად არ დასრულდება, გაფრთხილდით, რომ..." - რას წერს ასრტოლოგი მომდევნო 1 თვეზე

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე უახლოესი პერიოდის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვთავაზობს:

"ხვალ, 15 ნოემბერს, 09:07 წუთზე ახალმთვარეობაა მორიელის ნიშანში. ამ მოვლენას თან ერთვის ის, რომ ასევე ხვალ, მოქმედების პლანეტა მარსი, რომელიც ბოლო პერიოდში, კონკრეტულად კი 11 სექტემბრიდან ე.წ. რეტროგრადულ, ანუ უკანმავალ ფაზაში იმყოფებოდა, რის გამოც უამრავი შეფერხება-სტაგნაციის პერიოდი იყო თითქმის ყველა სფეროში, სწორდება. ეს ნამდვილად სასიკეთო მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო ახლა, ამ დაძაბული ცის ფონზე.

ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ახალი საქმეები მთვარის მზარდ ფაზას უნდა დაამთხვიოს და 16 ნოემბრიდან, სწორედ რომ შესაბამისი დროა. შეეცადეთ, რაც ახლო მომავალში გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დასაწყები, თვის ბოლომდე მოასწროთ, რადგან შემდეგ, 30 რიცხვში მთვარის დაბნელება გვაქვს, ხოლო 14 დეკემბერს მზის, შესაბამისად, დაბნელების დერეფანში დაწყებული საქმე, შესაძლოა დიდი წარმატებით არ დაგვირგვინდეს. მოსალოდნელია გარკვეული სახის წინაღობების ან შეფერხებების წარმოქმნა, ამიტომ, მოასწარით. მაგრამ თუ ამ ეტაპზე არ ესწრება თქვენი გეგმების განხორციელება, მაშინ უკვე 15 დეკემბრის შემდეგისთვის სჯობს გადადოთ.

14 დეკემბრის მზის დაბნელება იქნება ამ წლის ბოლო დაბნელება. 2020 წელს 6 დაბნელება გვქონდა, თან ნაკიანი წელიც დაემთხვა. აღარაფერს ვამბობ თხის ქრაში მდგომი პლანეტების ასპექტებზე, ამიტომაც აღმოჩნდა ბევრად რთული არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი სამყაროსთვისაც. შემდეგი წელი, (უფრო გაზაფხულიდან) მეტად იმედისმომცემია ბევრი მიმართულებით, ამიტომ, უნდა გავუძლოთ!

ახალმთვარეობის რეკომენდაციები: წაიკითხეთ სრულად

მთვარის დაბნელება, რომელიც 18 წლის წინანდელ მოვლენებს გაიმეორებს - რა რიცხვებში დაბადებულ ზოდიაქოს ნიშნებზე იქონიებს დიდ გავლენას 30 ნოემბერი?

როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები

რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - ჩინური ასტროპროგნოზი ყველასთვის