ავტორი:

საოფისე რომანი: რომელი ზოდიაქოს ნიშნები იწყებენ ურთიერთობას კოლეგებთან

საოფისე რომანი: რომელი ზოდიაქოს ნიშნები იწყებენ ურთიერთობას კოლეგებთან

საოფისე რომანები არც ერთ სამსახურში არ არის იშვიათობა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ჩვენს კოლეგებთან ვატარებთ დღის უმეტეს ნაწილს, ვიდრე ოჯახის წევრებთან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზოგჯერ კოლეგებს შორის ჩნდება სიმპათია, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს რომანში. არსებობს ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი, რომელთა წარმომადგენლები იოლად იწყებენ ფლირტს სამსახურში.

ტყუპი

ტყუპი ძალიან კომუნიკაბელურები არიან. ისინი ადვილად ეცნობიან ადამიანებს და ყოველთვის მზად არიან გადალახონ ზღვარი უბრალო მეგობრობასა და ინტიმურს შორის. მათ უბრალოდ სურთ მიიღონ მაქსიმალური სარგებლობა ცხოვრებიდან და ვერ ხედავენ ვერაფერ ცუდს საოფისე რომანში. ამავდროულად, ასეთი რომანი მათ არაფერში ავალდებულებს.

ვერძი

ვერძი ბუნებით ძალიან იმპულსურია და ასევე დაჯილდოებულია ვნებიანობით. მათ შეუძლიათ მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან სიყვარულითა და ერთგულებით იცხოვრონ, მაგრამ თუ სხვა ვინმემ გაიტაცა, მიზნის მისაღწევად მზად არიან დაანგრიონ ნებისმიერი დაბრკოლება. რა თქმა უნდა, სამსახურის ეთიკის არანაირი ჩარჩო არ შეაჩერებს ასეთ ადამიანს. უფრო მეტიც, მიზნისკენ მიმავალი, ისინი საერთოდ არ ფიქრობენ შესაძლო შედეგებზე.

სასწორი

სასწორი, ზოგადად, დარწმუნებულია, რომ რომატიკული ურთიერთობები სამუშაოს კარგად შესრულებას უწყობს ხელს და მზადაა ყველანაირად წაახალისოს თანამშრომლებს შორის ფლირტი. თუმცა, მათ არ ესმით, ან არ სურთ გაიგონ, რომ ასეთი ურთიერთობები კარგია ოჯახური ბიზნესის, პატარა კოლექტივისთვის. გუნდში, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს, თანამშრომლებს შორის სიახლოვემ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში სერიოზული კონფლიქტებიც კი გამოიწვიოს.

კურო

კურო განსაკუთრებული ნიშანია. ისინი ძალიან შრომისმოყვარე და მოწესრიგებულები არიან თავიანთ საქმეში. თუმცა, მთელი მათი დისციპლინა მთავრდება იქ, სადაც იწყება აკვიატებული სურვილი. და თუ კურომ უკვე გადაწყვიტა, რომ მას სურს ვინმესთან რომანი, მას ამ გზაზე ვერაფერი შეაჩერებს. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ აბსოლუტურად არ ფიქრობს შედეგებზე და შეუძლია გაანადგუროს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ოჯახი.