სატურნი თევზებში ბრუნდება - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

სატურნი თევზებში ბრუნდება - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

2025 წლის გაზაფხულზე, მაისის ბოლოს, სატურნმა დატოვა თევზების ზოდიაქო და ვერძში გადავიდა (ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ), მაგრამ უკვე ივლისის შუა რიცხვებში სატურნი რეტროგრადული გახდა და უკუსვლით დაიწყო მოძრაობა ისევ თევზების მიმართულებით.

ხვალ, 1 სექტემბერს, თბილისის დროით 12:06-ზე სატურნი თევზებს დაუბრუნდება. ნოემბერში კვლავ დირექტულ სვლაზე გადავა და უკან გამოივლის იმ 5 ნახევარ გრადუსს, რომლამდეც მოახერხა მან რეტროგრადულობის გამო ჩაღწევა; საბოლოოდ, სატურნი ვერძს 2026 წლის 14 თებერვალს მოადგება, გადავა ამ ზოდიაქოში და 2028 წლის გაზაფხულამდე იქ იმოძრავებს.

მაგრამ ჩვენთვის ახლა ის შედარებით მოკლე დროის მონაკვეთია საინტერესო, რომელსაც უკუსვლით მოძრავი სატურნი თევზებში გაატარებს. ანუ 1.09-დან 23 ნოემბრამდე.

აქედანვე ვიტყვი, რომ პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება თევზების 26-30 გრადუსებზე დაბადებული ადამიანებისთვის. უფრო კონკრეტულად კი მათთვის, ვინც მარტის 15-20 რიცხვებშია დაბადებული. ასევე მათთვის, ვისაც აქ გრადუსებზე ასცენდენტი, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი ან თვითონ სატურნი ჰყავთ.

ფაქტობრივად მათ არც ისე დიდი ხნის წინ, გაზაფხულზე, უკვე გაიარეს თითქმის ანალოგიური ამბები, ანუ მაშინ, როდესაც სატურნი დირექტული იყო და ისე მოძრაობდა თევზების ამ ბოლო მონაკვეთზე.

მაგრამ დიდი მსგავსების მიუხედავად მაინც იქნება გარკვეული განსხვავებები, რადგან მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა. ახლა კი მოდი, ავხსნათ, რაზე მეტყველებს ეს ცვლილება, და რა კავშირში იქნება გაზაფხულის მოვლენებთან გლობალურად.

ყველას კარგად გვახსოვს, რა რთული პერიოდი გამოიარა საქართველომ გაზაფხულზე. და ეს ყველაფერი ჯერ არც დასრულებულა, იმიტომ რომ სატურნმა ხელახლა უნდა გაიაროს ეს გრადუსები და ფინალშიც მხოლოდ მაშინ გავალთ, როგორც ჩანს. ანუ გაზაფხულზე.

მაგრამ მოდი, ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ რას მოიტანს რეტრო სატურნის ტრანზიტი სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მუნდანურ რუკაზე თევზების ეს მონაკვეთი მე-12 სახლში ხვდება, ხოლო სატურნი მე-10 სახლს მართავს.

ტრანზიტის ბოლოს სატურნი მუნდანურ მზეს დააკვადრატებს, ჯერ რერტო, შემდეგ დირექტულიც.

სატურნი შეზღუდვების, სიმძიმის, წესრიგის, სტრუქტურის, ავტორიტეტისა და გაკვეთილების სიმბოლოა. სატურნი, ნებისმიერ სხვა პლანეტაზე მეტად, წარმოადგენს სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს; მას ასევე შეუძლია წარმოადგინოს სახელმწიფოში არსებული რეპრესიული და მაკონტროლებელი ძალები, როგორიცაა პოლიცია. მუნდანურ რუკაში მე-12 სახელი ასოცირდება ფარულ მოწინააღმდეგეებთან, შეზღუდვებთან, იზოლაციასთან, ციხესთან; იდეოლოგიის თვალსაზრისით, ეს სახლი მართავს იმას, რაც ძირს უთხრის ქვეყანაში არსებულ სტრუქტურას.

სატურნის მე-12-ში ტრანზიტი შეიძლება ერთი მხრივ ნიშნავდეს ფარული პრობლემების ზედაპირზე გამოტანას, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფოს მცდელობას რკინის ფარდის მიღმა დატოვოს ეს ყველაფერი, შეზღუდოს, ან ციხეში გაისტუმროს ის, ვინც მის წინააღმდეგაა. ფაქტობრივად ამას ვუყრებთ ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა.

მაგრამ ეს სატურნი ჩვენს მუნდანურ რუკაში არამხოლოდ მე-10 სახლს მართავს, არამედ მე-9-ს წევრიცაა, რადგან ამ სახლში დგას. მე-9 სახლი კი უცხოეთია, ასევე მაღალი მორალური ღირებულებები, კანონი და სამართლებრივი სისტემა, აქედან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვები შეიძლება მოდიოდეს უცხოეთიდან - სანქციების სახით ან ეხებოდეს უცხოეთს - ვიზალიბერალიზაციის გაუქმების სახით. ან ორივეს ერთად. ამაზე იყო საუბარი გაზაფხულზე და ეს ახლა ხელახლა დადგება დღის წესრიგში, თუმცა, ამ თემებიდან ნაწილი მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულზე გადაიჭრება.

მზე მუნდანურ რუკებში ხელისუფლებას აღნიშნავს. სატურნის კვადრატი ამ მზესთან დიდი ალბათობით სერიოზული კრიზისის გამომწვევი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის. მით უმეტეს, რომ წლის ბოლოსკენ ამ მზეს მარსიც დაარტყამს. თუმცა, მარსის შეერთება ყოველთვის ერთგვაროვნად არ განიხილება. მარსი შეიძლება იყოს როგორც აღშფოთებული ხალხის ძალა, ისე სახელმწიფო პოლიციური ძალები. და ხომ ხვდებით - ან ხალხი ურტყამს ძალიან წერტილოვნად და მძლავრად სახელმწიფოს, ან სახელმწიფო იყენებს პოლიციურ სისტემას ძალაუფლების განსამტკიცებლად. გადაჭრით თქმა, რომ აქედან უსათუოდ პირველი ვარიანტი იქნება თუ მეორე, შეუძლებელია. არ გამოვრიცხავ, რომ ორივე იყოს.

მოკლედ, ძალიან ბევრი “თუ“ და „მაგრამ“ არის, თუმცა გარკვეული შანსები იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაიჭრას ყველაფერი, არის. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს, რისი ღირსები ვართ, რას ვიმსახურებთ, როგორ ვაბარებთ სატურნის გაკვეთილებს.