ავტორი:

საუკეთესო მამების ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საუკეთესო მამების ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სამწუხაროდ, ყველა მამა არ გამოირჩევა შვილებისადმი სიყვარულით. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომელთა შვილებიც ამაყობენ თავიანთი მამებით. ასტროლოგებმა ჩაატარეს კვლევა და გაარკვიეს, ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგებლები არიან ყველაზე მშვენიერი და ყველაზე მოსიყვარულე მამები.

მამა-ვერძი

ვერძი სამსახურში ტირანია, მეგობრებთან მხიარული და თავქარიანი, შვილებისთვის კი ნამდვილი მეგობარია. ვერძი თავადაც მარადიული ბავშვია, ამის შესახებ მხოლოდ ახლო გარემოცვამ და საყვარელმა შვილმა იციან. ვერძი შვილის დაბადების შემდეგ ხდება მზრუნველი და მიმტევებელი. ბავშვებს უყვართ მამასთან თამაში. მამა თავადაც უშიშარია და შვილებსაც ასეთებად ზრდის.

მამა-კურო

მკაცრ კუროს სულის სიღრმეში ძალიან უყვარს შვილები. გრძნობების დემონსტრირება არ გამოსდის, მაგრამ შეუძლია დააკმაყოფილოს თავისი ვაჟებისა და ქალიშვილების ახირებები. ყველაფერს გააკეთებს, რომ ბავშვები გაახაროს და გაანებივროს.

მამა-კირჩხიბი

ზოგიერთი კირჩხიბი მამა ბავშვს დედაზე უკეთესად ზრდის. მის გამო შეუძლებელს შეძლებს. დაიცვას მას ცხოვრებისეული პრობლემებისგან, რეალური და წარმოსახვითი მტრებისგან. და ხშირად სხვის შვილებზეც საკუთარივით ზრუნავს. მამა-კირჩხიბს შვილი შეგიძლიათ მთელი დღით დაუტოვოთ, საღამოს ის მოვლილი და ბედნიერი დაგხვდებათ.

ლომი- მამა

ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს! - ეს სლოგანი ლომმა მამებმა მოიგონეს. ის მზადაა შეასრულოს თავისი შვილების ნებისმიერი მოთხოვნა. ბავშვები არ იმალებიან და არ კანკალებენ, როცა ცეცხლოვანი მამა ხმას აიმაღლებს, რადგან იციან, რომ ლომი-მამა ძალიან კეთილი, ტკბილი და ფუმფულაა, გაბრაზება მალევე გადაუვლის და ისევ მოსიყვარულე ფისოს დაემსგავსება.

მამა-თევზები

მამა-თევზები ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევს: გინდა გვიანობამდე თამაში და გართობა, შეგიძლია; გსურს მხოლოდ ნაყინის ჭამა? ერთად მივირთვათ. ვხატოთ კედლებზე, ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე. არავითარი აკრძალვა. მამა-თევზები შვილებს სხვებზე ზრუნვას და ხელოვნების სიყვარულს ასწავლიან.

ჩვენ არ გვსურს ზოდიაქოს სხვა ნიშნების მამაკაცების შეურაცხყოფა, მათ შორისაც არიან კარგი მამები. მაგრამ ზოდიაქოს ეს ხუთეული საუკეთესოა.