ავტორი:

საუკეთესო მძღოლების ხუთეული

საუკეთესო მძღოლების ხუთეული

ზოდიაქოს ნიშნებიდან ავტომობილს ყველა თავისებურად მართავს: ზოგი ფრთხილი მძღოლია, ზოგი - გადარეული. ნახეთ, ხართ თუ არა საუკეთესო მძღოლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:

ყველაზე დინჯი, კანონმორჩილი და დაკვირვებული მძღოლები თხის რქები არიან. თხის რქა ყოველთვის იცავს წესრიგს და ცდილობს მრავალსაათიან საცობშიც კი, დანიშნულების პუნქტამდე საგზაო ნიშნების დარღვევის გარეშე გაიკვალოს გზა.

არანაკლებ კარგი მძღოლები არიან ქალწულები . ქალწულის ყურადღებას უმცირესი წვრილმანიც კი არ გამორჩება მხედველობიდან. სწორედ ამ თვისების გამო ახერხებენ ავარიული სიტუაციებიდან თავის დაძვრენას. ქალწულის კიდევ ერთი სახასიათო შტრიხი სხვებზე ზრუნვის უნარია. ამიტომ ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მგზავრებს საკუთარ მანქანაში და მაქსიმალურად ზრუნავენ მათ უსაფრთხოებაზე.

მესამე საპატიო ადგილი თავქარიანობით განთქმულმა ტყუპმა დაიკავა. მოუსვენარი და ცვალებადი ტყუპი ავტომობილის მართვისას გასაოცარ ოსტატობასა და გამჭრიახობას ავლენს. ის გასაოცარი მოქნილობით გამოირჩევა და ავარიული და სახიფათო სიტუაციებიდან გამოძვრომა არ უჭირს.

მერწყული იდეალურად ერკვევა არა მხოლოდ ტექნიკასა და ინტერნეტში, არამედ ნებისმიერი ტიპის მექანიზმში. საუკეთესო მძღოლია და საუკეთესოდ შლის და აწყობს დაზიანებულ ავტომობილს. თანაც ისე, რომ შეიძლება არც კი იცოდეს ამა თუ იმ დეტალის სპეციფიკური სახელწოდება. ამასთან, მერწყულს გასაოცარი წინასწარჭვრეტის ნიჭი გააჩნია და კარგად ახერხებს თავიდან აირიდოს უსიამოვნო შემთხვევები ავტომობილის მართვის პროცესში.

მეხუთე საპატიო ადგილი კირჩხიბმა დაიკავა. ემოციურ და პანიკიორ კირჩხიბს თვითგადარჩენის გასაოცარი ინსტინქტი გააჩნია. ის უზომოდ მზრუნველია ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ და არასოდეს ჩააგდებს საფრთხის ქვეშ არც საკუთარ და არც ძვირფასი ადამიანების სიცოცხლეს, როცა საქმე ავტომობილის მართვას ეხება.