ავტორი:

სავსემთვარეობა მშვილდოსანში: ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, შეიძლება გამოვლინდეს საიდუმლო, გამჟღავნდეს ტყუილი, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სავსემთვარეობა მშვილდოსანში: ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, შეიძლება გამოვლინდეს საიდუმლო, გამჟღავნდეს ტყუილი, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

14 ივნისს, 15:51 საათზე სავსემთვარეობას ველოდებით მშვილდოსნის ზოდიაქოში, 24-ე გრადუსში. სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. მზე იქნება ტყუპში, მთვარე - მშვილდოსანში. რთული დღეა, მომატებულია ემოციურობა და იყავით დაკვირვებული. სავსემთვარეობაზე დიდი ენერგია მოდის კოსმოსიდან და ასტროლოგიურ პროგნოზში მოგიყვებით თუ რა მიმართულებით უნდა წარმართოთ იგი.

სავსემთვარეობაზე შეიძლება მიიღოთ შედეგი იმ საქმის, რაც 2022 წლის 30 მაისის ახალმთვარეობაზე დაიწყეთ ან 2021 წლის დეკემბერში, ან პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. გამოვლინდეს საიდუმლო, რასაც აქამდე გიმალავდნენ. თავად სავსემთვარეობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ გირჩევთ, არაფერი ახალი არ დაიწყოთ, არავის არაფერს დაპირდეთ. ამ დღეს მომატებულია ემოციურობა და არ დაუშვათ შეცდომები. სავსემთვარეობაზე შეიძლება გამოვლინდეს პრობლემა და მოგეცემათ მისი მოგვარების შესაძლებლობა.

სავსემთვარეობა არის მშვილდოსნის ზოდიაქოში და შეიძლება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ უცხოეთიდან. გადაწყვიტოთ საზღვარგარეთ გამგზავრება სწავლის ან მოგზაურობის მიზნით. მოგინდეთ ავტომობილის შეძენა ან გამოწერის უცხოეთიდან. ზოგიერთი დაასრულებს სწავლას და მიიღებს დიპლომს. დაასრულებთ წიგნზე მუშაობას და გამზადებას დასაბეჭდათ. აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანომ შეიძლება მიიღოს კანონი, რომელზეც დიდი ხანია მიდის მსჯელობა.

სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება და ორივე ეჩხუბება მშვილდოსნის ერთ-ერთ მმართველ პლანეტა ნეპტუნს, სადაც არის სავსემთვარეობა. ამიტომ ნუ გადავარდებით ილუზიებში, გაფრთხილდით, რომ არავინ მოგატყუოთ, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ამასთან, შეიძლება გამოვლინდეს საიდუმლო, გამჟღავნდეს ტყუილი, ადამიანს ჩამოეხსნას ნიღაბი. იყავით ფრთხილად წყალთან, ალკოჰოლთან, სამედიცინო პრეპარატებთან და საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.

სავსემთვარეობის შემდეგ დაიწყეთ დაწყებული საქმეების დასრულება, დასვით წერტილი იქ, სადაც ამოწურეთ თქვენი თავი. ეს შეიძლება იყოს პროექტი, სამსახური, ურთიერთობა. ძალიან ბევრმა შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაზეც ადრე თვალებს ხუჭავდა და ცხოვრება კარდინალურად შეიცვალოს. კარგ შედეგს მოგიტანთ ფსიქოლოგიური და სულიერი პრაქტიკები, ემოციების ფურცელზე გადატანა, არტთერაპია, მედიტაცია, ლოცვა.

სავსემთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით:

ვერძი

გაერკვევით საკუთარ სურვილებში; რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. აირჩევთ პროფესიას, რომელსაც უნდა გაჰყვეთ. მიხვდებით შეგიძლიათ თუ არა ენდოთ უცხოელ პარტნიორს. მოგინდებათ საზღვარგარეთ გამგზავრება სიყვარულის, სწავლის ან ბიზნესის გამო. თუ მწერალი ხართ, შეიძლება დაიბეჭდოს თქვენი ნაწარმოები. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მეუღლის ნათესავებთან.

კურო

მიიღებთ ფინანსურ მხარდაჭერას. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი. ან ფული შეიძლება მიიღოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული საქმისგან, დაბანდებისგან. ზოგიერთი გაისტუმრებთ ვალებს, დახურავთ კრედიტს; აი, ახლის აღებას კი ნუ იჩქარებთ. ზოგიერთი მიიღებთ ძვირად ღირებულ საჩუქარს. გახდებით მატერიალურად დამოუკიდებელი. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. კარგი იქნება, თუ გათავისუფდებით მავნე ჩვევებისგან.

ტყუპი

გადაეხეთ თქვენს გარემოცვას. მოსალოდნელია გულახდილობა, საიდუმლოებების გამჟღავნება. მოიმატებს კონკურენცია. მშვიდად მიიღეთ კრიტიკა და ეცადეთ, გაითვალისწინოთ რაც საჭიროა. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან შეიძლება ზოგიერთი კლიენტი გაუშვათ. დაკვირვებით გააფორმეთ ახალი კონტრაქტები. უმჯობესია, სავსემთვარეობას არ დაამთხვიოთ. შეიძლება გადახედოთ ძველებს და შეიტანოთ კორექტივები. ცვლილებები გელოდებათ პირად ურთიერთობაშიც. შეიძლება გაასერიოზულოთ ურთიერთობა ან გარკვეული მიზეზების გამო გაწყვიტოთ კავშირი საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი

მიხვდებით, რომ ბევრი ვალდებულება და პრობლემა დაგიგროვდათ და დაიწყებთ მათ მოგვარებას; დაასრულებთ დაწყებულ პროექტებს. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჩარევისა და უშუალო მონაწილეობის გარეშე არაფერი მოგვარდება. კოლექტივში ცვლილება გელით, შეიძლება ან თავად დაუბრუნდეთ ძველ პროექტს, ან კოლეგამ დატოვოს სამსახური. მეტად უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე დაიწყეთ ვარჯიში, დიეტა და ეცადეთ, რომ დაემშვიდობოთ მავნე ჩვევებს. კარგი იქნება, თუ მშვიდ გარემოში დაისვენებთ.

ლომი

სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში. შეიძლება ფლირტი ან რომანტიკული თავგადასავალი სერიოზულ კავშირში გადაზარდოთ. გახშირდება მიპატიჟება და დასწრება კულტურულ ღონისძიებებზე, წვეულებაზე. გადაწყვეტთ შვებულებაში გასვლას, შვილის გაჩენას ან გაიგებთ, რომ ელოდებით. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვს საყვარელ ადამიანთან და შვილებთან. დაასრულებთ შემოქმედებითი იდეის განხორციელებას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი გეძლევათ.

ქალწული

სიახლეები გელოდებათ თქვენს საოჯახო სფეროში. მნიშვნელოვან ინფორმაციას, (საიდუმლოს, ისტორიას) მიიღებთ ნათესავებისგან. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ოჯახის წევრებს, მშობლებს. თუ რემონტი ან მშენებლობა გქონდათ, დაასრულებთ. შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ბინისთვის ან ოჯახის წევრებისთვის ან უძრავ ქონებას. ან შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ შეცვალოთ ინტერიერი, გააკეთოთ რემონტი. თუ აქამდე სხვაგან ცხოვრობდით, ამ სავსემთვარეობის შემდეგ მოგინდებათ სახლში, მშობლიურ მხარეში დაბრუნება.

სასწორი

მიიღებთ საჭირო ინფორმაციას და ზოგადად, გადაამოწმეთ ისინი სანდოობაზე. გამოჩნდება სასწავლო კურსები, თუ სწავლის გაგრძლებას აპირებთ ან თუ დაასრულეთ, მიიღებთ დიპლომს, სერტიფიკატს. გელით მივლინება, მგზავრობა მეგობრებთან ერთად. მიიღებთ საჭირო დოკუმენტებს. მოგინდებათ კვალიფიკაციის ამაღლება. შეიძლება და-ძმების საიდუმლო გამომჟღავნდეს ან თქვენ გაუმხილოთ მათ სიმართლე. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას დეიდა-ბიძებთან, მეზობლებთან. თუ ავტომობილის მფლობელი ხართ, მიაქციეთ ყურადღება მის მდგომარეობას, შეამოაწმეთ. ყურადღება გმართებთ გაჯეტების მიმართაც.

მორიელი

დაასრულებთ პროექტებს და მიიღებთ მატერიალურ სარგებელს. გაერკვევით ფინანსურ და საბუღალტრო საკითხებში. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი ან მიიღოთ თანხა ადრე შესრულებული საქმისთვის. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ შემოსავლის ახალი ან დამატებითი წყაროს გამოძებნა. ზოგიერთი კი გადაწყვეტთ შეიძინოთ დიდი ხნის ნანატრი ნივთი ან ფული დააბანდოთ ძვირად ღირებულ ნივთებში. თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული.

მშვილდოსანი

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში ხდება და ბევრ რამეში გაერკვევით. პირველ რიგში რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. შეიძლება დაასრულოთ ერთ პროექტზე მუშაობა და გადახვიდეთ მეორეზე. შეიძლება გაწყვიტოთ არსებული ხელშეკრულება, რათა გააფორმოთ ახალი. შეგეცვლებათ გეგმები თქვენი ან თქვენი პარტნიორის (საქმიანი ან სასიყვარულო) გამო. მოგინდებათ იმიჯის, გარეგნობის გაუმჯობესება, გადაწყვეტთ საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტად ზრუნვას, ვარჯიშს, დიეტის დაწყებას. კარგი იქნება მავნე ჩვევებთან დამშვიდობება. არ გირჩევთ გადაწყვეტილების მიღებას ემოციებს აყოლილი და ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

თხის რქა

გამოვლინდება საიდუმლო რასაც გიმალავდნენ, შეიძლება შეგეცვალოთ დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ. თუ გარშემო მყოფებს რამეს უმალავდით: შემოსავალს, პირად ცხოვრებას, ახლა გამოავლენთ. ეს სავსემთვარეობა გაგათავისუფლებთ პრობლემებისგან, დასრულდება თქვენი მარტოობა, შეზღუდვა. მოიცილებთ იმ მარწუხებს, რაც განვითარებაში, წინსვლაში გიშლიდათ ხელს. თუ სახლიდან შორს იყავით ახლა მოგეცემათ დაბრუნების შესაძლებლობა და პირიქით, თუ ემიგრაციაში აპირებდით წასვლას, მიიღებთ სასურველ შედეგს. ამ სავსემთვარეობაზე რაღაცას უნდა დაუსვათ წერტილი, უნდა დაასრულოთ, რომ დაიწყოთ ახალი, მაგრამ გადაწყვეტილებებს ემოციებს აყოლილი ნუ მიიღებთ.

მერწყული

საქმე, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად აკეთებდით, შედეგს მოგიტანთ, მიიღებთ მატერიალურ ანაზღაურებას. აგისრულდებათ ნანატრი. შეიძლება დაასრულოთ ინტერნეტპროექტზე მუშაობა. სავსემთვარეობა გამოავლენს თქვენი მეგობრების ქმედებას და ზოგიერთთან შეიძლება ურთიერთობა გაწყვიტოთ. გაფრთხილდით, რომ მეგობრების გამო არ გაგიფუჭდეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. შეიძლება გამოხვიდეთ ჯგუფიდან, რომელთანაც ადრე საერთო ინტერესები გაკავშირებდათ.

თევზები

დაფასება გელოდებათ კარიერაში. მიიღებთ შექებას კარგად შესრულებული პროექტებისთვის ან შეიძლება მიიღოთ ის თანამდებობა, რომლისკენაც ისწრაფოდით. ზოგიერთი საინტერესო პროფესიულ შეთავაზებას მიიღებთ. შეიძლება შეგეცვალოთ უფროსობა სამსახურში, დაგეძაბოთ მათთან ურთიერთობა ან თავად გადაწყვიტოთ სამსახურიდან წამოსვლა. ეს შეიძლება იყოს პენსიაზე გასვლის გამო, დაღლილობის, ან სხვა პროფესიის, ბიზნესის დაწყების მიზეზით. სიახლეებია მოსალოდნელი მამის ცხოვრებაშიც. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ემოციებს აყოლილი.