7 ოქტომბერს 07:47 საათზე სავსემთვარეობა გვაქვს ვერძის ზოდიაქოს ნიშნის მე-15 გრადუსზე. სავსემთვარეობა არის დასასრული. მოსავლის აღება. შედეგები. ბრძოლის დასასრული. გამჟღავნება.
ვერძი ეს არის პირველი იმპულსი, ეს არის ზოდიაქალური წრის პირველი ნიშანი, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, რომელსაც მართავს პლანეტა მარსი.
ვერძი მარსის პირმშოა, მისი ფუნქციაა ბრძოლა ნებისმიერი გამოვლინებით, იქნება ეს პაექრობა ბრძოლის ველზე, თუ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, გამოღვიძება, აქტივობა, პირველი იმპულსი, რისკი...
მისი საპირისპირო გამოვლინებაა ამ დუალურ სამყაროში სასწორი, რომელსაც მართავს პლანეტა ვენერა, იდეურად ვენერა მარსის საწინააღმდეგო თვისებებს ავლენს, თუმცა ისინი ერთ მთლიანს ქმნიან.
სავსემთვარეობა სასწორი ვერძის ღერძზეა, სასწორის არსი და იდეა არ არის სიყვარულში, სასწორის არსი არის პარტნიორობის თემაში, წონასწორობაში, ესთეტიზმში, დიპლომატიაში.
რომ არ მოხდეს სტაგნაცია და "გაჩერება" (მუდმივად ბალანსის მდგომარეობაში ყოფნა სიკვდილია) ამისათვის საჭიროა მარსის საბრძოლო იმპულსი, რათა გამოიყვანოს სასწორის პინები წონასწორობიდან და დაიწყოს სიცოცხლე ხელახლა...
კარგად აწონ-დაწონეთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამგვარად წარმატება თქვენ მხარეს იქნება.
6 ოქტომბერს საღამოდან შეგიძლიათ დამუხტოთ წყალი, მინერალური ქვები და სიმბოლოები, 7 ოქტომბრის დილის 07:47 საათამდე, შემდეგ კი ამ ყველაფერს გამოიყენებთ დანიშნულებისამებრ.
განსაკუთრებით გამოხატული იქნება სავსემთვარეობის ტენდენციები კარდინალური ჯვრის ნიშნის შუა პერიოდში დაბადებული ნიშნებისთვის, როგორიცაა: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება ნოემბრის პირველი 5 დღის განმავლობაში დაბადებული მორიელისთვის.
კონფლიქტური ფონია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას (ძველი, ქრონიკული დაავადებების გამწვავებისა და ტრავმულობის ალბათობა მატულობს). შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არის ფეთქებადობის და ავარიების ალბათობა.
დაიცავით ბალანსი, სასურველია იოგა, მედიტაცია, გამოიყენეთ არომათერაპია: ლავანდის, ვარდის, ვანილის არომატები.
სწორედ ახლა შეიძლება დასრულდეს ძველი გაჭიანურებული საკითხები, გამჟღავნდეს და ნათელი მოეფინოს ძველ, გაურკვეველ საკითხებს, ნუ გადადებთ მსგავს თემებს სამომავლოდ, მეტი დიპლომატიით, მაგრამ ეცადეთ აუცილებლად დადოთ შედეგები.
ფილტრაციის პროცესი ნელ-ნელა სრულდება, გამოჩნდება ფარდის მიღმა რეალური ხედები, ადამიანების რეალური ზრახვები.
განსაკუთრებით ეფექტურია ეს პერიოდი დამცავი ამულეტების დამზადებისთვის და კარიერული საკითხების დასალაგებლად!
ახლა კი ვნახოთ თუ რა თემები იქნება აქტუალური თითოეული ნიშნისთვის. შეგახსენებთ, რომ პროგნოზი არის ზოგადი ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლისთვის:
ვერძი
შედეგები შესაძლოა უკავშირდებოდეს იმიჯის ცვლას, ასევე ურთიერთობებში გარკვეულობა, დასასრული ან სხვა ეტაპზე გადასვლა. გამოჯანმრთელება. კომპრომისი ახლა დიდი ძალაა, გაითვალისწინეთ!
კურო
შინაგანი ძვრების დასასრული, იზოლაციის დასასრული. ემიგრაციიდან დაბრუნება. შესაძლოა ერთგვარი მედიტაციური მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, ახლა "გამოიღვიძოთ". რეალური მტრების სახე სწორედ ახლა შეიძლება დაინახოთ.
ტყუპი
სურვილების ასრულება. დაკმაყოფილება. მოგება ფინანსურ საკითხებში. სოციალურ საკითხებში ავტორიტეტის ზრდა. სამეგობრო წრეს მიაქციეთ ყურადღება. გარკვეული კავშირების დასრულება, გადაწყვეტა (როგორც სოციალურ ქსელებში, სამეგობრო წრეში).
კირჩხიბი
კარიერულ საკითხებში ცვლილებები. საქმიანობის კუთხით რაღაცის ლოგიკური დასასრული, ასევე შესაძლოა ახალ ეტაპზე გადასვლა. გამოიჩინეთ საღი აზრი და იმოქმედეთ გონივრულად.
ლომი
გონებრივი განვითარების კუთხით შედეგების დადება. უცხოელებთან და უცხოეთთან დაკავშირებული თემების გადაწყვეტა. ასევე გარკვეული კანონთან დაკავშირებული საკითხების დასრულება.
ქალწული
დიდი ტრანსფორმაციული ძვრების დასასრული. კრედიტებთან, ზოგადად საბანკო სექტორთან, დიდ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების დასრულება, გადაწყვეტა.
სასწორი
პარტნიორულ სფეროში (როგორც პირად-სასიყვარულო ასევე საქმიანი), სხვა ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების, პროექტების, მოლაპარაკებების დასასრული, გადაწყვეტა.
მორიელი
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. გადაწყობა რუტინულ საქმიანობაში. ჩვევებისა და ვალდებულებების ცვლა. რაღაც გარკვეული ყოფითი საკითხების დასასრული. შესაძლოა ახალი ოთხფეხა მეგობარი შეიძინოთ.
მშვილდოსანი
პირად-სასიყვარულო საკითხებში ახლა ფორტუნა თქვენ მხარესაა. თქვენს ადამიანს შესაძლოა სწორედ ახლა შეხვდეთ (თუმცა შეიძლება ზოგიერთისთვის სწორედ ახლაც დამთავრდეს). სიახლე შეიძლება იყოს თქვენთვის ასევე ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები.
თხის რქა
საოჯახო საკითხებში რაიმე შედეგის მიღება. ბინის ყიდვა ან გაყიდვა, გადასვლა ახალ სახლში, რემონტის დასასრული, მშობლებისგან მოშორებით შეიძლება გადაწყვიტოთ ცხოვრება. ახალი საოჯახო შენაძენი.
მერწყული
მგზავრობები, გარკვეული სასწავლო კურსების დასრულება. კომუნიკაციების დასასრული ან ნაყოფიერი კავშირის სტაბილიზაცია. სიახლე ტექნიკურ საშუალებებთან დაკავშირებით.
თევზები
შემოსავლების ზრდა. მოსავლის აღება. ვალების დაბრუნება. ახალი შემოსავლის წყარო შეიძლება გამოჩნდეს. მატერიალური, ღირებული საჩუქრის მიღება.