29 სექტემბერს სავსემთვარეობას ველოდებით ვერძის მე-7 გრადუსში, 13:58-ზე. ამ გრადუსში მთვარე მდებარეობს, ხოლო ზუსტად მის მოპირდაპირე ნიშანში - სასწორში არის მზე. ემოციური და ფეთქებადი დღეა და ეცადეთ, დღეს, ხვალ და ზეგ მშვიდად და გააზრებულად იმოქმედოთ. არ გირჩევთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ახალმთვარეობა არის ახალი საქმის, პროექტის დაწყების დრო, ხოლო სავსემთვარეობა - შედეგი ადრე დაწყებული საქმიდან, პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე. გამოიყენეთ ეს დრო, რათა დაასრულეთ ან კორექტივები შეიტანეთ თქვენს მიზნებში, მისწრაფებებში. შეიძლება დასრულდეს ის პროექტი, ურთიერთობა, რომელიც 21 მარტს - ვერძში ახალმთვარეობაზე გქონდათ დაწყებული.
14 ოქტომბერს გველოდება ახალმთვარეობა სასწორის ზოდიაქოში და მნიშვნელოვანია, მანამდე ჩამოყალიბდეთ სად გსურთ განვითარება, რა საქმიანობას უნდა მოკიდოთ ხელი, რადგან 14-ში ახალმთვარეობასთან ერთად გველოდება მზის დაბნელება ზუსტად იმ ნიშნებში სასწორი-ვერძში ღერძზე, სადაც ახლა სავსემთვარეობის ღერძია განლაგებული. ხოლო მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში ამ ნიშნეში განლაგდებიან კარმული კვანძები - რახუ-ქეთი, აღმავალი დაღმავალი. მოვლენებს კიდევ ცოტა გავუსწროთ და აღვნიშნოთ, რომ 28 ოქტომბერს სავსემთვარეობა და ამჯერად მთვარის დაბნელება გველოდება კუროში და ამ დღეს დაიხურება დაბნელებების დერეფანი. ამიტომ აუცილებელია, ახლა მიიყვანოთ ბოლომდე დაწყებული საქმეები ან შეცვალოთ, გადააკეთოთ, რადგან მერე ახლები დაიწყოთ ან ახლებურად.
ახლა ისევ სავსემთვარეობას მივუბრუნდეთ. ვერძის მმართველი, სადაც სავსემთვარეობა ხდება, - მარსი შეერთებულია დაღმავალ კარმულ კვანძთან და არაა გამორიცხული, მიუბრუნდეთ ძველ საქმეებს, ვალდებულებებს, თავად ან იძულებით. იყავით დაკვირვებული და ფრთხილი, სიფიცხე და ფეთქებადობა კარგს არ მოგიტანთ. საკუთარი საქმის კეთებისას, მიზნების განხორციელებისას ნუ დააზიანებთ სხვებს. გააკონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაა გამორიცხული იმუნიტეტის დაქვეითება; იმატებს ტრავმატულობაც. ურთიერთობაში გამოავლინეთ დიპლომატიურობა.
სავსემთვარეობაზე არაა გამორიცხული საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდეთ. კარგი იქნება, თუ შეცვლით ურთიერთობის სცენარს; გააკონტროლებთ ემოციებს და იმოქმედებთ გააზრებულად. თუმცა, საქმეების მოგვარებისას ორიგინალურობა არ გეკრძალებათ, იყავით შემოქმედებითი, მზად მოლაპარაკებისთვის. ზოგადად კარგი იქნება, თუ პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედებთ. იყავით კოლექტივის წევრი, ახლა ლიდერობის და ეგოს გამოვლენის დრო არაა.
სავსემთვარეობის მომდევნო დღეს, 30 სექტემბერს მთვარე აღმავალ კვანძს შეუერთდება. ეს იქნება დღე, როცა მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, პასუხს იმ კითხვაზე, რაც გაინტერესებთ. მიხვდებით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ მომავალში, რა მოგიტანთ წარმატებას. ამასთან, იყავთ გააზრებული და ობიექტური.
ვინ იგრძნობს სავსემთვარეობას ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ვერძისა და სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. და ისინიც, ვისაც ამ ნიშნებში გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები ან პლანეტები. გარდა ამისა, ნახეთ, სასწორი და ვერძი რომელ სფეროებს მართავს თქვენს პირად ასტროლოგიურ რუკაში, ცვლილებები ამ სფეროებში გელოდებათ. ვერძებმა ყურადღება გამოიჩინეთ ყველა იმ პროცესის მიმართ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. სასწორებმა მიაქციეთ ყურადღება კავშირებს, ურთიერთობებს. არსებულ კავშირებში შეინარჩუნეთ ბალანსი. ლომი და მშვილდოსანი წარმატებით დაასრულებთ საქმეებს, იღბლიანი შეხვედრები გექნებთა; მოგეცემათ განვითარების, წინსვლის შესაძლებლობა. მაგრამ მოერიდეთ ემოციურობას, გარშემო მყოფების გამოხდომებს მშვიდად შეხვდით. ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ კირჩხიბებსა და თხის რქებს . შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა და ყველაფერი თქვენს წინააღმდეგაა. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. აკონტროლეთ ემოციურობა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. შეიძლება არ განხორციელდეს ის გეგმა, რაც დაისახეთ ან ადამიანმა, ვისი მხარდაჭერის იმედიც გქონდათ, იმედი გაგიცრუოთ. მეტად უნდა მოინდომოთ, რომ წინ წახვიდეთ კარიერაშიც და პირად ურთიერთობაშიც.