ავტორი:

სავსემთვარეობის პროგნოზი: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სავსემთვარეობის პროგნოზი: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

18 იანვარს სავსემთვარეობა გვქონდა: რომლის დროსაც მზე სერიოზულ, მიზანსწრაფულ თხის რქის ნიშანში მდებარეობდა და უპირისპირდებოდა კირჩხიბში მყოფ ემოციურ და მეოჯახე მთვარეს. სავსემთვარეობის ასტროლოგიური განხილვა უკვე შემოგთავაზეთ და სტატიასაც შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი სავსემთვარეობის პროგნოზს გთავაზობთ. წაიკითხეთ თქვენი ასცენდენტისა და მზის ნიშნების მიხედვით.

ვერძი

საოჯახო საქმეებს უნდა დაუთმოთ მეტი ყურადღება. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ რემონტი, გადაწყვიტოთ ინტერიერის განახლება. კარგი იქნება, თუ მეტ დრო გაატარეთ მშობლების გვერდით, მოინახულებთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს, მშობლიურ ადგილებს. პარალელურად, ნურც პროფესიულ საქმიანობას დაივიწყებთ, იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე, ბიზნესის გაფართოებაზე.

კურო

გახშირდება მიმოსვლა, მიმოწერა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან, ახლობლებთან. უცხოეთში მყოფებთანაც. იყავით დაკვირვებული ინფორმაციებისადმი. კარგ შედეგს მოგიტანთ პიარი, სარეკლამო აქციები. მოგინდებათ კვალიფიკაციის ამაღლება, სასწავლო კურსებზე ჩაწერა. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაგარიგებთ, დაგანახვებთ სწორ მიმართულება.

ტყუპი

ფინანსური საკითხები იქცევს ყურადღებას. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მეტად იყავით ორიენტირებული ფულის დაბანდებაზე სარფიან საქმიანობაში, რომ კიდევ უფრო მეტი შედეგი მიიღოთ. მოახდინეთ თქვენი ცოდნის, გამოცდილების მონეტიზირება. იზრუნეთ დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიებაზე. ან მოითხოვეთ ხელფასის მომატება. პარტნიორების ფინანსების მიმართაც გმართებთ დაკვირვება. მოერიდეთ ფულის გამო კამათს, ერთმანეთთან შეთანხმებულად ხარჯეთ ფული.

კირჩხიბი

ამ ორ კვირაში მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი თავის მიმართ. რა სურვილები და პროექტები გაქვთ, რაც უნდა განახორციელოთ. შეიძლება მოგინდეთ იმიჯის შეცვლა. თუნდაც, ზედმეტი წონის დაკლება. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობა. იყავით ჰარმონიული, დაიცავით ბალანსი თქვენსა და პარტნიორის ინტერესებს შორის.

ლომი

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოიმატებს ქველმოქმედების, სხვისთვის მსახურების სურვილი. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, სპეციალობაში სრულყოფილების მიღწევა. მეტად დაინტერესდებით ეზოტერიკით. კარგი იქნება გამარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება. ამასთან ნუ დაივიწყებთ ყოველდღიურ ვალდებულებებს. დაიცავით კვების, ძილისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის რეჟიმი.

ქალწული

ჩამოყალიბდით საკუთარ, სამომავლო მიზნებში. ვისთან ერთად - მეგობრები, თანამოაზრეები - გსურთ მოქმედება. ნუ გადადებთ საკუთარი საქმეების მოგვარებას გვერდზე სხვების დახმარების გამო. იყავით მომართული საკუთარ გამარჯვებაზე, წინსვლაზე. ამასთან, ნუ დაივიწყებთ სიყვარულის თემას. იყავით რომანტიკული. ხშირად შეხვდით სასიყვარულო პარტნიორს, მეგობრებსაც. გამონახეთ დრო ჰობისთვის, შვილებისთვის, კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებად.

სასწორი

დააბალანსეთ კარიერის, პროფესიული საქმიანობის საკითხები და საოჯახო ვალდებულებები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები. კარგი პერიოდია ბიზნესის გასავითარებლად, დაწინაურებისთვის, მაგრამ ნურც ოჯახურ მყუდროებაზე, სითბოზე იტყვით უარს. იყავით მზრუნველი მშობლების, ნათესავების მიმართ.

მორიელი

მეტი დრო უნდა დაუთმოთ სულიერ განივითარებას. გამონახეთ დრო იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ვისაც მასწავლებლად, გურუდ, დამრიგებლად მიიჩნევთ. ახალი პერსპექტივები გადაგეშლებათ, საზღვარგარეთ წასვლის ან უცხოელ პარტნიორებთნ ურთიერთობის შესაძლებლობა მოგეცემათ. მოგინდებათ სასწავლო კურსების გავლა, საჭირო ინფორმაციის მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან.

მშვილდოსანი

დაკვირვებულად უნდა იყოთ ფინანსებთან. დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა ფულის გონივრულად განკარგვა, დაბანდება, რათა მათ კიდევ უფრო შემოსავალი მოგიტანონ. იყავით დაკვირვებული საბანკო ოპერაციების წარმოებისას, გადასახადების გადახდისას. იყავით ყურადღებით მატერიალური სარგებლის მემკვიდრეობის მიღებისას.

თხის რქა

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან (საქმიან და სასიყვარულო). გონივრულად გადაანაწილეთ საქმეები, ვალდებულებები, მხოლოდ თქვენ ნუ დაიტვირთებით. ისწავლეთ თანამშრომლობა, პარტნიორების მოსმენა და მათი სურვილების გათვალისწინებაც. შეთანხმებულად თუ იმოქმედებთ, უფრო კარგ შედეგებს მიაღწევთ. ზოგიერთმა შეიძლება გადახედოთ ძველ კლიენტებს და გამოასწოროთ მათთან დამოკიდებულება. მიუხედავად კონსერვატიულობისა, კარგი იქნება სტილის, იმიჯის, გადახალისება.

მერწყული

ყოველდღიურ საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად ნურც სულიერებას, იდეალებს დაივიწყებთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ვარჯიში, დიეტის დაწყება. ზოგადად, ცხოვრების რეჟიმი გაიუმჯობესეთ. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. ამასთან. გამონახეთ დრო ეზოტერიკული მეცნიერებებისთვის, არტთერაპიისთვის. იზრუნეთ ადამიანებზე, ცხოველებზე. კარგი იქნება, წმინდა ადგილების მონახულება, განმარტოება, ქალაქგარეთ გასეირნება.

თევზები

მოიმატებს რომანტიკული განწყობა, მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, მეტი დროის გატარება ბავშვებთან ერთად. ზოგიერთი მიუბრუნდებით ძველ ჰობის. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, ჩაერთეთ სპორტულ აქტიურობაში. ამასთან, ნუ დაივიწყებთ საზოგადო საქმეებს. განავითარეთ საკუთარი საქმე, ბრენდი. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემნები და ნურც მეგობრებთან შეხვედრაზე, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ, იტყვით უარს.