ავტორი:

სავსემთვარეობის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სავსემთვარეობის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დღეს სავსემთვარეობაა. გაეცანით სავსემთვარეობის პროგნოზს, რათა გაიგოთ, რა ვალდებულებები გაქვთ შესასრულებელი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო.

ვერძი

გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან; კლიენტებთან, გარშემო მყოფებთან. იყავით მომართული საქმეების დასრულებაზე, დანაპირების შესრულებაზე. საყვარელ ადამიანთან იყავით მეტად დამთმობი და მოსიყვარულე. ახლობლები და მეგობრები გაგანებივრებენ საჩუქრებითა და მზრუნველობით.

კურო

ეცადეთ, მეტად დაისვენოთ. არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება. კარგი იქნება, თუ მოინახულებთ წმინდა ადგილებს. გამონახავთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ამასთან, ვერსად გაექცევით ვალდებულებს სახლში და სამსახურში და ეცადეთ, იყოთ ორგანიზებული, არაფერი გამოგრჩეთ ან დაკარგოთ.

ტყუპი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან. ეცადეთ, მათთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედოთ, თუ ერთ პროექტზე მუშაობთ ან საერთო ინტერესები გაქვთ. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ დიდი ხნის უნახავ მეგობრები, კოლეგები, ხოლო, თუ როგორ გაგრძელდება მათთან ურთიერთობა თქვენი გადაწყვეტილებაა. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, მათთან ერთად მხიარულებას. საყვარელი ადამიანიც არ დატოვოთ უყურადღებოდ.

კირჩხიბი

დააბალანსეთ სიტუაცია სახლისა და სამსახურის საქმეებს შორის. გამონახეთ მეტი დრო ოჯახთან ერთად დასასვენებლად. სამსახურში დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 8 აპრილამდე დაისვენეთ, გამოიძინეთ, ნუ ჩაერთვებით რთულ ვალდებულებებში. არაა გამორიცხული, რომ სამსახურში დაგაწინაურონ. მოგვიანებით შეგიძლიათ მოაგვაროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.

ლომი

ჩამოყალიბდით, რისი შესწავლა გსურთ. არაა გამორიცხული, თავად დაიწყოთ ლექციების წაკითხვა. საუკეთესო დროა საკუთარი თავის პიარისა და რეკლამისთვის. გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობა ლიტერატურაში. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. მიიღებთ უცხოეთში გასამგზავრებელ საბუთებს, გაემგზავრებით საზღვარგარეთ.

ქალწული

ფულადი საკითხები გექნებათ მოსაგვარებელი. უნდა გამონახოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. გაგიუმჯობესდებათ შემოსავალი პარტნიორის საქმიანობით. შეიძლება ფული მიიღოთ მემკვიდრეობით. კარგი იქნება ვალების, კრედიტების გასტუმრება. შეიძინეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას რეტროგრადული მერკურისა და დაბნელების დროს. აიმაღლეთ თვითშეფასება, უნდა მოახდინოთ თქვენი ცოდნის მონეტიზირება.

სასწორი

დაარეგულირეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან. სხვების გამო საკუთარ თავს ნუ დააზარალებთ. იყავით მომართული საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. გაინებივრეთ თავის სპა-პროცედურებით, ახალი სამოსით. იყავით მომართული სამსახურის საქმეების გაუმჯობესებაზე. უნდა იყოთ მომართული სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის დარეგულრებაზე. ხშირად გაისეირნეთ ერთად, მოიწყვეთ რომანტიკული საღამოები.

მორიელი

მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ გადაღლილი ხართ. ცოტა მეტი დრო დაუთმეთ გამოძინებას, სუფთა ჰაერზე ყოფნას, ჯანსაღი საკვების მიღებას. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა ან დაიწყეთ ორგანიზმის გაჯანსაღება. ზოგჯერ უნდა განმარტოვდეთ და სიმშვიდეში დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაზე, სამომავლო მიზნებზე.

მშვილდოსანი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. ერთად და შეთანხმებულად უნდა იმუშაოთ პროექტებზე და დაასრულოთ ისინი. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. კარგი დროა გაყიდვებისთვის. სხვა ადამიანების განებივრებაზე კი ხართ მომართული, მაგრამ ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

თხის რქა

მიუხედავად იმისა, რომ კარიერაზე ხართ მომართული. უნდა გამონახოთ დრო საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. ნათესავებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. კარგი დროა მშობლიური ადგილების მოსანახულებად; ოჯახური შეკრებებისთვის. გამონახეთ დრო, რომ თქვენი შვილები დაახლოოთ თქვენს მშობლებთან.

მერწყული

საუკეთესო დრო საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად. მიიღებთ საჭირო დოკუმენტებს. თუ სწავლობდით, მიიღებთ შედეგს, სერტიფიკატს. საუკეთესო დროა დიდი ხნის უნახავი მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. გახშირდება კომუნიკაცია, მიმოსვლა და ზარები და ეცადეთ, ყველგან, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იყოთ დაკვირვებული.

თევზები

უნდა გააქტურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება გამონახოთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან დაიწყოთ მუშაობა; თუ აქამდე ეძებდით, მიიღებთ სასურველ ვაკანსიას. მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი, შესაძლებლობები. ზოგიერთი გააძვირებთ მომსახურების საფასურს.