სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის: შესაძლოა გამოვლინდეს ინფორმაცია, რომლის საიდუმლოდ შენახვაც გინდოდათ

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის: შესაძლოა გამოვლინდეს ინფორმაცია, რომლის საიდუმლოდ შენახვაც გინდოდათ

თვის ზოგადი ტენდენციები

მერკური - თქვენი მმართველი პლანეტა სექტემბერში ცენტრალურ ადგილს იკავებს. იგი აძლიერებს თქვენს ბუნებრივ კომუნიკაციის, ინტელექტისა და ანალიტიკური აზროვნების უნარებს. შეძლებთ მკაფიოდ და ეფექტურად გამოხატოთ თქვენი აზრები, ჩაერთოთ დეტალურ ანალიზში და ინტელექტუალურ საქმიანობაში. აგრეთვე კვლევაში, პრობლემების გადაჭრაში ან ორგანიზაციულ ამოცანებში, რომლებიც მოითხოვს დეტალებისადმი ზედმიწევნით ყურადღებას. თუმცა, ფრთხილად იყავით ზედმეტად არ გადაიტვირთოთ თავი.

ზოგიერთი შეიძლება დაინტერესდეთ ხელოვნებით, დიზაინით ან ისეთი აქტივობებით, რომლებიც ხელს უწყობს მოდუნებას და ემოციურ კეთილდღეობას.

რომანტიკული ურთიერთობები გაუმჯობესდება, რადგან ვენერა ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებას და გააძლიერებს ემოციურ კავშირებს. თუმცა, უნდა მოერიდოთ პერფექციონიზმს და ზედმეტი კრიტიკულობას. მოტივირებული გახდებით პროფესიული ამბიციების მისაღწევად, ახალი პროექტების დასაწყებად.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

წარმატებული და ნაყოფიერი თვეა მუშაობისთვის, უნდა გქონდეთ მკაფიო მიზანი. დაისახეთ პრიორიტეტები, შეადგინეთ მკაფიო გეგმა და მკაცრად დაიცავით იგი. ენერგიის დაბალმა დონემ შეიძლება ხელი შეგიშალოთ ბიზნესში წინსვლაში. თუმცა, გირჩევთ, ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ.

თვის მეორე ნახევარი უფრო შესაფერისია ფინანსურად მომგებიანი საქმეებისთვის. დაკავებული იქნებით თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებით, მეტი დრო დაუთმეთ ფულის ან რესურსების დაგროვებას. ზოგიერთს მოგინდებათ სახლის ან ოფისის ინტერიერის შეცვლა, რათა უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახადოთ იგი. ზოგი კი ყურადღებას გაამახვილებს მოძრავი და უძრავი ქონების შეძენაზე, ნივთებზე, რომლებსაც გარკვეული ღირებულება აქვთ. სექტემბერში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხი.

თვის პირველ ნახევარში თქვენი ორატორული უნარები გაიზრდება, შეძლებთ სიტუაციის კარგად გააზრებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. კარგი დროა ინტელექტუალური მუშაობისთვის. ისაუბრეთ თქვენს წარმატებებსა და საინტერესო იდეებზე: სასარგებლო ადამიანები მოგისმენენ და თანამშრომლობის პერსპექტიულ წინადადებას შემოგთავაზებენ. ნაცნობობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება: გააფართოებთ საქმიან კონტაქტებს, იპოვით პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს. საჯარო გამოსვლები, დისკუსიები, მოლაპარაკებები ასევე წარმატებული იქნება. შეძლებთ მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი აზრები, დაარწმუნოთ ოპონენტები თქვენს სიმართლეში, იპოვოთ ახალი მოკავშირეები. შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბიზნეს სტრატეგია, იპოვოთ ახალი გზები თქვენი მიზნების მისაღწევად.

18 სექტემბრის შემდეგ, მერკური გადავა მატერიალური რესურსებისა და ფინანსების სფეროში. პრიორიტეტი უნდა მიანიჭოთ იმ საკითხებს, რომლებიც ეხება დიდ მოგებას და დამატებითი რესურსების შეძენას, როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში. შეძლებთ შემოსავლის ახალი წყაროების პოვნას, მატერიალური კეთილდღეობის განმტკიცებას. მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებები ან შეთანხმებების ხელმოწერა საუკეთესოა სექტემბრის ბოლოს დაგეგმოთ.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

ვენერა თქვენს მე-12 სექტორში 19 სექტემბრამდე იქნება. ამიტომ, თვის პირველ ნახევარში მარტოობა და სიმშვიდე მოგინდებათ, ჩაერთვებით თვითშემეცნებაში. ცხოვრების სულიერი სფერო უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე მატერიალური. ეს არ არის კარგი პერიოდი ახალი ნაცნობობისთვის: თქვენთვის რთულია ჩამოაყალიბოთ, თუ რას ელით ახალი ურთიერთობისგან და რა შეგიძლიათ შესთავაზოთ მომავალ პარტნიორს. გარდა ამისა, პირადი საკითხები და შინაგანი პრობლემები ახლა გაცილებით მეტად გაწუხებთ, ვიდრე რომანტიკული პაემანი.

თუმცა, თუ მარტოობის გამო დისკომფორტს გრძნობთ და გულწრფელად გსურთ განსაკუთრებული ადამიანის გაცნობა, მაშინ ამ თვეში შესანიშნავი შანსები გექნებათ. შეიძლება სასიყვარულო რომანი დაიწყოთ, მაგრამ გარკვეული დროით დამალოს ეს სხვებისგან. ან შეგიძლიათ გაიგოთ მოულოდნელი ინფორმაცია იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც ხვდებით. ნუ ენდობით ახალ ნაცნობებს, მათ სიტყვებს, ნუ მიეცემით ილუზიებს.

თუ ძიებაში ხართ, მაშინ მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება შედგეს შეზღუდულ სივრცეში, მაგალითად, საავადმყოფოში, სანატორიუმში ან დასასვენებელ სახლში, კერძო ღამის კლუბში. ასევე რაიმე საიდუმლო ორგანიზაციაში, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავ ორგანოებთან.

დაწყვილებულებისთვის სექტემბერი რთული პერიოდი იქნება. რადგან სიყვარულის პლანეტა გადის საიდუმლოებებისა და მარტოობის სექტორს. ხშირად გექნებათ მელანქოლიური განწყობა. შეიძლება ჩაეფლოთ სევდიან მოგონებებში, ნაკლები ისაუბროთ ოჯახთან. შესაძლოა გამოვლინდეს თქვენი ძველი საიდუმლოებები ან ინფორმაცია, რომლის საიდუმლოდ შენახვაც გინდოდათ.

როდესაც ვენერა 19 სექტემბერს თქვენს პირველ სახლში გადმოვა, მარტოხელებს კარგი შესაძლებლობები ექნებათ სასიყვარულო პაემნებისა და ნაცნობობისთვის. თქვენი ხიბლი და მიმზიდველობა მაღალ დონეზე იქნება, ხოლო მეგობრული დამოკიდებულება და სასიამოვნო მანერები საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღების მიპყრობას შეუწყობს ხელს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ამ თვეში ხართ ენერგიული, შეგიძლიათ ეფექტურად იმუშაოთ და მიაღწიოთ მიზნებს. თანხების რაციონალური ხარჯვის წყალობით, შეძლებთ დაზოგოთ და ისიამოვნოთ თქვენი შენაძენებით.

სამსახურში აუცილებელია ფოკუსირება მოახდინოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, არ იყოთ მიმოფანტული მრავალრიცხოვან დავალებებზე, დაზოგოთ შინაგანი რესურსები. აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, შეინარჩუნეთ კარგი განწყობა, დაკავდით სპორტით, გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე. გაასწორეთ კომუნიკაციის ყველა დაძაბული მომენტი, მოერიდეთ ჩხუბს და ნეგატივს ოჯახშიც და სამსახურშიც.

მხიარული და პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა დაგეხმარებათ სიმშვიდის აღდგენაში. დააკვირდით თქვენს დიეტას, გაიუმჯობესეთ იმუნური სისტემა და აიმაღლეთ ყოველდღიური ენერგია.