თვის ზოგადი ტენდენციები
სექტემბერი თქვენთვის ემოციებითა და საინტერესო პერსპექტივებით სავსე პერიოდი იქნება. ესაა მნიშვნელოვანი ზრდისა და დრამატული ცვლილებების დრო, რაც გავლენას მოახდენს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, რომანტიკული ურთიერთობებიდან დაწყებული ფინანსებითა და ჯანმრთელობით დამთავრებული. პლანეტების განლაგება ახალ კარიერულ შესაძლებლობებზე მიუთითებს, რაც შეიძლება ამბიციურ პროექტებსა და მნიშვნელოვან მიღწევებს მოიცავდეს. უნდა გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი და მიაღწიოთ კარიერულ მიზნებს. ქალწულის გავლენით პრაქტიკული გახდებით და უპირატესობას მიანიჭებთ სამუშაოში სიზუსტეს. შედეგების მისაღწევად კრეატიულობა და ინტუიცია გამოიყენეთ.
სექტემბერში კარგია ტრენინგში ინვესტირება ან ახალი უნარების განვითარება, რაც მომავალ შესაძლებლობებს საფუძველს ჩაუყრის. მნიშვნელოვანია კოლეგებთან და მენეჯმენტთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, რადგან ურთიერთდახმარება შეიძლება წარმატების საფუძველი იყოს.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სათანადო დასვენება და დაბალანსებული კვება. მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მოაგვაროთ ნებისმიერი უთანხმოება გაგებით.
სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი
18 სექტემბრამდე მერკური თქვენი ფინანსებისა და რესურსების სფეროს გადის. შეძლებთ მომგებიანი გარიგებების დადებას და წარმატებული მოლაპარაკებების ჩატარებაში. იოლი გახდება სხვებთან ურთიერთგაგების პოვნა. კარგია ფინანსების, ინვესტირების თემის შესწავლა. ამიტომ, თუ ეს თემა გაინტერესებთ, შეგიძლიათ თქვენთვის რამდენიმე კურსი აირჩიოთ. შეადგინეთ ფინანსური გეგმა, თანხა გაანაწილეთ სხვადასხვა საჭიროებაზე.
გაზრდილი კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ სწორ ადამიანებთან კავშირების დამყარებაში, იოლად მოაგვარებთ მნიშვნელოვან, სერიოზულ და რთულ თემებს. ანალიტიკური უნარები დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში. ზოგი დაიწყებთ სამსახურის ან დამატებითი შემოსავლის ძიებას. შეძლებთ გამოასწოროთ რამდენიმე შეცდომა, რომელიც ადრე დაუშვით, მაგრამ ვერ შენიშნეთ. გექნებათ მეტი მოტივაცია სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად.
18 სექტემბრიდან მერკური გადადის თქვენი კომუნიკაციების, მოგზაურობის სექტორში. მეტი სამუშაო იქნება ინფორმაციასთან. ამ დროისთვის შეიძლება დაგროვდეს ბევრი საბუთი, რომელიც საგანგებო რეჟიმში უნდა გაფორმდეს. იქნება ბევრი კომუნიკაცია, საქმიანი ნაცნობობა, კონტაქტები. უფრო აქტიური იქნებით უფროსთან, კოლეგებთან ურთიერთობაში.
იოლად დაამყარებთ კონტაქტებს, გასაგებად გადმოსცემთ ინფორმაციას. ეს კარგი დროა გასაუბრებისთვის, თუ სამსახურს ეძებთ. ძალიან დამაჯერებელი იქნებით. აგრეთვე კარგი დროა გამოსვლების, პრეზენტაციებისა და ტრენინგებისთვის. შესაძლოა, ცვლილებები განიცადოთ აზროვნებაში.
სექტემბერში ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ სტაბილური იქნება.
ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი
ვენერა თქვენს ნიშანში 19 სექტემბრამდე იქნება. მოგინდებათ მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს გარეგნობას. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ შეცვალოთ უკეთესობისკენ. უფრო მომხიბვლელი იქნებით, საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობა არ გაგიჭირდებათ. იქნება მეტი პაემანი, რომანტიკული ნაცნობობა.
მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ურთიერთობები იოლად, დამოუკიდებლად განვითარდება. რადგან შეიძლება კანდიდატს ბევრი ნაკლი ჰქონდეს და თქვენი დონის ვერ იყოს. და თუ ვინმე თქვენს დონეს მიაღწევს, შეიძლება მისი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილოთ.
თუ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობთ, ადეკვატურად აფასებთ სიტუაციას და ცხოვრებას ფხიზლად შეხედავთ, მაშინ შესაძლებელია, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც საიმედო ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ.
თუ ჯერ არ გეგმავთ გრძელვადიანი ურთიერთობის დაწყებას, მაშინ ისიამოვნეთ ფლირტით, ყურადღებით.
19 სექტემბრიდან ვენერა თქვენი ფინანსების სექტორში გადმოვა. ამიტომ ყურადღების ფოკუსი ფულზე გამახვილდება. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მატერიალური კომპონენტი. დააკვირდებით, ვინ რამდენს შოულობს. პოტენციური საქმროები, რომლებსაც მცირე შემოსავალი აქვთ, სათანადო შთაბეჭდილებას არ მოახდენენ თქვენზე. ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები კი სიმპათიურად გამოიყურებიან, მაშინაც კი, თუ სინამდვილეში ეს ასე არ არის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, თუ როგორ გექცევათ ადამიანი, არის თუ არა ხარბი. შეუძლია თქვენზე ზრუნვა?
დაწყვილებულებმა არ უნდა იბრძოლოთ ოჯახში ლიდერის პოზიციისთვის. უმჯობესია, თვალყური ადევნოთ თქვენს ქცევას და არ მოეპყროთ საყვარელ ადამიანებს, როგორც ქვეშევრდომებს. თვის მეორე ნახევარში ყველაფერი უფრო სტაბილური გახდება. მაგრამ ამავდროულად, კარგი იქნება, თუ თქვენს საყვარელ ადამიანს საოჯახო საქმეებში დაეხმარებით და ფინანსური პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე აიღებთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
სექტემბერში გამოყავით დრო დასვენებისთვის, რადგან გარკვეული დავალებების შესასრულებლად დიდი ენერგია დაგჭირდებათ. სეირნობა, ძილისა და კვების რეჟიმი და ფიზიკური აქტივობა ზომიერი უნდა იყოს, სტრესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს გამძლეობის გაზრდას, კარგ განწყობას და პოზიტიურობას.
22 სექტემბერს მარსი თქვენს მე-4 სექტორში გადავა. ამ დროიდან შეგიძლიათ თქვენი ენერგია საოჯახო საქმეებზე მიმართოთ, შესაძლოა, კოსმეტიკური რემონტის გაკეთება დაიწყოთ, სახლის ტრანსფორმაციით დაკავდეთ, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ დაგავიწყდეთ დასვენება; ნუ გადაიღლებით.