ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის "პირველ ადგილზე საკუთარი სულიერი სიმშვიდე დააყენეთ"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის "პირველ ადგილზე საკუთარი სულიერი სიმშვიდე დააყენეთ"

შემოდგომის პირველ თვეს ენერგიული და აქტიური უნდა იყოთ. უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ მოსაგვარებელი. ნუ განაწყენდებით, თუ პირველ ჯერზე ყველაფერი იდეალურად არ გამოგივათ. უმჯობესია, ყველაფერი კარგად გათვალოთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯი შემდეგ გადადგათ. მეტად მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაზოგეთ ენერგია. ისწავლეთ არას თქმა და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, ვალდებულებას. მოერიდეთ არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. პირველ ადგილზე საკუთარი სულიერი სიმშვიდე დააყენეთ. არ გირჩევთ გლობალურ ცვლილებებს; უმჯობესია, მეტად დაისვენოთ. შეიძლება გააქტიურდნენ არაკეთილმოსურნეები. ყველაფერს ფილოსოფიურად მიუდექით. სიტუაცია უკეთესობისკენ შეგეცვლებათ, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა.

ბიზნესი, სამსახური

უმჯობესი იქნება, თუ შვებულებას აიღებთ და დაისვენებთ. მაგრამ თუ ვერ ახერხებთ, მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. დაიცავით დასვენების რეჟიმი. ამასთან, გახშირდება შეხვედები და გარშემო მყოფებს სიხარულით გაუზიარებთ სიახლეებს, იდეებს. გახშირდება ხანმოკლე მიმოსვლა მივლინების ან პირადი საქმეების გამო. თუ დაწინაურება გსურთ, კარგი იქნება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა, ახალი ცოდნის მიღება. მაგრამ ნუ აჩქარდებით, 10 სექტემბრიდან მერკური რეტროგრადული ხდება და საქმეების წარმოება შეიძლება შეფერხდეს. უმჯობესია, მზის თქვენს ნიშანში - სასწორში გადასვლას დაელოდოთ და შემდეგ გააქტიურდეთ.

სიყვარული

თუ პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, სექტემბერში დაშორებას გადაწყვეთ. მარტოხელება შეიძლება ფარული რომანი გააბათ. ზოგიერთის ცხოვრებაში კი შეიძლება ყოფილი დაბრუნდეს. თუ კავშირის აღდგენას გადაწყვეტთ, ნუ დაუშვებთ წარსულ შეცდომებს. მოგინდებათ სიმშვიდე, საკუთარ სახლში ყოფნა. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. გამოხატეთ თქვენი ემოციები არტთერაპიაში. არ გირჩევთ გარეგნობის კარდინალურ შეცვლას, უმჯობესია, მზის თქვენს ნიშანში გადასვლას დაელოდოთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, აიმაღლეთ იმუნიტეტი. მიიღეთ ვიტამინები, გაესინჯეთ მკურნალ ექიმს. თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, მიმართეთ სპეციალისტს. დაიცავით პროფილაქტიკური ნორმები. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. არ გირჩევთ ფიზიკურ გადაღლას, ივარჯიშეთ მსუბუქად. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მოერიდეთ დამაზიანებელი საკვების მიღებას. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. კარგი იქნება, თუ შვებულებას აიღებთ და პასიურდა დაისვენებთ.

11 სექტემბრის შემდეგ მოიცილებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას, რუტინას. თუ დაავადება გაწუხებდათ, გამოჯანმრთელდებით, დაძლევთ შიშებს. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. დაიბრუნებთ ვალს.

25 სექტემბრის შემდეგ მოგინდებათ სტილის, იმიჯის შეცვლა. ჩაერთვებით ახალ პროექტებში. შეგეცვლებათ პრიორიტეტები და გირჩევთ, პირველ ადგილზე საკუთარი თავი, საკუტარი კეთილდღეობა დააყენოთ.