შემოდგომის პირველი თვე სიურპრიზებით იქნება აღსავსე. მიიღებთ საინტერესო ცნობებს გაიგებთ ახლობლების საიდუმლოებებს, საჭირო ამბებს. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია, ვერავინ შეძლებს თქვენს მოტყუებას. იოლად ჩამოხსნით ნიღაბს ადამიანს, ვინც რეალურ სახეს გიმალავდათ. ამასთან, გირჩევთ, გაიუმჯობესოთ ხასიათი. ეგოისტურობა კარგს არაფერს მოგიტანთ. თუ სასურველის მიღებას ჯიუტად გააგრძელებთ და სხვებს დააძალებთ, სამყარო თქვენ გარშემო მკვეთრად შეიცვლება. ისწავლეთ ემოციების კონტროლი. 10 სექტემბრის შემდეგ მოერიდეთ მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებას. სექტემბერი საუკეთესო თვეა ნაცნობი, საყვარელი ადგილების მოსანახულებლად. ამასთან, გამგზავრების წინ გულდასმით შეამოწმეთ ნივთები, საბუთები, ბილეთები.
ბიზნესი, სამსახური
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. მოაწესრიგეთ ადრე დაშვებული შეცდომები, დააკვირდით დეტალებს. იყავით თავდაჯერებული. 10 სექტემბრის შემდეგ დაუბრუნდით ძველ, მიტოვებულ იურიდიულ საკითხებს, მოაგვარეთ დოკუმენტები. შეიძლება გადაწყვიტოთ კიდევ ერთი განათლების მიღება ან მიუბრუნდეთ მიტოვებულ სწავლას. თუ მწერალი ხარ, დაასრულოთ წიგნზე მუშაობა. გახშირდება შეხვედრები დიდი ხნის უნახავ ახლობლებთან.
სიყვარული
დაქორწინებულების ცხოვრებაში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს. დაივიწყეთ წვრილ-წვრილი წყენა და უსიამოვნება. იყავით მომართული მზრუნველობაზე, თანადგომაზე. არ გირჩევთ დაშორებას. საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდად და შეთანხმებულად მოაგვარეთ უსიამოვნებები, გადალახეთ დაბრკოლებები. გულახდილი საუბარი ნებისმიერი უსიამოვნების მოგვარებაში დაგეხმარებათ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. გამორიცხული არაა, 10 სექტემბრის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში ყოფილი დაბრუნდეს.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
იზრუნეთ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიში, დიეტა, დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოსაფრთხილებელია ფეხები. კარგი იქნება, თუ გაემგზავრებით ქალაქგარეთ და რამდენიმე დღე დაისვენებთ. გირჩევთ, გაიუმჯობესოთ ძილის რეჟიმი.
11 სექტემბრის შემდეგ მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. თუ შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ დამატებით სამუშაოზე ან თავად გააქტიურდით, რომ შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ. კარგი იქნება, თუ დაფარავთ კრედიტს, გაისტუმრებთ ვალს. აკონტროლეთ თითოეული ნაბიჯი, რომ შეცდომა არ დაუშვათ.
25 სექტემბრის შემდეგ ან საზღვარგარეთ გაემგზავრებით ან შეიძლება რომანი გააბათ უცხოეთში მცხოვრებ ადამიანთან. მოგინდებათ რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა თქვენს ცხოვრებაში. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას მეუღლის ნათესავებთან.