მეტი დრო დაუთმეთ იმ საქმეების შესრულებას, რაც სოციალურ სტატუსს აგიმაღლებთ. მეტი ამბიციურობა უნდა გამოავლინოთ, მხოლოდ საუკეთესო შემოთავაზებებს დათანხმდით. ზოგიერთს მოგინდებათ სამსახურის შეცლა, დაწინაურება, დაქორწინება ან პენსიაზე გასვლა. შეიძლება მშობელი გახდეთ ან შვილიშვილი შეგეძინოთ. სექტემბრის ბოლო მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. თავადაც უნდა მოინდომოთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. კარგი იქნება, თუ დილაობით, სუფთა ჰაერზე გადაწყვეტთ ვარჯიშს.
ბიზნესი, სამსახური
სამსახურში მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი. საუკეთესო დროა ახალი პროექტების განსახორციელებლად. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე 10 სექტემბრამდე დაიწყოთ. 10-დან კარგია ყველაფერის გადაკეთება, გამოსწორება. განახლდება შეხვედრები დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და შეიძლება ზოგიერთი პროექტი ერთად განახორციელოთ. ან ისინი დაგეხმარონ თქვენი ბიზნესის დაწყებაში, ან უკვე არსებულის გაფართოებაში. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. განაახლეთ მიმოწერა ძველ ნაცნობებთან. შეიძლება თავად შემოგეხმიანონ ადამიანები წარსულიდან. ნუ მოგერიდებათ ძველ კოლეგებთან რჩევის დახმარების სათხოვნელად მისვლა. თვის ბოლოს გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, თანამშრომლებთან. ერთად და შეთანხმებულად იმოქმედეთ.
სიყვარული
რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება ინტერნეტქსელში გააბთ ან მეგობართან, ადამიანთან, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. დაესწარით წვეულებებს, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. შეთანხმებულად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. დაეხმარეთ ერთმანეთს პროექტების განვითარებაში. შეიძლება ერთად გადაწყვიტოთ ახალი პროფესიის ათვისება.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ენერგიის მომატებას იგრძნობთ და მოქმედების სურვილი მოგეძალებათ. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი, დაფასდებით გარშემო მყოფებში. არ გირჩევთ ყველა საქმის ერთად შესრულებას, დამატებითი ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას. უმჯობესია, საქმეები ისე გადაანაწილოთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. დილაობით კარგია სირბილი, ველოსიპედი, ფიტნესი. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, გაესინჯეთ ენდოკრინოლოგს, დიეტოლოგს. მოერიდეთ ბუტერბროდებისა და ფასტფუდების ჭამას.
11 სექტემბრის შემდეგ დაასრულეთ რემონტი, ბინის კეთილმოწყობა. დაკვირვება გმართებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. მეტი დრო გაატარეთ მშობლების, შვილების გვერდით. არ გირჩევთ ახლობლებთან კამათს. განსაკუთრებით თქვენი მოუცლელობის გამო.
25 სექტემბრის შემდეგ გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. გაიჩენთ ახლებს. მოგინდებათ სოციალურ ქსელებში აქტიურობა. შეიძლება ახალი ჯგუფი გახსნათ ან უკვე არსებულის წევრი გახდეთ.