ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის "მოგინდებათ ოჯახური ტრადიციის აღდგენა"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის "მოგინდებათ ოჯახური ტრადიციის აღდგენა"

ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საქმეებს მომავლისთვის. მოგინდებათ იმ ადგილების მონახულება, სადაც ან ბავშვობა გაატარეთ, ან სასიამოვნო მოგონებები გაკავშირებთ. შეხვდით მეგობრებს, გაიხსენეთ წარსული წლები. სექტემბერში ძირითადად საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. გახშირდება შეხვედრები ნათესავებთან; მოგინდებათ ერთად სამოგზაუროდ წასვლა. 10 სექტემბრის შემდეგ საუკეთესო დრო გადაკეთებისთვის და ეს ბინაში ცვლილებებსაც ეხება, თუმცა, რთული ვალდებულებების შესრულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. თუ უძრავი ქონების ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლას დაელოდეთ. მოერიდეთ ალკოჰოლის, მავნე საკვების მიღებას.

ბიზნესი, სამსახური

მოგინდებათ საოჯახო ბიზნესში ჩართვა ან ახლის დაწყება, რაც თქვენი ოჯახის, გვარის ტრადიციებთან იქნება დაკავშირებული. მოგინდებათ ოჯახური ტრადიციის აღდგენა. ხშირად მიმართეთ რჩევისთვის ნათესავებს. დაათბეთ ურთიერთობა საქმიან პარტიორებთან, ზოგიერთთან შეიძლება დამეგობრება, შინ მოპატიჟება. 10 სექტემბრიდან მეტი დრო უნდა დაუთმოთ საქმეების გადაკეთებას, გამოსწორებას. ყურადღებით შეადგინეთ დოკუმენტები.

სიყვარული

მოიმატებს მობილურობა, კონტაქტები. იოლად გაიცნობთ და დაუმეგობრდებით საინტერესო ადამიანებს. გახშირდება შეხვედრები და-ძმებთან. ეცადეთ, არ გაიხსენოთ ძველი წყენა და არ გაიფუჭოთ მათთან დამოკიდებულება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ ადამიანთან, ვისთანაც ადრე მეგობრობდით, კარგი ნაცნობი, მეზობელი ან თანამშრომელია. დაწყვილებულებმა გაიხსენეთ შეყვარებულობის ხანა, დაუთქვით საყვარელ ადამიანს პაემანი, გაანებივრეთ სიურპრიზებით. შეიძლება დიდი ხნის უნახავი ნათესავები გესტუმრონ ან შეიძლება თავად მოინახულოთ მშობლიური ადგილები. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მოიმატებს გადაადგილების, მოგზაურობის სურვილი. დანიშნეთ მეგობრებთან ერთად პიკნიკები, ექსკურსიები. ხშირად იარეთ ფეხით. უქმეებზე ნუ გაჩერდებით შინ, მოინახულეთ ისტორიული, საინტერესო ადგილები. გარემოს შეცვლა დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. აიყოლიეთ მეგობრები და დილაობით ან მსუბუქი ვარჯიშები შეასრულეთ, ან იარეთ ფეხით უახლოეს სკვერში. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი, განსაკუთრეით, თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ. უარი უნდა თქვათ მავნე საკვებზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე.

11 სექტემბრის შემდეგ მოგინდებათ უცხოელებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. შეიძლება საზღვარგარეთ გაემგზავროთ. დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა. საუკეთესო დროა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, პროცესების დასასრულებლად; უმაღლესი სწავლის გასაგრძელებლად ან უკვე დიპლომის ასაღებად.

25 სექტემბრის შემდეგ კარგი დროა ახალ ბინაში გადასასვლელად ან არსბულის მოსალამაზებლად, ავეჯის შესაძენად. მეტი დრო უნდა გაატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად. ნათესავებთან ერთად დაგეგმეთ და მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები.