იყავით ოპტიმისტურ განწყობაზე, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება; ყველა უსიამოვნება კი წარსულში დარჩება. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობა. ახლა უფრო მეტად მოგინდებათ შეთახმებულად მოქმედება. გადახედეთ კავშირებს, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო გაწყვეტილი იყო, ახლა აღდგენის, გაუმჯობესების დროა. იყავით აქტიური, მომართული საქმეების გაუმჯობესებაზე. გახსოვდეთ, სანამ თავად არ მოინდომებთ, თავისით არაფერი გაკეთდება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოიმატებს შური, ჭორები, გარშემო მყოფები უხეშად ჩაერევიან თქვენს საქმეებში. სექტემბერში მეტად უნდა იზრუნოთ ნათესავებზე, ოჯახზე.
ბიზნესი, სამსახური
ახალი საქმეების დასაწყებად და იდეების განსახორციელებლად თვის პირველი დეკადა საუკეთესოა და მეტად უნდა გააქტიურდეთ. თამამად გამოთქვით საკუთარი მოსაზრებები, გააცანით გავლენიან ადამიანებს თქვენი იდეები. არ გირჩევთ დაპირისპირებას საქმიან პარტნიორებთან. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, იყავით მომართული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე კონკურენტებთანაც კი. დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. განსაკუთრებით, თუ პარტნიორის ფულები უნდა განკარგოთ. შუა სექტემბერში ვალების გასტუმრების შესაძლებლობა მოგეცემათ. ან შეიძლება ბიზნესის გასაფართოებლად სესხის აღებამ მოგიწიოთ. დაკვირვებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები.
სიყვარული
დაწყვილებულებს ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ. შეიძლება საერთო საქმემ, ბავშვების აღზრდის საკითხმა, ვითარებამ, თუნდაც რემონტმა შეგაკავშიროთ. იყავით მეტად მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ადამიანის ნაკლს და მეტი მის ღირსებებს. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით, ხშირად გაანებივროთ რომანტიკული სიურპრიზებითა და საჩუქრებით. მარტოხელებმა შეიძლება განაახლოთ ურთიერთობა ყოფილებთან რაიმე სარგებლის მიღების გამო. არ გირჩევთ საბოლოო გდაწყვეტილებების მიღებას მანამდე, სანამ მერკური რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ენერგიულობა მოგემატებათ, მაგრამ ეცადეთ, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. კარგი იქნება ვარჯიში, ცურვა, ჯანსაღი საკვების მიღება. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. უარი თქვით ალკოჰოლზე და იმ პროდუქტებზე, საფუარს რომ შეიცავს. ეცადეთ, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნუ მოაკლებთ მზრუნველობას ოჯახის წევრებს.
11 სექტემბრის შემდეგ ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მოსალოდნელია წვრილ-წვრილი უსიამოვნებები. იყავით მომართულია დიპლომატიურობაზე, სიმშვიდეზე. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას. გადახედეთ წარსულს, დაიწყეთ შეცდომების გამოსწორება.
25 სექტემბრის შემდეგ აქტიურად ჩაერთეთ ფინანსური საკითხების მოგვარებაში. მოგეცემათ ვალების გასტუმრების, კრედიტის დაფარვის შესაძლებლობა. საუკეთესო პერიოდია ფსიქოლოგიაში, ეზოტერიკაში გასარკვევად, დააკვირდით სიზმრებს.