ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "მოიმატებს ექსპერიმენტებისა და გარისკვის სურვილი"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "მოიმატებს ექსპერიმენტებისა და გარისკვის სურვილი"

მეტად მსუბუქი უნდა გახდეთ, მარტივად შეხედეთ მოვლენებს. ნუ ჩაიციკლებით უსიამოვნო ფიქრებზე, იყავით მომართული პოზიტივზე. მოგინდებათ გართობა და მხიარულება, ახალი გამოცდილების მიღება. გახსოვდეთ, რომ ცხოვრებამ სიხარული უნდა მოგიტანოთ. გამონახეთ დრო ჰიბისთვის; შეხვდით მეგობრებს; მოაწყვეთ დღესასწაულები და საყვარელ ადამიანს დაუნიშნეთ რომანტიკული პაემანი. ახლობლებთან ურთიერთობა მოგიმატებთ დადებით ენერგიას. იყავით ენერგიული, თბილი, კეთილგანწყობილი. გარშემო მხოლოდ სასიამოვნო ადამიანები უნდა გყავდეთ. 15 სექტემბრიდან უნდა ჩაერთოთ ვალდებულებებში, რაც გადადებული გქონდათ ან თქვენს მაგივრად სხვა ასრულებდა. საუკეთესო დროა რემონტის დასასრულებლად, ბინის კეთილმოსაწყობად.

ბიზნესი, სამსახური

პირადი ცხოვრებით უფრო მეტად იქნებით დაკავებული, ვიდრე სამსახურის საქმეებით. თუმცა, ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას არ გირჩევთ. პროექტები დროულად და ხარისხიანად უნდა შეასრულოთ. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა მატერიალური საკითხებისადმი. მოიმატებს ექსპერიმენტებისა და გარისკვის სურვილი. ნუ შეუშინდებით კონკურენტებს, თუ იდეალურად იმოქმედებთ, ვერავინ გაჯობებთ. გაგიჩნდებათ უამრავი შემოქმედებითი იდეა და მათი განხორციელების სურვილი. ეცადეთ, დაკვირვებით გათვალოთ და გადადგათ ყოველი მომდევნო ნაბიჯი. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. 10 სექტემბრიდან მერკური რეტროგრადული გახდება და ეცადეთ, ამ დრომდე დაიწყოთ ახალი საქმეები, პროექტები. 10-დან შეიძლება განახლდეს ურთიერთობა ძველ პარტნიორებთან, მიუბრუნდეთ გადადებულ საქმეებს.

სიყვარული

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად რომანტიკული გახდება. მოგინდებათ სასიამოვნო სიურპრიზების მოწყობა მეუღლისთვის. მისი განებივრება მზრუნველობით. მარტოხელების ყოველდღიურობა აღსავსე იქნება სასიამოვნო ნაცნობობით. არავის უთხრათ უარი შეხვედრაზე, პაემანზე. იყავით მომართული ბედნიერებაზე. გამონახეთ დრო ოჯახური შეკრებებისთვის. ეცადეთ, მოალამაზოთ თქვენი ბინა და ხშირად უმასპინძლოთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. უქმეები გაატარეთ ქალაქგარეთ, მოიწყვეთ ექსკურსიები, პიკნიკები; დაიმუხტეთ პოზიტიური განწყობით.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მომართული ხართ მატერიალური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე. კარგი იქნება, თუ აიმაღლებთ ცხოვრების ხარისხს, მეტად მომართული გახდებით ჯანსაღი წესის დანერგვაზე. დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიში, დიეტა; საღამოობით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ისეთი საქმეები შეასრულეთ, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ. ნურც სრულყოფილ დასვენებას დაივიწყებთ; გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. არ გირჩევთ მავნე საკვების, ფასტ-ფუდის, ტკბილეულობის ჭამას.

11 სექტემბრის შემდეგ გამარჯვებების, შედეგების მიღების დროა. მიიღებთ გარშემო მყოფების დაფასებას, დახმარებას. შეიძლება ადამიანი, რომელიც მოგწონთ, სიმპათიაში, სიყვარულში გამოგიტყდეთ. გაიგებთ ახლობლების საიდუმლოს. ზოგიერთ ადამიანთან კი მეგობრობის გაწყვეტას გადაწყვეტთ.

25 სექტემბრის შემდეგ მოგემატებათ ვალდებულებები - სახლშიც და სამსახურშიც. ამასთან, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. არ გირჩევთ ორგანიზმის გამოფიტვას გადაღლას. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, მიიღებთ. იყავით მზრუნველი შინაური ცხოველების მიმართ.