ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "გამოასწორეთ უზუსტობები საქმეებში, ურთიერთობებში"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "გამოასწორეთ უზუსტობები საქმეებში, ურთიერთობებში"

დააფასეთ ის, რაც გაქვთ და მოერიდეთ ფულის ფლანგვას უსარგებლო ნივთებზე. მეტი გონივრულობა და ანგარიშიანობა უნდა გამოავლინოთ. იყავით მიზანმიმართული, შრომისმოყვარე. დაისახეთ კონკრეტული მიზანი, რაც გამარჯვებას მოგიტანთ. სამსახურში დაიცავით ინსტრუქცია, წესები. დაუმორჩილებლობის გამო ნუ ჩავარდებით უხერხულ სიტუაციაში. დაფიქრდებით სამომავლო მიზნების განხორციელებაზე. მოგინდებათ უმაღლესი განათლების მიღება; უცხო ქვეყნებში გამგზავრება სწავლის ან მუშაობის გამო. გამოასწორეთ უზუსტობები საქმეებში, ურთიერთობებში. მოგინდებათ დამატებითი შემოსავალი.

ბიზნესი, სამსახური

მოგინდებათ დაწინაურება, საქმიანობის შეცვლა, რაღაც გრანდიოზულის გაკეთება, რაც პოპულარობას და დაფასებას მოგიტანთ, ხალხს თქვენზე აალაპარაკებს. დაფიქრდებით ახალი ბიზნესის გახსნაზე ან არსებულის გაფართოებაზე. ზოგიერთი - კი საცხოვრებლის შეცვლაზე, უცხოეთში გამგზავრებაზე. შეიძლება გადაწყვიტოთ უმაღლესში ჩაბარება, ახალი ცოდნის მიღება, რაც კიდევ უფრო დაგეხმარებათ წინსვლაში. ზოგიერთი შეიძლება დაბრუნდეთ ძველ სამსახურში ახალი წესებით ან მაღლი ანაზღაურებით. განაახლეთ ურთიერთობა ძველ პარტნიორებთან, კლიენტებთან. ნუ განაწყენდებით, თუ რამე, პირველ ჯერზე არ გამოგივათ; უნდა გადალახოთ წინააღმდეგობები, დაბრკოლებები. საქმიანი შეხვედრებისას მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ. გაანალიზეთ თითოეული სიტყვა. არ გირჩევთ წარსული მიღწევების ტრაბახს.

სიყვარული

დაქორწინებულები გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, უცხოეთში; მოინახულეთ ისეთი ადგილები, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. ერთმანეთს სულ სხვა კუთხით გაიცნობთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლის ნათესავებთან. გამორიცხული არაა, უცხოეთიდან საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ და სამუშაოდ, სასწავლებლად გაემგზავროთ. თუ შორს გამგზავრებას ვერ ახერხებთ, უქმეები ქალაქგარეთ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. კარგი თვეა უცხო ენის შესასწავლად ან გასაღრმავებლად. მარტოხელებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანთან. ზოგიერთი მეორედ გადაწყვეტთ დაქორწინებას. ან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას. თუმცა, 10 სექტემბრის შემდეგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ენერგიული და აქტიური ხართ. იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე. ამასთან, პერიოდულად თავს შეგახსენებთ ქრონიკული დაღლილობა და ეს სიგნალია, რომ მეტად უნდა დაისვენოთ, გაიუმჯობესოთ ძილის რეჟიმი, აიმაღლოთ იმუნიტეტი. არ გირჩევთ გეგმიური ოპერაციების ჩატარებას. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, გაესინჯეთ მკურნალ ექიმს. საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ. კარგი იქნება ფიტნესი, ცურვა, ჯანსაღი საკვების მიღება.

11 სექტემბრის შემდეგ ერთდროულად რამდენიმე საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი. გახშირდება შეხვედრები, გადაადგილება, ზარები. დაკვირვება გმართებთ საქმიანი შეხვედრების, დოკუმენტების გაფორმების დროს. შეიძლება მოულოდნელად გაემგზავროთ უცხოეთში.

25 სექტემბრის შემდეგ მოგინდებათ მიზნების განხორციელება, ახალი მწვერვალების დაპყრობა. შეიძლება ერთი ან რამდენიმე მიმართულებით განვითარდეთ. ჩაერთვებით სოციალურ საქმიანობაში.