უნდა მოაწესრიგოთ საქმეები სამსახურში და სახლში; გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან, ვალდებულებებისა და ადამიანებისგანაც. მოეშვით წარსულით ცხოვრებას. თუ წინა თვეში სამსახურის საქმეების გამო სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდით ოჯახის წევრებს, ახლა მეტად უნდა მოიცალოთ მათთვის. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. 10 სექტემბრის შემდეგ მიუბრუნდით გადადებულ საქმეებს, იდეებს. დაასრულეთ ან საბოლოოდ მოიცილეთ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ მიუბრუნდებით ჰობის. გაემგზავრებით სამოგზაუროდ. გაუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, შვილებთან. ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანს, მეტად მრავალფეროვანი უნდა გახადოთ თქვენი თანაცხოვრება, იყავით რომანტიკული.
ბიზნესი, სამსახური
ნუ ჩაახედებთ უცხო პირებს თქვენს საქმეებში, ნუ გაამხელთ იდეებს. მიღწევებზე მხოლოდ მაშინ ილაპარაკეთ, როცა ყველაფერი გაკეთებული გექნებათ. ახალი იდეების განხორციელების დრო დგება. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, იზრუნეთ ბიზნესის განვითარებაზე. მოერიდეთ გარშემო მყოფების მანიპულირებას, მოტყუებას. ახალ პროექტებს 10 სექტემბრის შემდეგ ნუ დაიწყებთ. ეს დრო გამოიყენეთ საქმეების გადასაკეთებლად, გამოსასწორებლად, გასაუმჯობესებლად. სექტემბერი საუკეთესო თვეა მწერალი და ჟურნალისტი ტყუპისთვის.
სიყვარული
მეტი მზრუნველობა გმართებთ ასაკით უფროსი ნათესავების მიმართ. დაუგდეთ ყური მათ რჩევებს. აგრეთვე, შვილების მიმართ. დაეხმარეთ მათ სირთულეების გადალახვაში. გაეცით მათ კითხვებს პასუხები. იყავით მოსიყვარულ ასაკით უფროსი შვილების მიმართაც. ისინი შეიძლება დაბრუნდნენ თქვენთან საცხოვრებლად, მათ თქვენი მზრუნველობა აკლიათ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ. 10 სექტებრის შემდეგ გადახედეთ არსებულ კავშირს. შეიძლება მოგინდეთ რამის შეცვლა ურთიერთობაში; იფიქრეთ გაუმჯობესებაზე. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად მოინახულებთ ადგილებს, სადაც ერთად ბედნიერები იყავით. გამორიცხული არაა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ყოფილი.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხებს. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. მეტ დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნეთ. თუ შვილის გაჩენას აპირებთ, მაქსიმალური პასუხისმგებლობა გამოავლინეთ. მანდილოსნები შეიძლება ბებიები გახდეთ. სექტემბერი ის თვეა, როცა უნდა დაიწყოთ ვარჯიში, იზრუნოთ იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე. ნუ ეცდებით საკუთარი თავის განზრახ დაზიანებას დაუდევრობით, ექსტრიმით. ნუ დაელოდებით მომდევნო ორშაბათს, დღეიდან დაიწყეთ ჯანსაღი წესის დანერგვა. მოიცილეთ მავნე ჩვევები. დაიცავით კვებისა და ძილის რეჟიმი.
11 სექტემბრის შემდეგ შეგეცვლებათ სოციალური სტატუსი, შეიძლება მიიღოთ სასურველი თანამდებობა ან გადაწყვიტოთ პენსიაზე გასვლა; გახდეთ მშობელი, შეგეძინოთ შვილიშვილი.
25 სექტემბრის შემდეგ დასვენების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. საუკეთესო დროა შვებულების ასაღებად და საყვარელ ადამიანთან განსამარტოებლად. დაესწარით გასართობ და კულტურულ ღონისძიებებს.