ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის: მოგიწევთ შრომა იმისთვის, რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგს

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის: მოგიწევთ შრომა იმისთვის, რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგს

მთავარი მოვლენები

ქალწულებო, გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია. ეს თვე შეიძლება საკმაოდ პრობლემური იყოს თქვენთვის. მაგრამ, თუ არ დაიზარებთ და უკან არ დაიხევთ, თვის ბოლოს დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ქალწული ძალიან პრაქტიკული და ფრთხილი ნიშანია. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ როდესაც მზე გადმოდის თქვენს ნიშანში, შეიძლება გაიზარდოს თქვენი სურვილი სიმდიდრის დაგროვებისა და მყარი ფინანსური ბაზის შესაქმნელად. გახდებით წარმოუდგენლად წინდახედული და თავმოყვარე. მაგრამ არა სხვის ხარჯზე. სექტემბერში მოგიწევთ შრომა იმისთვის, რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ამავდროულად, ყურადღებით უნდა დააკვირდეთ ყველა ინსტრუქციას და წესს, დეტალებს.

სამუშაო და ბიზნესი

თვის შუა რიცხვებამდე რეტროგრადული მერკური კვლავ დარჩება თქვენს ნიშანში. ამ დროს პირად საქმეებში შეფერხებებისა და დაბრკოლებების დიდი ალბათობაა. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. შეგეძლებათ დაამყაროთ დიდი რაოდენობით კონტაქტები, რომლებიც სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის ან წარმატებულ სარეკლამო კამპანიას ჩაატარებთ.

სიყვარული და ფული

ვენერა მთელ სექტემბერს გაატარებს თქვენი შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სექტორში. ამ თვეში უნდა გააგრძელოთ ფულის დაზოგვა. ყოველ შემთხვევაში, თქვენი შემოსავალი არ გაიზრდება, თუმცა შესაძლოა ფული მიიღოთ ზოგიერთი ფარული საქმიანობიდან. დაქორწინებულების ცხოვრებაში იქნება დროებითი სიმშვიდე სასიყვარულო ფრონტზე. ზოგი პარტნიორთან ცოტა ხნით განშორებას ამჯობინებს, ერთმანეთისგან დასვენების მიზნით. ამ პერიოდში მარტოხელებს პირადი ცხოვრების აწყობას არ გირჩევთ. ძალიან სწრაფად მიხვდებით, რომ ამ ადამიანს არ უყვარხართ და უბრალოდ გიყენებთ საკუთარი მიზნებისთვის.

ჯანმრთელობა და აქტივობა

მარსი თქვენი ფულისა და ქონების სექტორში გადავიდა. თქვენს სპორტულ საქმიანობას შეიძლება გარკვეული ინვესტიციები დასჭირდეს. მაგალითად, მოგიწევთ ახალი თხილამურების ყიდვა ან ფიტნეს ცენტრის წევრობის საფასურის გადახდა. რაც შეეხება თქვენს ჯანმრთელობას, ახლა კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნებით. ამ დროს არ უნდა ისწრაფოდეთ მყისიერი შედეგისკენ. გახსოვდეთ, რომ ეფექტის მისაღწევად საჭიროა დრო და რეგულარული ვარჯიში.

რაში გაუმართლებს ქალწულს სექტემბერში

შეგიძლიათ გამოავლინოთ ნიჭი ნებისმიერი სახის ხელოვნებაში: მხატვრობა, ფოტოგრაფია თუ მუსიკა. გექნებათ შთაგონება პოეზიის დასაწერად. ეს ხელსაყრელი დროა მედიტაციისა და დაივინგისთვის.

15 სექტემბრის შემდეგ განახლდებით შინაგანადაც და გარეგნულადაც. შეგეცვლებათ შეხედულებები ბევრ რამეზე, ისევე როგორც ჩვევები. გაგიჩნდებათ სურვილი, სამყაროში სხვანაირად, უფრო ელეგანტურად, უჩვეულოდ წარმოაჩინო თავი. თავისუფლად იბრძოლეთ კომპლექსებთან და იგრძნობთ, რომ საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული გახდით. ამასთან, შეეცადეთ შეინარჩუნოთ კომფორტი თქვენს სულში და თბილი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან. გაქვთ შანსი არა მხოლოდ ოცნებებში დახატოთ თქვენი ბედნიერი ცხოვრება, არამედ ის რეალობად აქციოთ.

29 სექტემბრის შემდეგ ყურადღება გამახვილდება ფულის საკითხებზე. ეს არის ყველა სახის გადახდა, ძველი ვალები და სესხები. სხვათა შორის, სესხების ნაწილის დახურვას შეძლებთ. შესაძლებელია, წარმატებით განახორციელოთ ინვესტიცია პროექტში ან საწარმოში. თქვენი სულიერი სამყარო შესამჩნევად გამდიდრდება. გარემოს უფრო ოპტიმისტურად უნდა შეხედოთ, რაღაცის ან ვიღაცის დათმობა მოგიწევთ. მოემზადეთ თქვენი სახლის ტრანსფორმაციისთვის. ეს შეიძლება იყოს შეძენა, ახალი დიზაინი ან საფუძლიანი რემონტი.