ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: “ბავშვებთან ურთიერთობამ შეიძლება დიდი სიხარული მოგიტანოთ“

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: “ბავშვებთან ურთიერთობამ შეიძლება დიდი სიხარული მოგიტანოთ“

მთავარი მოვლენები

მზე სექტემბერს თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში გაატარებს. თუ კარგად დაისვენეთ, ახლა დროა ისევ საქმეს შეუდგეთ – ეს თვე შეიძლება საკმაოდ სტრესული აღმოჩნდეს თქვენთვის. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, სიტუაციამ კონტროლიდან გასვლა დაიწყოს და პროფესიულ სფეროში სრული დაბნეულობა წარმოიშვას. თუმცა, გირჩევთ, იბრძოლოთ პერსპექტიულ პროექტში მონაწილეობისთვის ან დაწინაურებისთვის. მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ ბრძოლა ღირს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი თქვენგანი მზად იყოს რთული სიტუაციის პროვოცირებისთვისაც კი, რათა საკუთარ ადგილზე დააყენოთ თქვენი არაკეთილსინდისიერები. იყავით წინდახედული და ნუ გამოიყენებთ ბრძოლის არაკეთილსინდისიერ მეთოდებს - ასეთმა მიდგომამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს თქვენი რეპუტაცია მომავალში, თუნდაც ახლა წარმატებას მიაღწიოს.

სამუშაო და ბიზნესი

სექტემბერში რეტროგრადული მერკური კვლავაც დარჩება თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში. ამ პერიოდში იძულებული იქნებით წვრილმანი და უინტერესო სამუშაო შეასრულოთ. არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შედგენა, ბიზნესში დაბრკოლება რომ არ შეგექმნათ. რთული ამოცანის ამოხსნის გარეშე წინსვლას ვერ შეძლებთ. სტუდენტები შეიძლება არ დაუშვან ლექციაზე არსებული “კუდების“ გამო. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. მაგრამ სამუშაო მაინც ბევრი იქნება. შეადგინეთ სამუშაო განრიგი, გაანაწილეთ პასუხისმგებლობები დაქვემდებარებულებს შორის, შესაძლოა დაასრულოთ ის, რაც ბოლო მომენტისთვის გადადებული გქონდათ.

სიყვარული და ფული

სექტემბერში თქვენი გრძნობები დაიწყებს გაცოცხლებას. ამ თვეში დაწყებული რომანები ძალიან კაშკაშაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ხანმოკლე იქნება, თუ უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობაში ხართ, მაშინ მათში ახალი ნაპერწკალი გამოჩნდება. გექნებათ საკმარისი საშუალება დახარჯოთ გარკვეული თანხა წვრილმანებზე, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. იზრდება ლატარიის, აზარტული თამაშების მოგების ალბათობა. ან შეიძლება მიიღოთ დაუგეგმავი ფული.

ჯანმრთელობა და აქტივობა

მარსი გადავიდა თქვენი ქორწინებისა და მეგობრობის სექტორში. აქ ყოფნის დროს ის ხშირად იწვევს სკანდალებს მეგობრებსა და მეუღლეებს შორის. პლანეტის ენერგიის სწორად გამოყენებით, შეგიძლიათ მიაღწიოთ ბევრს, რაც იყო დაგეგმილი, იქნება ეს თქვენი სამუშაო თუ სპორტი, შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება. გირჩევთ, სექტემბერში დაიცვათ ჯანსაღი დიეტის პრინციპები. უფრო ხშირად დაკავდეთ სპორტით, რომელიც მოითხოვს ენერგიის ხარჯვას. დილით სირბილი და ჯანსაღი კვება არის ის, რაც გჭირდებათ. დიეტის დაცვა დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში.

რაში გაუმართლებს ვერძს სექტემბერში

სექტემბერი მოგიტანთ წარმატებას, პოპულარობას და თაყვანისმცემლებს. წარმატებები გელოდებათ მხატვრულ და პედაგოგიურ სფეროში, თამაშებში და ნებისმიერ შემოქმედებით სფეროში. ამ დროს ბავშვებთან ურთიერთობამ შეიძლება დიდი სიხარული მოგიტანოთ. ბიზნესმოგებაც გელოდებათ.

15 სექტემბერის შემდეგ მოიცლით ორგანიზმის გასაძლიერებლად და ფიზიკური აქტიურობისთვის. ეს არ უშლის ხელს დიეტოლოგთან თქვენზე მორგებული დიეტის შემუშავებას. დაიწყეთ ვარჯიში, დილაობით - სირბილი. რაც შეეხება საქმეებს, უნდა დაასრულოთ ყველაფერი დაწყებული, რადგან ახლების დაწყებაც მოგიწევთ. შეგიძლიათ საკუთარი თავი გულითადად გააკრიტიკოთ, რომ უფრო მოიქოქოთ და გააქტიურდეთ. საკუთარი ქმედებების ეფექტს მხოლოდ წარსული სამუშაოს ზედმიწევნითი ანალიზის შემდეგ მიიღებთ.

29 სექტემბრის შემდეგ ყურადღება გაამახვილეთ კოლეგებთან, მენეჯმენტთან, ნათესავებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე. შეიძლება იყოს უთანხმოება სხვადასხვა საკითხზე. ჯობია, უარი თქვათ მოლაპარაკებაზე, კამათში კი მხოლოდ ერთი გამოსავალია - კომპრომისი. მიხვდებით, რომ იცვლება დამოკიდებულებები, ცნობიერება და ზოგადად ცხოვრების წესი. თუ ხვდებით, სად გელით განვითარება, რა გზას უნდა დაადგეთ, ბევრი სურვილი აგისრულდებათ.