ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის: “არ ინერვიულოთ, თქვენს ოჯახურ ბედნიერებას არაფერი ემუქრება“

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის: “არ ინერვიულოთ, თქვენს ოჯახურ ბედნიერებას არაფერი ემუქრება“

მთავარი მოვლენები

მზე შემოდგომის პირველ თვეს გაატარებს თქვენი გართობის, სიამოვნების, თამაშის და ბავშვების სექტორში. გპირდებით, რომ მთელი თვე პოზიტივით იქნება სავსე. შესაძლოა ცხოვრება დიდ და საინტერესო თამაშად აღიქვათ. გარკვეულწილად, ასეც იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ნამდვილად შეიძლება გაგიმართლოთ, მაგრამ აზარტულ თამაშებს უნდა მოერიდოთ. მიუხედავად წარმატებისა, ზედმეტად არ უნდა დაისვენოთ და არ დაივიწყოთ თქვენი უშუალო მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ უფროსების კეთილგანწყობას. ამ თვეში განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ შვილების მიმართ. კარგი იქნება მათთან თბილი და სანდო ურთიერთობის დამყარება. ზოგიერთმა შეიძლება კიდევ ერთი შვილის გაჩენა გადაწყვიტოთ ან გაიგოთ, რომ გეყოლებათ.

სამუშაო და ბიზნესი

რეტროგრადული მერკური კვლავაც დარჩება თქვენი შემოქმედებისა და გართობის სექტორში. ამ პერიოდში ახალი იდეების განხორციელებას ვერ შეძლებთ, მაგრამ შეძლებთ არსებულის გადაკეთებას, გაუმჯობესებას. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. სექტემბრის მეორე ნახევარში ჩაერთეთ რაიმე სახის ინტელექტუალურ კრეატიულ საქმიანობაში. გაგიჩნდებათ იდეები თუ როგორ გადააქციონ საყვარელი ჰობი ბიზნესად და გახადოთ ის შემოსავლის წყაროდ.

სიყვარული და ფული

სექტემბერში თქვენი ოჯახური საქმეები გამოცოცხლებას დაიწყებს. მარტოხელები დაფიქრდებით დაოჯახებაზე. თუ ბედმა მორიგი საბედისწერო შეხვედრა მოგიმზადათ, - დააკვირდით, იმსახურებს ეს ადამიანი გახდეს თქვენი ცხოვრების პარტნიორი? შეყვარებულებს შეგიძლიათ გააცნოთ თქვენი რჩეული მშობლებს. დაოჯახებულებმა არ ინერვიულოთ, თქვენს ოჯახურ ბედნიერებას არაფერი ემუქრება, - დაუთმეთ ეს თვე საოჯახო საქმეების შესრულებას და არ დაგავიწყდეთ საკმარისი ყურადღება მიაქციოთ თქვენს მეუღლეს. იფიქროთ იმაზეც, რომ იყიდოთ რაიმე ლამაზი თქვენი სახლისთვის, რათა ის უფრო მყუდრო და კომფორტული გახადოთ.

ჯანმრთელობა და აქტივობა

მარსი თქვენი სამუშაოსა და ჯანმრთელობის სექტორში გადავიდა. საუკეთესო დროა ცუდი ჩვევებისგან თავის დასაღწევად, წონის დასაკლებად ან რეგულარულად რაიმე სახის ფიზიკური ვარჯიშის დასაწყებად. მთავარია, ეს ამოცანა საკუთარ თავს დაუსახოთ, მარსი კი დაგეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. ამასთან, სამსახურშიც და სახლშიც, მოსალოდნელია ტრავმები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.

რაში გაუმართლებს კუროს სექტემბერში

სექტემბერში შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი ბინა, ავეჯი ან ინტერიერის ნივთები. კომფორტი თქვენს სახლში გაგახარებთ. თქვენი ოჯახი ახლა შეიძლება გახდეს უფრო დიდი. შეიძლება შვილი გეყოლოთ. არ არის გამორიცხული, თქვენი შვილი დაქორწინდეს. შეიძლება მშობლები ფინანსურად დაგეხმარონ.

15 სექტემბერის შემდეგ მშვენიერი პერიოდია მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის, ჰობისა და გართობისთვის. დაუთმეთ დრო ნებისმიერ საქმეს, თუ მას სიხარული მოაქვს. დადგება რომანტიკისა და პაემნების დრო. თუ თქვენ გაქვთ შემოქმედებითი მიდრეკილებები, მაშინ გამოავლინეთ ისინი სრულად. კონცენტრირება მოახდინეთ სრულიად ახალზე, ადრე თქვენთვის მიუწვდომელ ან უცნობზე.

29 სექტემბრის შემდეგ მოგინდებათ განმარტოება. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ პირადი ინიციატივით, არამედ იძულებითაც. შესაძლებელია, საქმეების გაზრდამ დაღლილობა გამოიწვია. დროა, დაისვენოთ, გამოჯანმრთელდეთ და... გამოიძნოთ. მოიწესრიგეთ ბიზნესი, პირადი ცხოვრება, საბუთები, ნივთები ბინისთვის. ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს, მოუსმინეთ თქვენს სხეულს. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმე სიმპტომი გაწუხებთ.