ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “ყველაფერს გააკეთებთ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის: “ყველაფერს გააკეთებთ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“

მთავარი მოვლენები

სექტემბერში მზე თქვენი ახლო ნათესავების და ინფორმაციის სექტორში იქნება. საკმაოდ დატვირთული თვე გელოდებათ, რომელშიც ყველაფერი ცოტათი იქნება - სასიამოვნო მოვლენები, მოულოდნელი სირთულეები და შესაძლოა იმედგაცრუებებიც. თქვენს პროფესიულ სფეროში ცხელი დრო მოდის - ახლა მოგიწევთ თქვენი კვალიფიკაციის დადასტურება და იმის დამტკიცება, რომ ტყუილად არ იღებთ ხელფასს. სავსებით შესაძლებელია, რომ მეტი პასუხისმგებლობა გქონდეთ, შესაძლოა რომელიმე საპასუხისმგებლო პროექტის ხელმძღვანელობა ჩაგაბარონ. თუ სექტემბერში შეხვდებით ინტრიგებს, პრეტენზიებს, გირჩევთ, გამოიჩინოთ მოთმინება და მტკიცედ მიუთითოთ არაკეთილმოსურნეებს მათი ნამდვილი ადგილი. გახსოვდეთ, რომ თქვენი ძლიერი კოზირი არის ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული უნარები.

სამუშაო და ბიზნესი

სექტემბერში რეტროგრადული მერკური კვლავაც დარჩება თქვენი ნათესავებისა და კომუნიკაციების სექტორში, რაც ბიზნესში შეფერხებებსა და დაბრკოლებებს გამოიწვევს. ამიტომ, საკუთარ თავს დაუსახეთ იმ ამოცანების შესრულება, რაც პრიორიტეტულია და მთელი ძალისხმევა მის წარმატებულ განხორციელებაზე მიმართეთ. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ შეძლებთ ინფორმაციის მოძიებას მცირე ძალისხმევის გარეშე, ზოგჯერ საკმარისი იქნება მხოლოდ კითხვის სწორად ჩამოყალიბება. თვის მეორე ნახევარი კარგია გამოცდების ჩაბარებისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და დისერტაციების დასაცავად.

სიყვარული და ფული

ვენერა მთელ სექტემბერს გაატარებს თქვენი ფულისა და ქონების სექტორში. 4-დან გამოვა რეტროგრადული სვლიდან და ამის შემდეგ თქვენი პირადი ცხოვრება შესამჩნევად გაბრწყინდება. სიამოვნებით ეფლირტავეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი ნაცნობობა შესაძლოა სერიოზული რომანით დასრულდეს. ოჯახური ურთიერთობებიც გამოცოცხლდება, რომანტიკა და ვნება დაუბრუნდება თქვენს ურთიერთობაში. კარგი დროა შერიგებისთვის, კონფლიქტების მოსაგვარებლად. თქვენი სექსუალური კონტაქტები უფრო სენსუალური იქნება და დიდ სიამოვნებას მოგიტანთ. მოგემატებათ მადა და გაგიჭირდეთ გემრიელ საკვებზე უარის თქმა.

ჯანმრთელობა და აქტივობა

მარსი თქვენი მშობლების სახლისა და ოჯახის სექტორში გადავიდა. ამ თვეში უკიდურესად მიისწრაფვით პირადი თავისუფლებისაკენ, რამაც შეიძლება ოჯახის წევრებთან და განსაკუთრებით მშობლებთან ჩხუბი გამოიწვიოს. არ უნდა დახარჯოთ ენერგია კონფლიქტებზე, უმჯობესია ის სპორტდარბაზში დახარჯოთ. ან დილით დაიწყეთ სირბილი. სექტემბერში დიდი დრო უნდა დაუთმოთ თქვენს ოჯახს და შვილებს, შესაძლოა ჩართოთ ისინი სპორტში. ახლა განსაკუთრებით ეფექტური იქნება სპორტდარბაზში სიარული და წონის დაკლება დიეტის პარალელურად.

რაში გაგიმართლებთ სექტემბერში

თქვენში ფინანსისტი გაიღვიძებს. ყველაფერს გააკეთებთ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შემოსავალი ინვესტიციებს, სავაჭრო და ფინანსურ ტრანზაქციებს მოაქვს. შესაძლოა ხელფასი გაგეზარდოთ. არ არის გამორიცხული, რომ ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა გამოგიჩნდეთ ან დამატებითი სამსახური.

15 სექტემბრის შემდეგ საქმეებში იქნებით, ბევრი შეხვედრა და მოლაპარაკება იქნება. უფრო მეტიც, მოგიწევთ კომუნიკაცია არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ სოციალური ქსელებითაც. ბევრი სიახლეა მოსალოდნელი, ამიტომ სცადეთ მათი სწორად დალაგება და, პირველ რიგში, სანდოობის შემოწმება. იყავით დაკვირვებული, რომ არ გაგეპაროთ შეცდომები, აღმოფხვრათ უზუსტობები, ზღვა ინფორმაცია გელოდებათ. აქტივობა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში და არასტანდარტული მეთოდების გამოყენებაში. გექნებათ დრო ერთდროულად ბევრი დავალების შესასრულებლად.

29 სექტემბრის შემდეგ სამსახურში, კარიერასა და ცხოვრებაში რაღაც შეიძლება შეიცვალოს. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი ცვლილებები, ან სრულიად პროგნოზირებადი. ბევრს მოუწევს არჩევანის წინაშე დადგომა ოჯახი თუ სამუშაო, ზოგიერთი კი დატოვებს ქვეყანას ან ქალაქს კარიერის გასაგრძელებლად. სამწუხაროდ, ფინანსური მდგომარეობა არ იქნება სახარბიელო. იქნება ხარჯები კომუნალურ გადასახადებთან, რემონტთან და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული. არ არის გამორიცხული, გადაწყვიტოთ სრულიად ახალი სპეციალობის შესწავლა.