მთავარი მოვლენები
შემოდგომის დასაწყისში მზე იქნება თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში. ზოგიერთისთვის ეს თვე შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან რთული, ცხოვრებისეული მოულოდნელი მონაცვლეობით სავსე. სირთულეებს ორიგინალურად უნდა გაუმკლავდეთ, თქვენი აზროვნება უნდა იყოს სხარტი, გადაწყვეტილებები - გააზრებული. სცადეთ ამ თვეში გააფართოოთ თქვენი ბიზნესი ვალის ან თანადაფინანსების გამოყენებით. ზოგადად, სხვა ადამიანების ფინანსური პრობლემების გადაწყვეტამ შეიძლება მნიშვნელოვანი მოგება მოგიტანოთ. სექტემბერში გახდებით გონივრული, შესაძლოა ცოტა უფრო კრიტიკულიც, შეძლებთ გააოცოთ პარტნიორები, მოითხოვოთ მათგან ინსტრუქციებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვა. თუ არსებობს დამატებითი ხელსაყრელი ასპექტები, ახლა შეგიძლიათ მემკვიდრეობის მიღების იმედი გქონდეთ. ან შეიძლება რაიმე სახით ჩაერთოთ გარდაცვლილი ადამიანების ქონებასა და ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.
სამუშაო და ბიზნესი
რეტროგრადული მერკური სექტემბერში დარჩება თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში. ამ დროს დიდია ფინანსური საქმეებისა და ურთიერთობების უკან დახევის ალბათობა. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. ნასესხები ფული, რომელსაც ჩადებთ თქვენს ბიზნესში, ხელს შეუწყობს მის განვითარებას და შემდგომში კარგ მოგებას მოგიტანთ. სექტემბერში შესაძლოა დაინტერესდეთ ეზოტერიკული საკითხებით, ასტროლოგიით, ზოგიერთმა საკითხმა, რომელიც დაკავშირებულია ერთობლივ ფინანსებთან, გადასახადების გადახდასთან ან მემკვიდრეობის მიღებასთან, შეიძლება გამოიწვიოს შფოთი.
სიყვარული და ფული
ვენერა მთელ სექტემბერს გაატარებს თქვენი პარტნიორობის სექტორში. რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია მოგიყვანოთ ახალი ნაცნობები, ძირითადად მეგობრული, მაგრამ ზოგიერთი რომანი, რომელიც სექტემბერის ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყება, შეიძლება დასრულდეს ბედნიერი ქორწინებით. ზოგადად ეს თვე იდეალურია ქორწინებისთვის. ან თუნდაც ნიშნობისთვის. დაოჯახებულებს შეუძლიათ დატკბნენ ცოლ-ქმრული ცხოვრებით. გირჩევთ, ერთად წახვიდეთ დასასვენებლად. ფინანსებზე არ იდარდოთ, მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.
ჯანმრთელობა და აქტივობა
მარსი გადავიდა თქვენი თავგადასავლის, სწავლისა და მოგზაურობის სექტორში. შესაძლოა, ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ თვეში დაკავდეს ეგზოტიკური აქტივობით, საბრძოლო ხელოვნების შესწავლით. სექტემბერში ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას. და ეცადეთ, ნაკლებად გამოხატოთ უკმაყოფილება თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ.
რაში გაგიმართლებთ მერწყულს სექტემბერში
თქვენი ბედნიერება და სულიერი კეთილდღეობა დამოკიდებული იქნება საყვარელ ადამიანებზე. სათუთად იზრუნებთ პარტნიორებზე და მათგან იმავე დამოკიდებულებას მოელით. სექტემბერში შეგიძლიათ ფულის გამომუშავება, განსაკუთრებით, თუ ქორწილების, კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ხართ ან მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში საქმიანობთ.
15 სექტემბერის შემდეგ აქტიურად მოგვიწევს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხების, ფინანსების მოგვარება. პარტნიორთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია იყოთ უკიდურესად გულწრფელი, რათა არ იყოს საიდუმლოებები პარტნიორისგან. პერიოდი ახალმთვარეობის შემდეგ შესაფერისია ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ტრანსფორმაციისთვის. შეცვალეთ საკუთარი თავი და შეცვალეთ ყველაფერი თქვენ გარშემო. არ დაგავიწყდეთ ინტერიერში ცვლილებების შეტანა, რემონტის გაკეთება ან დიზაინის განახლება. ადამიანებთან ურთიერთობაც სხვა დონეზე გადადის, კომუნიკაცია ნამდვილად არ იქნება იგივე.
29 სექტემბრის შემდეგ მოგიწევთ ბევრი საშინაო და საყოფაცხოვრებო საქმის კეთება, ასევე საყვარელი ადამიანების მოვლა. არ არის გამორიცხული, ვიღაცამ თქვენს ზურგს უკან ცუდად ისაუბროს. ბიზნესაქტივობა მაღალია, გელოდებათ მივლინება, მოლაპარაკებები და ზარები, ხელმოწერები და დოკუმენტაციის გაფორმება. შეიძლება იყოს სიახლე, რომელიც გაგაოცებთ. ამ დროს ბევრი შეხვედრა და ნაცნობობაა მოსალოდნელი. თუ ბოლო დღეებში ბევრს მუშაობთ, შეისვენეთ. გააუქმეთ მასობრივი ღონისძიებები და გასართობი, თქვენ უნდა გამოჯანმრთელდეთ გონებრივად და ფიზიკურად.