სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის: გარშემორტყმული იყავით პოზიტიური ადამიანებით და მოერიდეთ ტოქსიკურ სიტუაციებს

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულისთვის: გარშემორტყმული იყავით პოზიტიური ადამიანებით და მოერიდეთ ტოქსიკურ სიტუაციებს

თვის ზოგადი ტენდენციები

თვე იწყება ცვლილებებით. უფრო დისციპლინირებული გახდებით და მიზანმიმართულად შეუდგებით ამოცანების შესრულებას. მერკურის წყალობით, თქვენი ანალიტიკური შესაძლებლობები გაძლიერდება. მოგეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ საუბრებში, რომელიც დაგაფიქრებთ პრობლემების ინოვაციური გზებით გადაჭრაში და ჩაერთოთ აქტივობებში, რომლებიც აფართოებს ცოდნას. გექნებათ შორსმიმავალი იდეები, ეფექტურად ითანამშრომლებთ თანამოაზრეებთან და დაიცავთ მათ იდეებს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ დროს შეიძლება გახდეთ გულგრილი ან ამპარტავანი. ეს რომ არ მოხდეს, თანაგრძნობა და სხვადასხვა თვალსაზრისის გათვალისწინება გმართებთ.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

აქტიური, ამბიციური და მიზანდასახული ხართ. სექტემბრის პირველ ორ კვირაში მოერიდეთ რისკებს, უგუნურ ქმედებას, განსაკუთრებით, თუ საქმე სხვისი ფულის მართვას ეხება. სტრესულ სიტუაციაში უფრო პროდუქტიულად იგრძნობთ თავს. რაც უფრო რთული იქნება თქვენი სამუშაო, მით უფრო საინტერესო იქნება მისი შესრულება. განსაკუთრებით მოგეწონებათ ფიზიკური შრომა დაღლილობამდე.

ზოგიერთმა შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვოთ. მოგიწევთ მხოლოდ საკუთარ ძალასა და ინტელექტზე დაყრდნობა. შედეგებს მიიღებთ ადრე დაწყებულ საქმეებში. მოგიწევთ ვინმესთან ახალი გარიგებებისა და კონტრაქტების პირობების მოლაპარაკება. პარტნიორებთან და კოლეგებთან დავები და კონფლიქტები გამორიცხული არაა. უთანხმოების მიზეზი ფული იქნება. შეეცადეთ იპოვოთ კომპრომისი, რათა სიტუაცია კრიზისამდე არ მიიყვანოთ. ნებისმიერ სიტუაციაში, დარჩით საკუთარი თავის და თქვენი პრინციპების ერთგული.

თვის ბოლოს შესაძლოა უცხოელებთან თანამშრომლობის პერსპექტივები გამოგიჩნდეთ. ეს დრო ხელსაყრელია ცოდნის, შთაბეჭდილებების მიღებისა და სოციალური წრის გასაფართოებლად. შესაძლოა, დაუბრუნდეთ ბიზნესში შეცდომების გამოსწორებას.

თუ კვლევით ან სწავლების სფეროში მუშაობთ, სექტემბრის ბოლოს გელოდებათ თქვენი დამსახურების აღიარებას. პატივისცემა თქვენი პროფესიონალიზმის გამო. ზოგიერთს მივლინება გელოდებათ ან ექსპერტად მიგიწვევენ.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

თქვენი პირადი ცხოვრება სექტემბრის პირველ ნახევარში უფრო აქტიური იქნება. ეს პერიოდი კავშირებს გაძლიერებს მათთვის, ვინც დიდი ხანია ურთიერთობაშია. ვენერა მეტ რომანტიკასა და ვნებას მოიტანს. უფრო მეტად გამოხატავთ თქვენს გრძნობებსა და სიყვარულს ფიზიკური შეხებით, კომპლიმენტებით. კარგია კონფლიქტებისა და უთანხმოებების მოგვარება ღია და გულწრფელი საუბრებით; გაუზიარეთ თქვენი აზრები და გრძნობები პარტნიორს. გამოხატეთ სიყვარული და სითბო. კომპლიმენტები, ჩახუტება, მოფერება - ეს ყველაფერი აგრძნობინებს მას, რომ გიყვართ.

მარტოხელები უფრო მიმზიდველი გახდებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებსა და ღირებულებებს. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს სოციალურ ღონისძიებებზე, მეგობრების მეშვეობით, სამსახურში, მაღაზიაში, კინოში ან თუნდაც ონლაინ. ყურადღება მიაქციეთ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს. შეიძლება თქვენი რომანტიკული პარტნიორი გახდეს ადამიანი, ვისთანაც მუდმივ კონტაქტში ხართ. იყავით უფრო აქტიური, თავად დაამყარეთ კონტაქტი: ფლირტი, საუბარი და ხუმრობა გასაგებ თემებზე კარგია დაახლოებისთვის.

19 სექტემბერს ვენერას ტრანზიტმა შეიძლება თავბრუდამხვევი რომანი მოგიტანოთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი დიდხანს გაგრძელდეს. ან შესაძლოა, პარტნიორი თავისუფალი არ იყოს. ზოგადად, სექტემბერში შეიძლება ბევრი რომანი გქონდეთ, შესაძლოა, თავად არ მოგინდეთ სერიოზული ურთიერთობის დამყარება.

ემოციური მხარდაჭერა დაგჭირდებათ დაქორწინებულებს. შეიძლება მოხდეს ისეთი მოვლენები, რომელთაც გაუზიარებთ საყვარელ ადამიანს, თქვენს შიშებზე, ეჭვებზე საუბარი მოგინდებათ. შეიტანეთ ცვლილებები თქვენს ურთიერთობაში, კარგი იქნება, თუ ერთად გაატარებთ რომანტიკულ საღამოებს ან გაამრავალფეროვნებთ თქვენს ინტიმურ ცხოვრებას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მზის ყოფნა მე-8 სახლში შეიძლება მიუთითებდეს ტრავმის გაზრდილ რისკზე. იყავით ფრთხილად და ყურადღებიანი განსაკუთრებით სპორტის, ბასრ საგნებთან მუშაობის დროს. ზოგს შეიძლება გქონდეთ ფსიქოლოგიური პრობლემები, დეპრესია, შფოთი. მიმართეთ პროფესიონალს დახმარებისთვის. მედიტაცია და ინტროსპექცია დაგეხმარებათ თქვენი ემოციების გაგებაში. კარგი იქნება დღიურის წარმოებას. დააწესეთ საზღვრები, გარშემორტყმული იყავით პოზიტიური ადამიანებით და მოერიდეთ ტოქსიკურ სიტუაციებს. მეტი დაისვენეთ, აკეთეთ ის, რაც გიყვართ და მიირთვით ჯანსაღი საკვები.

ვირუსით დაინფიცირება რომ აირიდოთ, მოერიდეთ ხალხის დიდ ბრბოს. ჯანმრთელობისადმი უყურადღებო დამოკიდებულებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაზე. მოერიდეთ გარყვნილ ურთიერთობებს. იყავით ფხიზლად და ყოველთვის დაიცავით თავი.