თვის ზოგადი ტენდენციები
სექტემბერში მერკური - კომუნიკაციისა და ინტელექტის პლანეტა - მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში; გაგიძლიერებთ ბუნებრივ შესაძლებლობებს ინტუიციური აზროვნებისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის. გაგიტაცებთ შემოქმედებითი და ლიტერატურული აქტივობა ან სულიერი საუბრები. უნდა გახსოვდეთ, რომ მერკურიმ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური რყევები ან გაუგებრობები. ამ დროს გულახდილი ურთიერთობები მნიშვნელოვანია, როგორც პირად, ასევე საქმიან პარტნიორებთან.
ზოგს კლიენტი მოგემატებათ, ზოგს კი იურიდიული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. კომპრომისი ხელს შეუწყობს კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ამიტომ შეეცადეთ იყოთ უფრო მეგობრული და გახსნილი. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, თუ გსურთ ურთიერთობების გაუმჯობესება.
სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი
სექტემბრის პირველ ორ კვირაში არ უნდა ელოდოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს სამსახურში. ბევრი დავალება გექნებათ, რუტინამ შეიძლება გადაგღალოთ. მოგიწევთ საქმეების ლოგიკურ დასკვნამდე მიყვანა. მოსალოდნელია იმ ადამიანთან განშორება, ვისთანაც სამსახურში გაქვთ კონტაქტი. მიხვდებით, რომ აღარ ხართ ერთ გზაზე. მიზეზები ყველასთვის განსხვავებული იქნება.
თვის პირველ ნახევარში მერკური თქვენი პარტნიორობის სახლს გაივლის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს საქმიანობაში. ზოგიერთისთვის ეს იქნება მომგებიანი თანამშრომლობა, წარმატებული გარიგებები, შეთანხმებები. ზოგისთვის კი - ურთიერთგაგებისა და ნდობის დაკარგვა. ხშირი კონფლიქტები უარყოფითად იმოქმედებს თქვენს სამუშაოზე. რის გამოც მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, ან ძველ ადგილას მუშაობის გაგრძელება, ან ახლის ძებნა. ზოგიერთს მოგიწევთ კონკურენტებთან ბრძოლა. შესაძლოა, საქმე ჭორებამდე და ინტრიგებამდეც კი მივიდეს.
წარმატება გელოდებათ ჟურნალისტებს, სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს და კლიენტებთან უშუალო ურთიერთობის მქონე პირებს. სასამართლოში სარჩელების შეტანა შეიძლება წარმატებული იყოს. იპოვეთ მიდგომა თქვენს კლიენტებთან, ეძებეთ კომპრომისი იმ ადამიანებთან, რომლებზეც თქვენი პროფესიული წარმატებაა დამოკიდებული.
მერკური 18 სექტემბერს თქვენი კრიზისებისა და ფინანსების სახლში გადავა. ამ დროიდან, ყველა იმ ურთიერთობამ, რაც თვის პირველ ნახევარში დაამყარეთ, შეიძლება ნაყოფი გამოიღოს. ზოგიერთისთვის ეს ერთობლივი საქმეები იქნება, ზოგისთვის კი - კრიზისი სამსახურში. შესაძლოა, ვინმემ გადაწყვიტოს სამსახურიდან წასვლა. თუ ასე მოხდება, უმჯობესია, თვის ბოლომდე ახალი სამსახურის ძებნა არ დაიწყოთ.
ზოგიერთს მეტი მუშაობა მოგიწევთ, გარემოებები სწრაფ რეაგირებას მოითხოვს; უფროსისგან ზეწოლაც არაა გამორიცხული.
თუ თვის მეორე ნახევარში სტრესს გაუძლებთ, მაშინ მოგვიანებით სამსახურში კარგი შედეგის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. უარი თქვით სესხებზე, შესაძლოა, ფინანსებთან დაკავშირებით უთანხმოება იყოს იმ ადამიანთან, ვისთანაც თანამშრომლობთ, მუშაობთ, პარტნიორთან.
ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი
თვის პირველ ნახევარში ვენერა თქვენი ჯანმრთელობისა და სამუშაოს სექტორში გყავთ. რაც იმაზე მიუთითებს, რომ რომანტიკაზე წინ საქმეებს და სამსახურს დააყენებთ. თუ ვინმე ყურადღებას გამოიჩენს თქვენ მიმართ, ეს ადამიანი არ უნდა უგულებელყოთ. სექტემბერში უფრო პრაქტიკული და კრიტიკული გახდებით. ყურადღებას არა სიტყვებს, არამედ ადამიანების ქმედებებს მიაქცევთ. შეაფასებთ, როგორ ზრუნავს, იჩენს თუ არა ყურადღებას თქვენ მიმართ. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება იცოდეთ, შეგიძლიათ თუ არა დაეყრდნოთ მას საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებაში, თუ ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი გახდება.
თავისუფალმა თევზებმა შეიძლება საოფისე რომანი გააჩაღოთ.
დაოჯახებულებისთვის კარგი პერიოდია პარტნიორთან ერთად საოჯახო საქმეების შესასრულებლად. თქვენი პარტნიორის მხარდაჭერა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ ზოგჯერ, მაინც მიეცით საკუთარ თავს უფლება, დატოვოთ სახლი, გადადოთ რუტინული საქმეები და დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს, კონცერტებს, სპექტაკლებს, კინოპრემიერებს; ეს საშუალებას მოგცემთ, დაისვენოთ.
ვენერა 19 სექტემბერს თქვენი პარტნიორობის სახლში გადავა. ეს კარგი პერიოდია მარტოხელა თევზებისთვის. გაჩნდება საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობები. თქვენც შესამჩნევი გახდებით სხვებისთვის. ნაცნობობა შესაძლებელია როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ინტერნეტშიც. კარგი იქნება, თუ განაახლებთ თქვენს ფოტოს სოციალურ ქსელებში, თუ გსურთ მიიზიდოთ ვინმე საინტერესო.
დაოჯახებულებმა შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ პარტნიორს, იზრუნოთ მასზე, შეასრულოთ მათი ახირებები და სურვილები. ასევე იქნებიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს დრო პროდუქტიული იქნება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ბევრი გეგმა გექნებათ, რომლებსაც ერთად განახორციელებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის საყვარელი ადამიანების მოსაზრებები. განიხილეთ საჭირბოროტო საკითხები, მშვიდად მიაღწიეთ კომპრომისზე.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
სექტემბერში არ გელოდებათ ჯანმრთელობაზე წუწუნი. გექნებათ ენერგია მიმდინარე საკითხების გადასაჭრელად, სპორტისთვის. მაგრამ ფიზიკური აქტივობა კარგი იქნება პარტნიორთან ერთად, რათა არ მოგწყინდეთ. ნებისმიერი აქტივობა ან საქმე უკეთესი და პროდუქტიული იქნება, თუ ვინმესთან ერთად გააკეთებთ.
არ დაგავიწყდეთ სეირნობა, ძილის, სამუშაოსა და დასვენების რეჟიმის დაცვა. შეამოწმეთ ჰემოგლობინის დონე. აკონტროლეთ თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. შესაძლოა, დაგჭირდეთ ფსიქოლოგთან ვიზიტი. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, თუ თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
კარგია მედიტაცია, იოგა, რაც დაგეხმარებათ მოდუნებაში. ფრთხილად იყავით მანქანის მართვისას, აგრეთვე ისეთ სიტუაციებში, სადაც შეიძლება დაზარალდეთ, დაშავდეთ. ნუ მიიღებთ მონაწილეობას კონფლიქტებში ნასვამ ან არაადეკვატურ პირებთან, უმჯობესია, ყურადღება არ მიაქციოთ.