თვის ზოგადი ტენდენციები
სექტემბერი ხელსაყრელი პერიოდია ყოველდღიურ ჩვევებსა და ცხოვრების წესში პოზიტიური ცვლილებების შესატანად, ჯანსაღი და დაბალანსებული ცხოვრების წესის დასანერგად.
სამსახურში შეიძლება მიიღოთ შეთავაზებები დაწინაურების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხოვრებაში, როგორიცაა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა. წარმატება გელოდებათ შემოქმედებით და კულტურულ სფეროებში.
თვის ბოლოს მიღებული ბონუსი ან ჯილდო შეიძლება გახდეს დამატებითი მოტივაცია პროფესიული მიზნების კიდევ უფრო მეტი მონდომებით მისაღწევად. ამ პერიოდში შეიძლება დაგაინტერესოთ ინვესტიციებმა, ფინანსურმა დაგეგმვამ. ენერგია მიმართეთ ამბიციური მიზნების მიღწევისა და გრძელვადიანი წარმატებისკენ.
სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი
სექტემბრის პირველ ნახევარში მზეც და მერკურიც თქვენს მე-9 სექტორში არიან, რომელიც პასუხისმგებელია მოგზაურობაზე, ფილოსოფიაზე, იურიდიულ და ლიტერატურულ გამოცემებზე. ზოგიერთს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გააკეთოთ რაიმე გლობალური. შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა: „რა სარგებელს მოუტანთ სამყაროს?“ შესაძლოა, ზოგიერთი მივლინებაში გაემგზავროთ. ეს ხელსაყრელი პერიოდია იურიდიული საკითხების გადასაჭრელად. თუ ადრე რაღაც არ გამოდიოდა, ახლა წინ წავა და სასურველ შედეგს მიაღწევთ. თუ გიფიქრიათ თქვენი ცოდნის ხალხისთვის გადაცემაზე, მაშინ ეს შესანიშნავი პერიოდია ამისთვის. თუ გაქვთ გარკვეული უნარები, კითხულობთ ლექციებს, წერთ სტატიებს შეგიძლიათ გახდეთ რეპეტიტორი. ეს აგრეთვე კარგი დროა მათთვის, ვისი საქმიანობაც სწავლას უკავშირდება. ეცდებით, რომ თქვენი უნარები და შესაძლებლობები კიდევ უფრო უკეთესი, უფრო სრულყოფილი გახადოთ. ზოგიერთს უცხოელებთან თანამშრომლობის პერსპექტივები გაგიჩნდებათ. ამ დროს კოლეგებთან ურთიერთგაგება მნიშვნელოვანია, თუ განსხვავებული შეხედულებები, პრინციპები გაქვთ, მაშინ საერთო მიზნის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.
თვის მესამე დეკადაში მერკური და მზე თქვენი კარიერის სახლში იქნებიან. ელოდეთ აღიარებას, დაწინაურებას, ბონუსის მიღებას. ასევე კარგი დროა სამსახურის შესაცვლელად, თუ იქ პირობები უკეთესია. შესაძლოა შეხვედრები გავლენიან ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ დადებითად იმოქმედონ თქვენს პროფესიულ წინსვლაზე. შეგიძლიათ მომგებიანი კონტრაქტების დადება, მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. შეძლებთ ოპონენტების დარწმუნებას საკუთარ სიმართლეში.
სექტემბრის ბოლოს სტატუსი და რეპუტაცია თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. და მთელი ძალით შეეცდებით მის განმტკიცებას.
ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი
სექტემბრის პირველ ნახევარში შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მდიდარი პარტნიორების ხარჯზე, ზოგი მიიღებთ ფინანსურ მხარდაჭერას, შესაძლოა, მეუღლის ფულები განკარგოთ.
19 სექტემბრიდან ვენერა თქვენი მსოფლმხედველობის გაფართოების სექტორში გადავა და მოგინდებათ იდეალური სიყვარული, პარტნიორს არარსებული თვისებებით დააჯილდოებთ. ან პირიქით, შეიძლება უამრავი პრეტენზია წაუყენოთ იმ იმედით, რომ თქვენი პარტნიორი უკეთესობის შეიცვალოს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ჩხუბამდე მიგიყვანთ.
სექტემბრის პირველ ნახევარში მარტოხელები დაიწყებთ პარტნიორის ძებნას, რომელთანაც ფიზიკური მიზიდულობა გექნებათ. ამ დროს არც ინტელექტი და არც სულიერი ნათესაობა არ ითამაშებს ისეთ როლს, როგორსაც ვნება. ამასთან, ყურადღებას მიაქცევთ მის ფულს... მოგინდებათ, რომ ის იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი და ძვირადღირებულ საჩუქრებით გაგანებივროთ.
ფრთხილად იყავით ახალი ნაცნობების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე ცოტას ჰყვებიან და რასაც ამბობს, არც ის გგონიათ სიმართლე. გადახედეთ მის სოციალურ ქსელებს, გამოიკითხეთ მისი ოჯახის, მეგობრების, სამსახურის შესახებ. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, რა ხდება მის ცხოვრებაში.
თვის ბოლოს ზოგიერთის ცხოვრებაში შეიძლება იყოს საკურორტო ან სამსახურებრივი რომანი.
დაქორწინებულებმა ერთმანეთს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. მოაწყვეთ რომანტიკული საღამოები, განმარტოვდით. ზოგი საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო საჩუქარს მიიღებთ. შესაძლოა იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. გულწრფელი საუბრები დაგეხმარებათ, უფრო გაუგოთ და დაუახლოვდეთ ერთმანეთს.
სექტემბრის მესამე დეკადა ხელსაყრელია კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად, მოგზაურობისთვის.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ მას მხოლოდ სამსახურში ნუ დახარჯავთ. თქვენ გარშემო ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო რამაა. გირჩევთ, დაიცვათ მუშაობისა და დასვენების რეჟიმი. გამოყავით დრო სპორტის, სეირნობისა და საყვარელ ადამიანებთან ყოფნისთვის. თუმცა, ფიზიკური აქტივობა არ უნდა იყოს დამღლელი. ყველაფერი ზომიერად უნდა გაკეთდეს.
საჭიროების შემთხვევაში, ჩაიტარეთ გამოკვლევა, ჩააბარეთ საჭირო ტესტები, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ნორმალურია. ველოსიპედი, ცურვა, პილატესი და გაწელვები დადებითად იმოქმედებს თქვენ განწყობაზეც და ჯანმრთელობაზეც. იზრუნეთ თქვენს ძვლებსა და კბილებზე.