სექტემბრის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: სახლში ჰარმონიული ატმოსფერო ხელს შეუწყობს კარგ განწყობას და სწრაფ გამოჯანმრთელებას

სექტემბრის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: სახლში ჰარმონიული ატმოსფერო ხელს შეუწყობს კარგ განწყობას და სწრაფ გამოჯანმრთელებას

22 სექტემბერს მარსი თავისი მმართველობის ნიშანში - მორიელში გადავა. მანამდე ჰარმონიულ და დიპლომატიურ სასწორშია, მაგრამ აქ თავს შეზღუდულად გრძნობს. აი, მორიელში კი ენერგია მოემატება და ბრძოლის, ლიდერობის ჟინიც გაუჩნდება. სანამ მარსი სასწორშია იყავით მომართული კეთილი საქმეების შესრულებაზე, ივარჯიშეთ ზომიერად.

ვერძი

დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას, შეინარჩუნეთ და გაიძლიერეთ იმუნიტეტი. უნდა დაზოგოთ შინაგანი რესურსები, რაციონალურად დახარჯოთ ენერგია. ენერგიისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, დაიწყეთ დილაობით ვარჯიშები, უფრო ხშირად იარეთ ფეხით, იმუშავეთ ფიზიკურად ან ივარჯიშეთ სუფთა ჰაერზე. ეს ხელს შეუწყობს კუნთების ტონუსში მოყვანას, გარეგნობის გაუმჯობესებას და წონის დაკლებას.

კარგი იდეა იქნება შვებულების გატარება დასასვენებელ სახლში ან სანატორიუმში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ რაიმე ქრონიკული ან მემკვიდრეობითი დაავადება. მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას.

კურო

ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან, ბავშვებთან. კარგი იქნება ბუნებაში გასვლა, ფიზიკური სამუშაოს შესრულება. აქტიური და მოძრავი ცხოვრების წესი ენერგიას შემატებთ და გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.

თუ მემკვიდრეობითი გულის დაავადებები გაქვთ, უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა, პროფილაქტიკური მიზნით მიმართოთ ექიმს. ცხიმიანი და მარილიანი საკვების შეზღუდოთ, მოერიდოთ გადამუშავებულ საკვებს და სწრაფი კვების ობიექტებს. თუ ამას არ გააკეთებთ, სწრაფად მოიმატებთ წონაში, იგრძნობთ სიმძიმეს და დისკომფორტს. თუ გადაწყვიტეთ ვარჯიში, სპორტდარბაზში დარეგისტრირება, უფრო ფრთხილად უნდა იყოთ დატვირთვებთან, თავიდან აიცილეთ დაზიანებები; თავდაპირველად კი გირჩევთ, ჯერ ინსტრუქტორთან გაიარეთ კონსულტაცია.

ტყუპი

სექტემბერში მოგიწევთ დიდი დრო დაუთმოთ ხანდაზმულ ნათესავებს, იზრუნოთ მათ პრობლემებზე და მოაგვაროთ. ეცადეთ დაიცვათ ისინი გაცივებისგან, იზრუნოთ მათ დროულ სამედიცინო შემოწმებაზე. არ დაივიწყოთ დადებითი ემოციები: იყავით მეგობრული და სტუმართმოყვარე მათთან. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, კარგია ველოსიპედი, სირბილი ან სიარული ძილის წინ.

ფიზიკური დატვირთვა შეგმატებთ ძალას და ენერგიას, დაგეხმარებათ სამუშაო პრობლემებისგან ყურადღების გადატანაში. ეცადეთ, თქვენი კომპანიისთვის აირჩიოთ მხიარული, ოპტიმისტური ადამიანები. თუ გაქვთ გულის ან სისხლძარღვთა დაავადება, აუცილებლად ჩაიტარეთ საჭირო ტესტები და ეწვიეთ კარდიოლოგს.

კირჩხიბი

ჩვეულებრივმა გაცივებამაც კი შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. მოუარეთ საკუთარ თავს, ჩაიცვით უფრო თბილად. შესაძლოა, მზე ისევ კაშკაშაა, მაგრამ ზაფხულივით აღარ თბილა. განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ ფილტვებზე, ბრონქებსა და ყელზე.

მოერიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, კარგია ველოსიპედი, ფეხით სიარული. თუ შესაძლებელია, კარდიო ვარჯიშისთვის სპორტდარბაზში ჩაეწერეთ. ქალებისთვის კარგი იქნება, პროფილაქტიკისთვის გინეკოლოგთან გაიარონ შემოწმება.

კარგია საყვარელი ადამიანებისთვის მეტი დროის დათმობა. შეიძლება მოგიწიოთ ვინმეზე ზრუნვამ, საავადმყოფოში მასთან ერთად სიარულმა. მაგრამ მთავარია, სახლში ჰარმონიული ატმოსფერო იყოს. ეს ხელს შეუწყობს კარგ განწყობას და სწრაფ გამოჯანმრთელებას.

ლომი

სექტემბერში გამოყავით დრო დასვენებისთვის, რადგან გარკვეული დავალებების შესასრულებლად დიდი ენერგია დაგჭირდებათ. სეირნობა, ძილისა და კვების რეჟიმი და ფიზიკური აქტივობა ზომიერი უნდა იყოს, სტრესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს გამძლეობის გაზრდას, კარგ განწყობას და პოზიტიურობას.

22 სექტემბერს მარსი თქვენს მე-4 სექტორში გადავა. ამ დროიდან შეგიძლიათ თქვენი ენერგია საოჯახო საქმეებზე მიმართოთ, შესაძლოა, კოსმეტიკური რემონტის გაკეთება დაიწყოთ, სახლის ტრანსფორმაციით დაკავდეთ, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ დაგავიწყდეთ დასვენება; ნუ გადაიღლებით.

ქალწული

ეს თქვენი თვეა და ენერგიული ხართ, შეგიძლიათ ეფექტურად იმუშაოთ და მიაღწიოთ მიზნებს. თანხების რაციონალური ხარჯვის წყალობით, შეძლებთ დაზოგოთ და ისიამოვნოთ თქვენი შენაძენებით.

სამსახურში აუცილებელია ფოკუსირება მოახდინოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, არ იყოთ მიმოფანტული მრავალრიცხოვან დავალებებზე, დაზოგოთ შინაგანი რესურსები. აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, შეინარჩუნეთ კარგი განწყობა, დაკავდით სპორტით, გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე. გაასწორეთ კომუნიკაციის ყველა დაძაბული მომენტი, მოერიდეთ ჩხუბს და ნეგატივს ოჯახშიც და სამსახურშიც.

მხიარული და პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა დაგეხმარებათ სიმშვიდის აღდგენაში. დააკვირდით თქვენს დიეტას, გაიუმჯობესეთ იმუნური სისტემა და აიმაღლეთ ყოველდღიური ენერგია.

სასწორი

სტაბილური თვეა ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. კარგი იქნება, თუ ყურადღებით იქნებით თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიმართ. უფრო ხშირად დაგჭირდებათ დასვენება, მათ შორის ადამიანებისგანაც.

თვითკრიტიკა და თვითანალიზი არაფერ კარგს არ გამოიწვევს. უმჯობესია, ისეთი რამე აკეთოთ, რისთვისაც შეაქებთ საკუთარ თავს. მადლიერი იყავით საკუთარი თავის ყოველი დღისთვის. დაუთმეთ დრო თავის მოვლას, კარგია იოგა, ფიტნესი ან უბრალოდ დასვენება დაგროვილი სტრესის დასაძლევად.

მარსი კვლავ ძლიერ პოზიციაში იქნება და არ მოგცემთ საშუალებას, რომ მშვიდად იჯდეთ, თუმცა გონებრივად შეიძლება ღრუბლებში დაფრინავდეთ, ოცნებობდეთ ან დეპრესიაში იყოთ. მაგრამ მარსს შეუძლია სასოწარკვეთილებიდან გამოგიყვანოთ და შრომა და მოძრაობა გაიძულოთ.

მორიელი

სექტემბერში მცირე ენერგია გაქვთ. ფიზიკური აქტივობა უნდა შემცირდეს. თავადაც იგრძნობთ, რომ აღარ შეგიძლიათ ამდენი მუშაობა, ფიზიკურად დაძაბვა. თავს დაღლილად, გამოფიტულად იგრძნობთ. მიხვდებით, რომ დასვენება და შესაძლოა ფსიქოლოგიური დახმარება გჭირდებათ. ამ დროს კარგია ფსიქიკური ხასიათის საკითხებისა და პრობლემების გადაჭრა. მოერიდეთ ალკოჰოლს, არ მიიღოთ აბები ექიმის დანიშნულების გარეშე. გაიარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა.

22 სექტემბერს მარსი - თქვენი მმართველი პლანეტა თქვენს ნიშანში გადმოდის და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ნებისმიერ დაბრკოლებასთან გამკლავებას შეძლებთ. შესაძლოა, ვარჯიშის სურვილი გაიზარდოს. შეგიძლიათ შეჯიბრებებშიც კი მიიღოთ მონაწილეობა, ეს ენერგიას მოგცემთ. თუმცა, ასეთ პერიოდში ტრავმის რისკიც მაღალია. ფრთხილად იყავით გზაზე, საჭრელ საგნებთან, ნუ გაიკეთებთ ტატუს, პირსინგს.

მშვილდოსანი

სექტემბერში განსაკუთრებული პრობლემები არ შეგექმნებათ. თქვენი ენერგიის დონე საკმაოდ მაღალია. ეცადეთ, დაგეგმოთ სამუშაო გრაფიკი გონივრულად, არ აიღოთ დამატებითი ვალდებულება. სამსახურის პასუხისმგებლობებსა და საოჯახო საქმეებს შორის ბალანსი საშუალებას მოგცემთ, თავი მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნოთ, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.

დანერგეთ აქტიური ცხოვრების წესი: მეტი იმოძრავეთ, დაკავდით სპორტით. ეს ხელს შეუწყობს წონის ნორმალიზებას, კუნთების ტონუსის აღდგენას. თუ გულის პრობლემები გაქვთ, ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ, საჭირო გამოკვლევა ჩაიტარეთ. ასევე, დააკვირდით თქვენს დიეტას, მინიმუმამდე დაიყვანეთ სწრაფი კვების და ტკბილეულის მიღება და უარი თქვით ცომეულზე.

თხის რქა

ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ მას მხოლოდ სამსახურში ნუ დახარჯავთ. თქვენ გარშემო ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო რამაა. გირჩევთ, დაიცვათ მუშაობისა და დასვენების რეჟიმი. გამოყავით დრო სპორტის, სეირნობისა და საყვარელ ადამიანებთან ყოფნისთვის. თუმცა, ფიზიკური აქტივობა არ უნდა იყოს დამღლელი. ყველაფერი ზომიერად უნდა გაკეთდეს.

საჭიროების შემთხვევაში, ჩაიტარეთ გამოკვლევა, ჩააბარეთ საჭირო ტესტები, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ნორმალურია. ველოსიპედი, ცურვა, პილატესი და გაწელვები დადებითად იმოქმედებს თქვენ განწყობაზეც და ჯანმრთელობაზეც. იზრუნეთ თქვენს ძვლებსა და კბილებზე.

მერწყული

მზის ყოფნა მე-8 სახლში შეიძლება მიუთითებდეს ტრავმის გაზრდილ რისკზე. იყავით ფრთხილად და ყურადღებიანი განსაკუთრებით სპორტის, ბასრ საგნებთან მუშაობის დროს. ზოგს შეიძლება გქონდეთ ფსიქოლოგიური პრობლემები, დეპრესია, შფოთი. მიმართეთ პროფესიონალს დახმარებისთვის. მედიტაცია და ინტროსპექცია დაგეხმარებათ თქვენი ემოციების გაგებაში. კარგი იქნება დღიურის წარმოებას. დააწესეთ საზღვრები, გარშემორტყმული იყავით პოზიტიური ადამიანებით და მოერიდეთ ტოქსიკურ სიტუაციებს. მეტი დაისვენეთ, აკეთეთ ის, რაც გიყვართ და მიირთვით ჯანსაღი საკვები.

ვირუსით დაინფიცირება რომ აირიდოთ, მოერიდეთ ხალხის დიდ ბრბოს. ჯანმრთელობისადმი უყურადღებო დამოკიდებულებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაზე. მოერიდეთ გარყვნილ ურთიერთობებს. იყავით ფხიზლად და ყოველთვის დაიცავით თავი.

თევზები

სექტემბერში არ გელოდებათ ჯანმრთელობაზე წუწუნი. გექნებათ ენერგია მიმდინარე საკითხების გადასაჭრელად, სპორტისთვის. მაგრამ ფიზიკური აქტივობა კარგი იქნება პარტნიორთან ერთად, რათა არ მოგწყინდეთ. ნებისმიერი აქტივობა ან საქმე უკეთესი და პროდუქტიული იქნება, თუ ვინმესთან ერთად გააკეთებთ.

არ დაგავიწყდეთ სეირნობა, ძილის, სამუშაოსა და დასვენების რეჟიმის დაცვა. შეამოწმეთ ჰემოგლობინის დონე. აკონტროლეთ თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. შესაძლოა, დაგჭირდეთ ფსიქოლოგთან ვიზიტი. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, თუ თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.

კარგია მედიტაცია, იოგა, რაც დაგეხმარებათ მოდუნებაში. ფრთხილად იყავით მანქანის მართვისას, აგრეთვე ისეთ სიტუაციებში, სადაც შეიძლება დაზარალდეთ, დაშავდეთ. ნუ მიიღებთ მონაწილეობას კონფლიქტებში ნასვამ ან არაადეკვატურ პირებთან, უმჯობესია, ყურადღება არ მიაქციოთ.