ავტორი:

სექტემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის დაწინაურება, სარფიანი წინადადებები და შემოსავლის ზრდა

სექტემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის დაწინაურება, სარფიანი წინადადებები და შემოსავლის ზრდა

გახდება თუ არა თქვენთვის შემოდგომა "ოქროსი" ამას თქვენი ნიშანი განსაზღვრავს. რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ, რომ გულუხვად დასაჩუქრდეთ, ამას თქვენი პროგნოზიდან შეიტყობთ, თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.

ვერძი

ვერძების უმეტესობა ფიქრობს, რომ "ფული დასახარჯადაა" და ამ პრინციპს მთელი ცხოვრება მისდევენ, მაგრამ ყოველი თვის ბოლოს ვალის აღება უწევთ. სექტემბერში გამარჯვებისა და დიდი სიხარულის პლანეტა იუპიტერის გავლენით მფლანგველობას კიდევ უფრო მოუმატებთ. გირჩევთ, მიღებული თანხიდან მცირე ნაწილი მაინც გადადოთ, დაზღვევის მიზნით, რათა ვალებში ყელამდე არ ჩაეფლოთ.

კურო

როგორც წესი, საზოგადოებაში გამოჩენას გაურბიხართ, ლიდერის თვისებებს არ ავლენთ და თქვენთვის ჩუმად ყოფნა გირჩევნიათ. შემოდგომაზე საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ორგანიზატორული თვისებები უნდა გამოავლინოთ და თავადვე იბრძოლოთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დრო მოვიდა, რომ საკუთარი თავი მეტად შეაფასოთ. თქვენ ყველა რესურსი და ცოდნა გაქვთ, რომ უკეთესი მატერიალური მდგომარეობა გქონდეთ.

ტყუპი

შემოდგომა საუკეთესო პერიოდია საქმიანი კავშირების გასაუმჯობესებლად, იმ ადამიანებთან დასამეგობრებლად, ვინც მომავალში გამოგადგებათ. ეცადეთ, დაესწროთ ისეთ წვეულებებს და ისეთ ადგილებში გამოჩნდეთ, სადაც საკუთარი თავის რეკლამას შეძლებთ. სექტემბერ-ოქტომბერში გონივრულად დააბანდეთ ფული. ინვესტიცია, მსხვილი საყიდლები (თუნდაც უძრავი ქონების) საუკეთესო არჩევანია.

კირჩხიბი

დიდ ფინანსურ მოგებას ნუ ელით, გონების მართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება და გირჩევთ, ძველ, გადადებულ საქმეებს მიუბრუნდეთ და დაასრულოთ. ამასთან, დაფიქრდით ხარჯის შემცირებაზეც. მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას. სხვათა შორის, შემოდგომაზე ემოციები მოგეძალებათ და დასამშვიდებლად ფულის ფლანგვის ნაცვლად, გირჩევთ, საქმეების მოგვარებას დაუთმოთ დრო.

ლომი

საქმეებით ისე დაიტვირთებით, რომ გართობისთვის სულ უფრო ცოტა დრო დაგრჩებათ. რამდენიმე იდეის ერთდროულად განხორციელებას მოისურებთ, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოგიტანთ. ამასთან, მხოლოდ ისეთ პროექტებში მიიღეთ მონაწილეობა, რაც ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

ქალწული

სექტემბერ-ოქტომბერში ფული ხან თავზე საყრელი გექნებათ, ხან ვერ გაიგებთ, სად ქრება. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული მოზომილად, წინასწარ გათვლილ ხარჯებზე დახარჯოთ. მოერიდეთ სპონტანურ შოპინგს.

სასწორი

მოუთმენლობა შეგიპყრობთ. მოგინდებათ, შესრულებული საქმისთვის მომენტალურად მიიღოთ ფული. ამ დროს სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა თქვენს სახლშია. უფულოდ არ დარჩებით, მაგრამ დრო სიყვარულსაც უნდა დაუთმოთ. თუმცა, საყვარელ ადამიანს ძვირად ღირებული საჩუქრებით თუ გააანებივრებთ, ვალებში გადავარდებით.

მორიელი

მარტივად მოაგვარებთ კარიერულ საკითხებს და შემოსავალიც გაგეზრდებათ. არ გირჩევთ კოლეგებთან მიღწეულზე საუბარს, მით უფრო, ტრაბახს. ოქტომბერ-ნოემბერში გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან, ხელმძღვანელობასთან და იმ იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. წაიკითხეთ სრულად