13 აგვისტოს სელენა გადავა ლომის ზოდიაქოს ნიშანში და ის აქ დარჩება 7 თვე. სელენა (ბერძ. Selas - სინათლე, სხივი) თეთრი მთვარე, იგივე მფარველი ანგელოზი.
ლეგენდის თანახმად ღმერთებმა შექმნეს სელენა იმისთვის, რომ ადამიანს ეხილა წყვდიადში სინათლის შესვლა.
სიბნელე, ღამე - ოდითგანვე ილუზიების, ცდუნების, ბოროტი სულების სიმბოლო იყო. სელენას - კაშკაშა მანათობელს, აქვს საწინააღმდეგო დატვირთვა, ის არის ერთგვარი ლამპარი, არღვევს წყვდიადს და ხსნის ნიღაბს ყველა ავ სულს.
თეთრი მთვარე არის ფიქტიური პლანეტა, ის არის ადამიანის დაცვა. სელენა მეტყველებს ადამიანის წინა რეინკარნაციის დადებით, სწორ სვლებზე.
თუ ადამიანი იღბლიანია ან წარმატებულია ეს სწორედ სელენას დიდი დამსახურებაა, მაგრამ მას სჭირდება კვება, საზრდოობა.
ყოველდღიური ქცევით, აზრით და სიტყვითაც კი შეიძლება მისი გაძლიერება ან შესუსტება. ეს არის ადამიანში - სიკეთის პოტენციალი.
თეთრ მთვარეს აქვს 7-წლიანი ციკლი და 7-თვიანი მიკროციკლი. ბუნებაში ეს ციკლი უკავშირდება ორსულობასაც (7-თვიანი ბავშვები ითვლებიან სელენას შვილებად).
თეთრი მთვარის წლებია: 7; 14 ; 21; 28; 35; 42; 49; 56; 63; 70; 84 და ა.შ.
დაბადებიდან ყოველ მეშვიდე წელს თეთრი მთვარე გიცავთ ნებისმიერი ნეგატიური და არასასურველი სიტუაციებისგან.
ასეთ პერიოდში თამამად შეგიძლიათ წამოიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები და თუ ეს საქმე თქვენი და თქვენი ახლობლებისთვის სასიკეთო იქნა, მაშინ სამყაროსგან დახმარება გაქვთ და ის წარმატებით დაგვირგვინდება, ხოლო თუ დაწყებული საქმე არ შედგა, ან პრობლემები შეიქმნა ე.ი. თეთრი მთვარე მიგანიშნებს - ეს თქვენი გზა, თქვენი საქმე არ არის!
სელენას წლებში ასევე მნიშვნელოვანია დაბადების დღის წინა და შემდეგი თვე, ანუ ამ 2 თვეში თქვენ შეიძლება დაისაჯოთ იმის გამო, რომ სათანადოდ არ გამოიყენეთ განგების საჩუქარი, თეთრი მთვარის უნარები.
35 წლის ასაკში (ხშირად) სელენა და ლილიტი ხვდებიან თავის თავს - ეს ასაკი არის კოსმიური გამოცდების ჩაბარების პერიოდი, 63 წლის ასაკში (სელენაც და ლილიტიც არიან თქვენი დაბადების მომენტში არსებულ ნიშნებში) კი ადამიანი საბოლოოდ აკეთებს არჩევანს სიკეთეს და ბოროტებას შორის.
თუ ნათალურ რუკაში თეთრი და შავი მთვარე ერთად მოხვდნენ, ეს ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი ცუდს და კარგს ვერ არჩევდა, ესეთ ადამიანებს მორალურ-ეთიკური კრიტერიუმების ნორმები არეული აქვთ.
სელენას და მის ოპოზიციას ლილიტს ( შავი მთვარე ) აერთიანებთ ერთი რამ - "რასაც დასთეს იმას მოიმკი" ეს ორი სიმბოლო არის ერთი წრის თეთრი და შავი მხარე.
სელენას აქვს განვითარების 3 დონე:
1 დონე - ადამიანი განვითარების მაღალ საფეხურზეა, სინათლეს ასხივებს შინაგანად, არ ტკეპნის ერთ ადგილს პროგრესირებს და ვითარდება, ასეთი ადამიანები კარგი წინამძღოლები არიან, მარტივად ლახავენ ცხოვრებისეულ წინაღობებს. ეს დონე მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი წინა რეინკარნაციაში უკვე იყო სიკეთის სამსახურში.
2 დონე - ადამიანი იღებს ჯილდოს თავისი ჩადენილი კეთილი საქმეებისთვის, ის იღებს იმას, რასაც გასცემს.
3 დონე - აქ სელენა ადამიანს ხელს უშლის ცუდი საქმეების ჩადენაში, მაგრამ ადამიანი დაბრმავებულია, კმაყოფილების ნაცვლად მას აქვს სინანულის გრძნობა, რომ მისი მზაკვრული გეგმა არ შედგა.
ის ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა გზაზე დგახართ, რომელ "ძალებს" ემსახურებით, თქვენი ყოველი ახალი დღეა - თქვენი შეგრძნებები, ცხოვრებისეული სიურპრიზებია (კარგი ან ცუდი).
საუკეთესო იარაღი, რომლითაც შეგიძლიათ აამუშაოთ და "დააპუროთ" თქვენი თეთრი მთვარე - სიყვარულია, ის ერთადერთია, რასაც შეუძლია დააუძლუროს ლილიტი (ჩვენივე ნაკლოვანებები).