ავტორი:

სელენა ვერძში გადავიდა: გააქტიურდება ბრძოლა პირველობისთვის, ლიდერობისთვის

სელენა ვერძში გადავიდა: გააქტიურდება ბრძოლა პირველობისთვის, ლიდერობისთვის

თეთრი მთვარე თევზების ნიშნიდან ვერძში გადავიდა, სადაც დარჩება 7 თვე, 2023 წლის 15 ნოემბრამდე. თეთრი მთვარე ანუ სელენა არის ჩვენი მფარველი ანგელოზი, და როცა ის ნიშანს, განსაკუთრებული მფარველობა გვაქვს იმ სფეროში, რომელშიც ის გადადის. ვერძში სელენა თავს მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობს, რადგან მასპინძელი არის მებრძოლი, მეომარი. თუმცა, ვიმედოვნოთ, რომ საომარი და საბრძოლო მოქმედებები მშვიდობიანად დასრულდება. ადამიანები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, რომ კონფლიქტური სიტუაციები დიპლომატიურად მოაგვარონ.

მომდევნო 7 თვის განმავლობაში სელენა ვერძში იქნება და ადამიანებში მოიმატებს სითამამე, მამაცობა, აქტიურობა, ლიდერობა, ინიციატიურობა, პირდაპირობა გამონათქვამებშიც, გამძლეობა, ერთი სიტყვით ყველა ის თვისება, რაც ვერძს ახასიათებს. მოიმატებს გამარჯვების, მიზნის მიღწევის სურვილი. გაუმართლებს ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოავლენს შეუპოვრობას, ვინც იბრძოლებს წარმატებისთვის. კარგი დროა ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად, გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, მაგრამ არ გირჩევთ მანიპულაციებს, ეცადეთ, იმოქმედოთ სამართლიანად, ყველა წესის დაცვით და გარშემო მყოფების მოსაზრებების გათვალისწინებით. ზოგიერთს მოუნდება საკუთარი სურვილების, თავის გამოვლენა. ახლა სხვის ზურგს უკან დამალვის დრო არაა. იყავით გულწრფელი, არ გირჩევთ საკუთარი მიზნების გამო სხვების გაწირვას. თუმცა, ნურც ზედმეტი მოგივათ, არ გირჩევთ გადაღლას არც გონებრივად და არც ფიზიკურად. ზომიერად დახარჯეთ ენერგია.

სელენას ვერძში გადასვლა პირველ რიგში იქონიებს გავლენას ვერძებზე და მათზე, ვისაც ასცენდენტი გყავთ ვერძში. ამასთან, იყავით დაკვირვებული, რას გეუბნებიან, რისკენ გიბიძგებენ. ვერძი შეიძლება თქვენი მფარველი ანგელოზი გახდეს.

ვერძში ყოფნის დროს სელენა გააკეთებს რამდენიმე საინტერესო ასპექტს. დასამახსოვრებელი დღეა 29 აგვისტო (პლუს მინუს 2-3 დღე) და 7 ოქტომბერი. ამ დღეებში მოგეცემათ ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა, წინსვლის შანსი. უნდა გამოავლინოთ ვერძის საუკეთესო თვისებები.

ახლა ვერძებისთვის განსაკუთრებული დროა, რადგან 21 აპრილამდე მზე ვერძშია, აქვეა დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერიც (16 მაისამდე) და უკვე სელენაც. ამიტომ, ძვირფასო ვერძებო, გააქტიურდით, გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები, რათა მიაღწიოთ სასურველს.

წარსულში სელენა ვერძში იყო 2016 წლის აპრილ-ნოემბერში და გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში, ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში. გამორიცხული არაა, მსგავსი მოვლენები ახლაც გამოვლინდეს. ცვლილებები მოსალოდნელია ადამიანების ცხოვრებაში, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. გააქტიურდება ბრძოლა პირველობისთვის, ლიდერობისთვის.

აუცილებლად გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა იცოდეთ, რას მოგიტანთ მომდევნო 7 თვის განმალობაში სელენას ვერძში გადასვლა.