"შავი მთვარის" ცდუნებები და სულიერი გამოცდა - რას უნდა გაუძლოს მშვილდოსანმა 2026 წელს?

"შავი მთვარის" ცდუნებები და სულიერი გამოცდა - რას უნდა გაუძლოს მშვილდოსანმა 2026 წელს?

ლილიტის ტრანზიტი მშვილდოსნებს რთულ გამოწვევებს უმზადებს. როგორ ავირიდოთ თავიდან შეცდომები იურისპრუდენციასა და საერთაშორისო ურთიერთობებში და სად იპოვით მეორე ნახევარს, ნინა ხომერიკი გიამბობთ

2026 წლის პირ­ვე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ 2026 წლის სექ­ტემ­ბრის პირ­ველ დე­კა­დამ­დე, თქვენს პი­რად ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში იდ­გე­ბა შავი მთვა­რის, ანუ ლი­ლი­ტის ტრან­ზი­ტი, რა­საც მო­აქვს ცრუ იდე­ა­ლებ­თან, ფა­ნა­ტიზ­მთან, გა­და­ჭარ­ბე­ბულ სნო­ბიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცდუ­ნე­ბე­ბი და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სა­ძი­ებ­ლად ლტოლ­ვა შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­ში. ეს ტრან­ზი­ტი გა­ი­ძუ­ლებთ იმუ­შა­ოთ ისეთ ქვეც­ნო­ბი­ერ ში­შებ­თან, ილუ­ზი­ებ­თან და რწმე­ნას­თან, რო­მელ­საც მო­აქვს შეც­დო­მე­ბი გა­ნათ­ლე­ბის, რე­ლი­გი­ის, ფი­ლო­სო­ფი­ის, იუ­რისპრუ­დენ­ცი­ი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში, თუმ­ცა, თუ შე­ძე­ლით და დაძ­ლი­ეთ ცდუ­ნე­ბე­ბი, ის სუ­ლი­ერ ზრდას მო­გი­ტანთ. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა: იყოთ მარ­თა­ლი სა­კუ­თარ თავ­თან, გა­მო­ი­ჩი­ნოთ სიფრ­თხი­ლე, თა­ვი­დან აი­რი­დოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი აგ­რე­სია და იმუ­შა­ოთ თქვენს სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ტრან­ზი­ტის სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2026 წელი გპირ­დე­ბათ თქვე­ნი პი­რა­დი ჰო­რი­ზონ­ტე­ბის გაზ­რდას, შე­მოქ­მე­დე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის გან­ხრით. იუ­პი­ტე­რი, კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში, მო­გი­ტანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან მომსახურების სფე­რო­ში.

ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბი, პირ­ველ რიგ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლია ისეთ პრო­ექ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა უცხო­ეთს, გა­ნათ­ლე­ბას, მოგ­ზა­უ­რო­ბას ან სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას, გა­რის­კეთ ჭკუ­ით!

ეს წელი, ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით, შე­საძ­ლოა თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გახ­დეს უცხო­ე­ლი, ან გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი სხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს. იმ მშვილ­დოს­ნებ­მა, ვი­საც უკვე აქვთ ურთიერთობები, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა და­გეგ­მოთ ერ­თობ­ლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა, დას­ვე­ნე­ბა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი.

ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით, პირ­ვე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ყუ­რა­დღე­ბოა თქვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა, სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა, გან­წყო­ბა, ნერ­ვი­უ­ლი სის­ტე­მა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მკვეთ­რი ხა­სი­ა­თობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ღვიძლს, ხოლო მათ ვი­საც აწუ­ხებთ ალერ­გია, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მისი გამ­წვა­ვე­ბა.

ნახეთ ასევე: