შეიძლება არაპროგნოზირებადი მოვლენები მოხდეს მსოფლიოში, გავლენიანმა ადამიანებმა მიიღონ მოულოდნელი გადაწყვეტილებები - 18-24 ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

შეიძლება არაპროგნოზირებადი მოვლენები მოხდეს მსოფლიოში, გავლენიანმა ადამიანებმა მიიღონ მოულოდნელი გადაწყვეტილებები - 18-24 ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ჯერ კიდევ მორიელის სეზონია და ველით საინტერესო და მოვლენებს, რაც დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ჩვენი მიზნები და განვავითაროთ სტრატეგიული აზროვნება. პლანეტების განლაგება ხელს შეუწყობს პიროვნულ ტრანსფორმაციას, კომუნიკაციასა და პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტას.


სატურნი გამოდის რეტროგრადული სვლიდან . 19-მდე სტაციონარული იქნება და ამ დროს უმჯობესია არ ჩაერთოთ მიწის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საქმეებთან, არ დაიწყოთ რემონტი. მაგრამ 20 ნოემბრიდან უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ყველა ამ საკითხის მოგვარება.


20 ნოემბერი პლუტონი იცვლის ნიშანს და საბოლოოდ 2043 წლამდე გადადის მერწყულში. მანამდე 2008 წლიდან იყო თხის რქაში. ეს არის გლობალური მოვლენა, ამ დღიდან იცვლება მსოფლიო წესრიგის კონცეფცია და მთელი მსოფლიო საზოგადოება იწყებს მოძრაობას სხვა მიმართულებით. ამასთან, პლუტონი მერწყულში ცუდ პოზიციაშია. გველოდება გლობალური ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია კოლექტიურ ცნობიერებასთან, თავისუფლებასთან, მეცნიერებასა და ტექნოლოგიურ პროგრესთან.


21 ნოემბრამდე მზე ურანთან ოპოზიციაში იქნება . ამ პერიოდში შეიძლება არაპროგნოზირებადი მოვლენები მოხდეს მსოფლიოში: ლიდერებმა და გავლენიანმა ადამიანებმა მიიღონ მოულოდნელი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება დაკავშირებული უძრავ ქონებასთან, ფინანსებთან. ამ პერიოდში ფსიქოლოგიურ დონეზე, შეიძლება ვიგრძნოთ აგზნებადობა, დაძაბულობა და უძილობა. სიფრთხილე გმართებთ ელექტროენერგიასთან.


21 ნოემბერს მზე ერთი თვით გადადის მშვილდოსნის ნიშანში . დგება დრო, როცა, ოპტიმიზმით ავივსებით, პოზიტიურები გავხდებით და გრანდიოზულ გეგმებს დავსახავთ. იღვიძებს ადამიანებში ხეტიალის, სხვა ქვეყნების სამყაროს, კულტურებისა და რელიგიების შესწავლის სურვილს. მომდევნო ერთი თვე მეტ ენთუზიაზმსა და სიმსუბუქეს მოგვიტანს. კარგი დროა ახალ პროექტებზე, მოგზაურობაზე ან ტრენინგზე ფიქრისთვის. კომუნიკაცია უფრო ადვილი და კონსტრუქციული იქნება, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების დამყარებას და საკამათო საკითხების მოგვარებას.

მშვიდობიან კვირას გისურვებთ!