ავტორი:

"შეიძლება გამოაშკარავდეს ფარული შეთანხმებები, საიდუმლო ინფორმაციები"; სავსემთვარეობის პროგნოზი თორმეტივე ნიშნისთვის

"შეიძლება გამოაშკარავდეს ფარული შეთანხმებები, საიდუმლო ინფორმაციები"; სავსემთვარეობის პროგნოზი თორმეტივე ნიშნისთვის

18 მარტს 11:17-ზე სავსემთვარეობას ველოდებით ქალწულის ზოდიაქოში. გააქტიურებულია ქალწული-თევზების ღერძი: ქალწულში მდებარეობს მთვარე (ჩვენი ქვეცნობიერი, ემოციები, გრძნობები, განწყობა), თევზებში - მზე (ჩვენი ეგო, მიზნები, ამბიციები) და ეს ორი მნათობი უპირისპირდება ერთმანეთს. საინტერესო პერიოდი გველის. ეს სავსემთვარეობა გამოააშკარავებს და მოიტანს შედეგებს ყველა იმ საქმესა და ქმედებაზე, რაც მარტის დასაწყისში დაიწყეთ. ამასთან, თუ ნუმეროლოგიურად განვიხილავთ, 18-ს (სავსემთვარეობის რიცხვს) ჯამში გვაძლევს 9-იანს, რაც ნუმეროლოგიაში დასასრულს ნიშნავს, რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს, რომ გადავიდეს პირველზე და დაიწყოს ახალი ციკლი. ნუმეროლოგიაში 9-იანი არის სიბრძნე და გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღოთ ბრძნული. ამასთან, ქალწულიც არის ბრძნული და გააზრებული ნიშანი და ახლა შეცდომების დაშვება არ გვეპატიება. ამ სავსემთვარეობის შედეგებს მიიღებთ იმ სფეროში, სადაც თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკის მიხედვით დგება სავსემთვარეობა კონკრეტულად თქვენი ნიშნისთვის.

სავსემთვარეობაზე მომატებულია ემოციურობა და გირჩევთ, აკონტროლოთ საკუთარი თავი. მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ქალწული არის წესრიგის მოყვარული ნიშანი და ეცადეთ, წესრიგი გქონდეთ ყველაფერში: ნივთებში, საქმეებში, აზრებშიც... ქალწულის მმართველი პლანეტა მერკური ახლა თევზებში იმყოფება, მოერიდეთ ბუნდოვანებას კონტაქტებში, კომუნიკაციებში, ილაპარაკეთ ყველასთვის გასაგებად, ნუ გადავარდებით ილუზიებში. ამასთან, თევზები არის ინტუიციური ნიშანი და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. თევზებში მზისა და მერკურის გარდა მდებარეობს ნეპტუნი და იუპიტერი. თუ ქალწული არის კონკრეტიკა და რაციონალიზმი, თევზები არის წაშლილი საზღვრები და ირაციონალიზმი, ინტუიცია და მისტიკა. სავსემთვარეობაზე ახალი შემოქმედებითი იდეები დაგებადებათ, მოიმატებს სენტიმენტალურობა, მგრძნობელობა.

სავსემთვარეობაზე მზეს და მთვარეს ცუდად უპირისპირდება ტყუპში მყოფი ლილიტი (ცდუნებები). ტყუპის მართველიც არის მერკური, რომელიც თევზებშია. ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ფრთხილად ვაჭრობისას, ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას; არ გირჩევთ საეჭვო გარიგებებში მონაწილეობას. ნუ გახდებით აფერისტებისა და თაღლითების მსხვერპლი. რადგან ლილიტი მზეს უპირისპირდება, მზე კი არის მეფე, ავტორიტეტი, გამორიცხული არაა, გავლენიანი პირების აფერისტული სქემების გამოაშკარავების მომსწრე გავხდეთ. ამ ასპექტს ამძაფრებს პლუტონიც, რომელიც კარგ ასპექტს ქმნის სავსემთვარეობაზე მზესთან და მთვარესთან და რომლის გავლენითაც შეიძლება გამოაშკარავდეს ფარული შეთანხმებები, საიდუმლო ინფორმაციები. ამასთან, მოგვემატება ენერგია, მოგვინდება გააქტიურება და ძირეული ცვლილებები, ტრანსფორმაცია, იმ სფეროებში, სადაც პირად რუკაში გვყავს ქალწულის ნიშანი. იყავით აკურატული დეტალებისადმი, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. კარგი ისაა, რომ ქალწული არის გონივრული ნიშანი და ჩვენც მოგვიწოდებს, რომ ჯერ დავფიქრდეთ, გავერკვეთ წვრილმანებში და მერე ვიმოქმედოთ ცივი გონებით, გააზრებულად. კარგი იქნება, თუ სავსემთვარეობის შემდეგ მოიცილებთ ყველაფერ უსარგებლოს (ნივთებს, ურთიერთობებს, ფიქრებს), გაათავისუფლებთ გაჯეტებს უსარგებლო ინფორმაციებისგან.

სავსემთვარეობაზე გააქტიურდებიან ტოქსიკური ადამიანები და ეცადეთ, ნაკლები შეხება გქონდეთ აგრესიულად განწყობილებთან; მოერიდეთ ხალხის მასებს, სტრესულ სიტუაციებს. ეცადეთ, სასიამოვნო და მსუბუქი საქმეებით დაკავდეთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. მოერიდეთ დეპრესიულობას. სავსემთვარეობაზე (პლუს/მინუს 2 დღე) კარგია ქველმოქმედება, მზრუნველობა ახლობლებზე, ცხოველებზე, სულიერი პრაქტიკების შესრულება, ნეიროგრაფიკა, არტთერაპია. სავსემთვარეობაზე დაფიქრდით, რისი შეცვლა გსურთ სამსახურში, ფინანსებში; არ გირჩევთ ამ დღეს კოლეგებთან საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას, მათთან კონფლიქტს. სავსემთავრეობის დღეებში ნუ შეიცვლით საქმიანობას, საქმეს, პროფესიას. ემოციებს აყოლილი ნუ გადაწყვეტთ ვინმესთან დაშორებას.

ქალწული არის მიწის სტიქიის წარმომადგენელი და სავსემთვარეობა ამ ნიშანში მოგვიწოდებს მოთმინებისკენ, უნდა ვიყოთ კრიტიკული არა სხვის, არამედ საკუთარი თავის, ქცევის, საქმეებისადმი. გააზრებულად იმოქმედეთ, ნუ გადაგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ცივ გონებაზე მიიღეთ გადაწყვეტილებები. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით შიშებისგან, მავნე ჩვევებისგან. პირველ ნაბიჯს მაინც თუ გადადგამთ ამ მიმართულებით. თავად უნდა განკურნოთ საკუთარი თავი, სხვა ვერ დაგეხმარებათ. მეტად იზრუნეთ სულიერებაზე. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით ვალებისგან (მატერიალური და კარმულიც). შეიძლება დაასრულოთ საქმე, პროექტი ან უარი თქვათ გაგრძელებაზე. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ ამბავი, რასაც აქამდე საგულდაგულოდ გიმალავდნენ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას: სავსემთვარეობაზე მეტად მოუფრთხილდით მუცლის ზონაში განლაგებულ ორგანოებს.

ახლა კი გაეცანით სავსემთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი

ცვლილებები გელით სამსახურში. შეიძლება დაასრულოთ ერთი პროექტი და მზის თქვენს ნიშანში გადასვლის შემდეგ დაიწყოთ ახლები. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ სამედიცინო გამოკვლევას ან ანალიზების პასუხს თუ აჩვენებთ სპეციალისტს. მიაგნებთ კარგ ექიმს, დაიწყებთ მკურნალობის კურსს ან დიეტას. სასურველია, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ შინაური ცხოველის ყიდვა ან მათთან დაკავშირებული ბიზნესი.

კურო

დაასრულებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. გადაწყვეტთ, კონკურსში, შეჯიბრებაში მონაწილოებს მიღებას. ზოგიერთი გახდებით მშობელი ან გაიგებთ, რომ შვილი გეყოლებათ. მარტოხელები დაწყვილდებით და გელით რომანტიკული შეხვედრები. უკვე დაწყვილებულებს კი მოგინდებათ არსებული ურთიერთობის გაოფიციალურება; შვებულების ერთად გატარება ან თანაცხოვრება. მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით. საინტერესო ცვლილებები მათაც ელით. შანსი მოგეცემათ აკეთოთ ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. კარგი იქნება, თუ შეიძენთ ლატარიის ბილეთს.

ტყუპი

მოგინდებათ საოჯახო ბიზნესში ჩართვა ან მატერიალური სარგებლის მიღება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით, ტურისტული ბიზნესით. შეიძლება თავად შეიცვალთ საცხოვრებელი ადგილი. მოინახულოთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები, მშობლიური მხარე ან იქ გადაწყვიტოთ დაფუძნება. ბინაში მოსალოდნელია ავეჯის გადაადგილება, რემონტის დაწყება. სავსემთვარეობის შემდეგ გაათავისუფლეთ სახლი უსარგებლო ნივთებისგან. ზოგიერთმა კი შეიძლება ემიგრაციაში გადაწყვტოს წასვლა.

კირჩხიბი

საჭირო ინფორმაციას მიიღებთ თქვენს სწავლასთან, ავტომობილთან ან და-ძმებთან დაკავშირებით. შეიძლება გადაწყვიტოთ ავტომობილის, გაჯეტების გაყიდვა, ან სასწავლო კურსები დაასრულოთ და მიიღოთ სერტიფიკატი. ზოგიერთს და-ძმების ცხოვრებაში ელის მნიშვნელოვანი ცვლილება. გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებს. გაფრთხილდით, რომ ზოგიერთ მეზობელთან არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება. კარგი იქნება თუ ისწავლით კომპიუტერულ პროგრამას.

ლომი

სავსემთვარეობაზე გააქტიურდება ფინანსური საკითხები. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის, პრემიას. შეიძლება გააფორმოთ ხელშეკრულება, რაც მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ. გამორიცხული არაა, რომ მოგიწიოთ სცენაზე გამოსვლამ. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა ხმასთანაა დაკავშირებული (მომღერალი, სპიკერი). ზოგიერთს მოგიწევთ საბანკო ბარათის, ანგარიშის შეცვლა.

ქალწული

მარტის სავსემთვარეობის მთვარი მოქმედი გმირი თქვენ ხართ. სავსემთვარება თქვენს ნიშანშია. მოგინდებათ სერიოზული ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთი შეიძლება მხოლოდ გარეგნობის შეცვლით შემოიფარგლოს, ზოგმა კი პარტნიორულ ურთიერთობაში შეიტანოს ცვლილებები - ეს შეიძლება იყოს რომანტიკული ნაცნობობა, დაქორწინება ან დაშორება. მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ზოგი გადაწყვეტს ახალი საქმის დაწყებას, ახალ ბინაში გადასვლას, შვილის გაჩენას, ზოგი კი მსხვილ ხელშეკრულებას გააფორმებს, სასამართლო საქმეს მოიგებს.

სასწორი

საუკეთესო დროა რაღაცის დასასრულებლად, რაღაცისგან გასათავისუფლებლად. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია ან მუშაობის შემოთავაზება შორეული ქვეყნებიდან, ზოგმა კი ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტოთ. გამორიცხული არაა, მიიღოთ ინფორმაცია, რასაც აქამდე გიმალავდნენ, გამოააშკარაოთ ფარული სასიყვარულო კავშირი, ფინანსური წყარო. მოგინდეთ ეზოტერიკაში გარკვევა, მოგემატებათ ინტუიცია და დააკვირდით სიზმრებს. გათავისუფლდით ყველა მავნე ჩვევისგან. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით განმარტოვდებით და საკუთარ თავში "ჩაიხედებით"; სიმშვიდეში დაისვენებთ ან მოინახულებთ წმინდა ადგილებს.

მორიელი

მოიმატებს თქვენი პოპულარობა, გააქტიურდებით სოციალურად. შეიძლება გაიცინოთ ახალი მეგობრები. თუ მოინდომებთ, ინტერნეტრომანს გააბამთ ან საქმიან კავშირებს. მარტოხელებს მეგობრები დაგეხმარებიან, რომ დაწყვილდეთ. ამ სავსემთვარეობის გავლენით შეიძლება დაასრულოთ პროექტზე მუშაობა, ან ზოგიერთ ადამიანთან გაწყვიტოთ მეგობრობა. გამორიცხული არაა, გადაწყვიტოთ მესამედ დაქორწინება ან სხვის შვილებზე - ზრუნვა. მესამე დეკადაში დაბადებულ მორიელებს კარგი შანსი გაქვთ ფულის ლატარეაში მოგების.

მშვილდოსანი

მიაღწევთ უმაღლეს მიზანს, დაიმკვიდრებთ საპატიო ადგილს საზოგადოებაში ან გადახვალთ პრესტიჟულ უბანში საცხოვრებლად. სამსახურში შეიძლება შეგეცვალოთ ხელმძღვანელობა, სპონსორი. ზოგიერთი დაწინაურდებით, მიიღებთ ჯილდოს შესრულებული საქმისთვის. თუმცა, შეიძლება გადაწყვიტოთ არსებული კარიერის მიტოვება. ზოგი კი სტატუსს შეიცვლის: დაინიშნება ან იქორწინებს, ან შეიძლება მშობელი გახდეთ.

თხის რქა

გადაწყვეტთ სამოგზაუროდ გამგზავრებას ან უცხო ენის შესწავლას, უცხო კულტურის, სამზარეულოს გაცნობას. დაასრულებთ სასამართლო პროცესს. გადაწყვეტთ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას. სავსემთვარეობისას შეიძლება მიიღოთ საზღვარგარეთ მუშაობის შემოთავაზება. ზოგიერთს შეიძლება გეყოლოთ შვილიშვილი ან მეორედ გადაწყვეტოთ დაოჯახება. ან შეიძლება უცხოელ პარტნიორს დაუკავშიროთ ბედი.

მერწყული

საფუძვლიანი ცვლილებები მოგინდებათ. შეიძლება საქმიან ან სასიყვარულო პარტნიოთან ერთად გადაწყვიტოთ ახალი ბიზნესის დაწყება. გახშირდება ფინანსური საკითხები განხილვა. შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოთ ან ფული - საჩუქრად. თუ სესხი ან ვალი გქონდათ, დახურავთ, გაისტუმრებთ. ზოგიერთი გადაწყვეტს შვილის ან ახალი სექსუალური პარტნიორის გაჩენას. არსებულ პარტნიორთან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება.

თევზები

მარტის სავსემთვარეობა თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებზე იქონიებს გავლენას. ზოგიერთ საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან მოგიწევთ სერიოზული საუბარი და საბოლოო წერტილის დასმა ან არსებული ურთიერთობის ტრანსფორმირება. შეიძლება გააფორმოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, დოკუმენტი. გამორიცხული არაა, გაიგოთ პარტნიორის საიდუმლო. აი, მარტოხელებს კი გელით რომანტიკული შეხვედრა. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კლიენტებთან, შეიძლება ზოგიერთთან დაასრულოთ მუშაობა.