ავტორი:

შევურჩიოთ საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნებს

შევურჩიოთ საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნებს

ახალი წელი მოდის და გადავწყვიტეთ, საჩუქრების შერჩევაში დაგეხმაროთ.

ვერძს ძველებური, ლა­მა­ზი ია­რაღი გა­ა­ხა­რებს. აგრეთვე, სპორტდარბაზის ან აუ­ზის აბო­ნე­მენ­ტი, ან სპორტული ინვენტარი.

კურო­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქნება გემრიელი დესერტი, სამ­ზა­რე­უ­ლოს ინ­ვენ­ტა­რი ან ოთა­ხის ლა­მა­ზი მცე­ნა­რე. აგრეთვე, დახვეწილი სამკაული.

ტყუპს სა­ჩუქ­რად კარ­გი წიგ­ნი, საკანცელარიო ნივთი ან გაჯეტი მო­ე­წო­ნე­ბა.

კირჩხი­ბს გაახარებთ, თუ ძვე­ლე­ბუ­რ, ვინ­ტა­ჟუ­რი სტი­ლის სუ­ვე­ნი­რს, სა­ო­ჯა­ხო ან სამზარეულო ნივთებს მიართმევთ.

ლო­მს ძვირად ღირებული სამკაულით მო­ხიბ­ლავთ, კოსმეტიკით ან აქსესუარით. მთავარია, საჩუქარი ძვირფასი ან ბრენდული იყოს.

ქალ­წუ­ლს შე­გიძ­ლი­ათ აჩუ­ქოთ სპა ან ფიტ­ნეს ცენტრის ული­მი­ტო აბო­ნე­მენ­ტი, ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ან ხელსაქმის ინსტრუმენტები.

სას­წო­რი ბუ­ნე­ბით ეს­თე­ტია, მას ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რებს დახ­ვე­წი­ლი აქ­სე­სუ­ა­რი, სამკაული. შეგიძლიათ სპექტაკლის ბილეთიც მიართვათ.

მო­რი­ელს ყველაფერი მისტიკური და უჩვეულო მოეწონება. აგრეთვე მისთვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ჩუ­ქა­რია სექ­სუ­ა­ლუ­რი თეთ­რე­უ­ლი.

მშვილ­დო­სა­ნს შე­გიძ­ლი­ათ საყ­ვა­რე­ლი გუნ­დის მა­ი­სუ­რი ან მან­ქა­ნის აქ­სე­სუ­ა­რი უსახ­სოვ­როთ. გაახარებს შინაური ცხოველიც, უცხოეთში სამოგზაურო ტურიც.

თხის რქა სო­ლი­დუ­რ მდიდ­რულ კორ­პო­რა­ცი­ულ ატრიბუტს და­ა­ფა­სებს და დახ­ვე­წი­ლ, ძველებურ სტილში შესრულებულ აქ­სე­სუ­არსაც.

მერ­წყუ­ლს ორ­გი­ნა­ლური, საინტერესო ნივთი მოეწონება, აქსესუარი, გაჯეტი.

თევ­ზე­ბს რამე შე­მოქ­მე­დე­ბი მიართვით, ზღვის ფერების შარ­ფი ან სამ­კა­უ­ლი. მას აგრეთვე მოეწონება ზღვის თემატიკის დეკორი.