ავტორი:

სიყვარული ან ფლირტი: როგორ განვსაზღვროთ პარტნიორის ნამდვილი გრძნობები

სიყვარული ან ფლირტი: როგორ განვსაზღვროთ პარტნიორის ნამდვილი გრძნობები

ასტროლოგების დაკვირვებებით, ზოდიაქოს ყველა ნიშანი განსხვავებულად ფლირტაობს. სიყვარულსაც კი ასევე სხვადასხვანაირად გამოხატავენ. მაშ, როგორია რომანტიკული გრძნობების გამოვლინება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანში.

ვერძი

ვერძებმა არ იციან როგორ შეინარჩუნონ თავიანთი გრძნობები დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ცდილობენ. და მაინც, გარკვეული ადამიანის მიმართ სიმპათია იკითხება მათ ყოველ მოქმედებაში და მათი გრძნობები, როგორც წესი, შეუმჩნეველი არ რჩება.

კურო

ადამიანმა შეიძლება წლების განმავლობაში არ იცოდეს, რომ კუროს მოსწონს. მას შეუძლია გრძნობების შენიღბვა. ფლირტი შესაძლოა მხოლოდ მის მზერაში იკითხებოდეს, სიმპათიის ობიექტთან შეჯახებისას კი ძალიან სწრაფად ცდილობს გაქცევას.

ტყუპი

ტყუპი ძალიან დახელოვნებულია ფლირტში. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს შესახებ გამოძიებას ჩაატარებენ, გაიგებენ თქვენს ყველა სიყვარულსა და ჰობიზე. შემდეგ კი უნებურად, დაიწყებენ საუბარს, რომ თქვენ მიმართ გულგრილი არ არიან, მათ ყველაფერი ჭკვიანურად აქვთ გათვლილი.

კირჩხიბი

თუ კირჩხიბს მოსწონხართ, თანაგრძნობით გეკითხებიან თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე, ცხელ ჩაის ან ყავას მოგიმზადებენ. თავიანთი ზრუნვით გაგაწამებენ.

ლომი

ლომი ბუნებით დამპყრობელია და მისთვის სრულიად საკმარისია ფარული ფლირტისთვის მხოლოდ ერთი-ორი კვირა. შემდეგი გაჩვენებენ, რომ მასთან ალიანსში ბევრს მოიგებთ და სამეფო ტახტზე ადგილს მოგიჩენენ.

ქალწული

ქალწულებს თუ შეუყვარდათ ვინმე, შეეცდებიან მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ამ ადამიანს. თუ მუშაობაში გეხმარებიან, ზრუნავნენ თქვენს ჯანმრთელობასა და ჯანსაღად გამოკვებაზე, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მთელი გულით უყვარხართ.

სასწორი

თუ სასწორს მოსწონხართ, მისგან ყურადღების ნიშნებს იგრძნობთ, მაგრამ როგორც კი მოდუნდებით, მისი ყურადღება უცებ შეიცვლება გულგრილობითა და სიცივით. ეს შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს. ის ასე გიახლოვდებათ და გაყვარებთ თავს.

მორიელი

მორიელები ალბათ ყველაზე არაპროგნოზირებადები არიან, ისინი შესანიშნავი სტრატეგები არიან, სხვისი ქმედება შეუძლიათ გამოთვალონ რამდენიმე ნაბიჯით ადრე, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ მისი ზრახვები გამოიცანით, ცდებით. ის არაპროგნოზირებადია და მხოლოდ სხვა მორიელს შეუძლია მისი გაგება. და მაშინაც არა ყოველთვის. ამიტომ, დაელოდეთ, თუ ის ფარულად ზრუნავს თქვენზე, ე.ი. მისი სიმპათიის ობიექტი ხართ... ან ჯერ დაკვირვების.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები, როგორც წესი, არ არიან მიდრეკილნი თავიანთი გრძნობების დიდი ხნით საიდუმლოდ შენახვაზე. რატომ დამალონ ის, რაც აშკარაა? დაგისვათ უამრავ კითხვას, სანამ თავად არ მიხვდებით, რომ მისი ინტერესის ველში მოხვდით.

თხის რქა

თხის რქა ძალიან სერიოზული ნიშანია. მათ, როგორც წესი, უბრალოდ დრო არ აქვთ ფლირტისთვის. თუმცა, როცა უყვარდებათ, ვნების ობიექტთან ურთიერთობაში უკიდურესად რბილები, მოსიყვარულეები და დამთმობები ხდებიან.

მერწყული

მერწყულები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ მათთან, ვინც მოსწონთ. მათ უბრალოდ სურთ თქვენს სიახლოვეს ყოფნა, მოსმენა, დაინტერესება იმით, რაც გაინტერესებთ. ამიტომ, თუ მოულოდნელად რომელიმე მერწყული იწყებს თქვენ გვერდით ტრიალს მთელი დღის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიმართ გულგრილი არაა.

თევზები

თევზები უკიდურესად გახსნილები არიან გრძნობების გამოვლინებაში. თუ მათ მოსწონხართ, ამის შესახებ მალე გაიგებთ. თევზები გამოიყენებენ მათთვის ცნობილ ცდუნების მთელ არსენალს. და თუ მაინც ვერ მიხვდებით, პირდაპირ და მორიდების გარეშე გეტყვიან თავიანთი გრძნობების შესახებ.