ასტროლოგიურ რუკაზე არსებობენ იშვიათი იღბლიანები, რომლებიც სამყარომ განსაკუთრებული ნიჭით დააჯილდოვა - მათ შეუძლიათ უყვარდეთ მთელი გულით, ყოველგვარი ანგარიშისა და პირობების გარეშე. მათი საყვარელი ადამიანები ნამდვილად ბედნიერები არიან, რადგან ამ ნიშნებისგან მაქსიმალურ ყურადღებასა და უსაზღვრო ზრუნვას იღებენ.
რა თქმა უნდა, ამ ხუთეულსაც აქვს თავისი სირთულეები ემოციების გამოხატვისას, თუმცა ეჭვგარეშეა - მათ ნამდვილი სიყვარული იციან.
კურო
შეცდომაა იმაზე ფიქრი, თითქოს თავშეკავებულ და პრაგმატულ კუროს არ შეუძლია საუკეთესო მელოდრამების მსგავსი სიყვარული - ბოლო ამოსუნთქვამდე და ნებისმიერი განსაცდელის გადალახვით. სინამდვილეში, ამ საქმეში კუროს ბადალი არ ჰყავს.
მათ შეიძლება არ ახასიათებთ ეფექტური ჟესტები, ხმამაღალი კომპლიმენტები თუ დრამატული პაემნები, მაგრამ შეუძლიათ იგრძნონ ის ყველაზე დიდი და სუფთა გრძნობა, რომელსაც თვალის ჩინივით უფრთხილდებიან. კუროები უბრალოდ ცდილობენ, ემოციური ქარიშხალი სიღრმეში შეინახონ და გარეთ არ გამოიტანონ. თუმცა, საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის ეს უშველებელი ჯიუტი მზადაა არა მხოლოდ მთები გადადგას, არამედ საკუთარ ინტერესებსაც კი გადააბიჯოს, რაც მისგან ნამდვილი გმირობაა.
კირჩხიბი
კირჩხიბის მთავარი ღირსება მისი უზარმაზარი გულია. ეს არის საოცრად ნაზი, მზრუნველი და ყურადღებიანი ნიშანი, რომელიც მზადაა მოითმინოს და იწვალოს კიდეც, ოღონდ გარშემომყოფები იყვნენ კარგად. მხოლოდ კირჩხიბებს შეუძლიათ ასე მოსმენა, გამხნევება და საყვარელი ადამიანების შესაძლებლობების იმდენად ჯეროვანი შეფასება, რომ მათ ფრთები შეასხან.
სანაცვლოდ თითქმის არაფერს ითხოვენ - თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხანდახან შინაგან სუსტ მხარეს აძლევენ გასაქანს და უყურადღებობაზე ნაწყენდებიან. ეს ნიშანი მუდამ ნამდვილი სიყვარულის ძიებაშია და სჯერა, რომ სადღაც მისი მეორე ნახევარი დადის.
ლომი
ლომებისთვის სიყვარული ნიშნავს, არ შეგეშინდეს პასუხისმგებლობის აღების და სხვის მაგივრად ყველა სირთულის მოგვარების. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ დიდსულოვანი და თავდაჯერებული ნიშნის მთავარი ხიბლი.
თუმცა, ლომები სიყვარულს მხოლოდ პრობლემების მოგვარებად არ აღიქვამენ. მათ საოცარი სიმსუბუქით შეუძლიათ პარტნიორს ზღაპრული ატმოსფერო შეექმნან და იქცნენ ნამდვილ ჯადოქრად, რომელიც ნებისმიერ სურვილს ასრულებს. ხშირად ლომები გრძნობების დემონსტრირებას მატერიალური სახით ცდილობენ და ფულს ჰაერზე ისვრიან, თუმცა ამის გამო მათ უპასუხისმგებლობას ვერ დააბრალებთ - ამ მომენტში მათ უბრალოდ სურთ, საყვარელი ადამიანი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად აგრძნობინონ თავი.
სასწორი
სასწორებზე ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს, მათ შორის ისიც, თითქოს მათ გულწრფელი სიყვარული არ შეუძლიათ. სინამდვილეში, ამ ნიშნის შინაგანი ბუნება სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ მთელი თავისი არსება საყვარელ ადამიანებს მიუძღვნას.
სასწორისთვის ნამდვილი სიყვარული ჰარმონიასა და ერთმანეთის საჭიროებების გაგებას ეფუძნება. ისინი მზად არიან მსხვერპლი გაიღონ სხვების გამო და ისე მოიქცნენ, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ. სასწორებს ხშირად სტკენენ გულს, თუმცა ისინი ამ ტკივილს ოსტატურად მალავენ, რადგან არ სურთ, ვინმე გაანაწყენონ ან გაანერვიულონ.
თხის რქა
კუროს მსგავსად, თხის რქასაც ამაოდ მიიჩნევენ უგრძნობ პიროვნებად. სინამდვილეში, მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შორის მას ყველაზე მეტად შეუძლია სიყვარული. თხის რქა გრძნობებს სიტყვებით კი არა, საქმით ამტკიცებს, რაც გარშემომყოფებს ხშირად მხედველობიდან რჩებათ.
გარედან ის ცივი და ჩაკეტილი ჩანს, მაგრამ ეს მცდარი შთაბეჭდილებაა. თხის რქა ცდილობს, ერთხელ და მთელი ცხოვრებით შეიყვაროს. თუ მან ვინმეს გვერდით ყოფნა გადაწყვიტა, მთავარ მოვალეობად მიაჩნია, დაიცვას, მფარველობა გაუწიოს და პატრონობა გაუწიოს მას. ის სხვის საზრუნავს საკუთარ მხრებზე იღებს - თხის რქისთვის სწორედ ეს არის ნამდვილი და უანგარო სიყვარულის გამოვლენა.