2026 წლის ივლისი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის გარდამტეხი და ბედისწერით აღსავსე თვე იქნება. სამყარო ზოგს კარიერულ ნახტომს ჰპირდება, ზოგს კი - დაუვიწყარ, ვნებიან რომანს.
ამ თვეში ცეცხლის სტიქიის ნიშნები სამყაროს განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ მოექცევიან - ნებისმიერი ჩანაფიქრი რეალობად იქცევა. მიწის ნიშნებს ფინანსური სტაბილურობა და წინსვლა ელით, რაც წლის ბოლომდე უზრუნველყოფს მათ მშვიდ ცხოვრებას. ჰაერის ნიშნები საკუთარ ინტელექტს ოსტატურად გამოიყენებენ და თვის შუა რიცხვებში საიმედო პარტნიორებს შეიძენენ. ხოლო წყლის სტიქიის წარმომადგენლებს წინ მშვიდი, სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე პერიოდი ელით.
გაიგეთ, რას გირჩევენ ტაროს კარტები ივლისის მაქსიმალური სარგებლით გასატარებლად:
ვერძი
კარტი: იმპერატორი (წესრიგი, ლიდერობა, წარმატება) კარიერაში „იმპერატორი“ ლიდერული პოზიციების დაკავებისა და მკაფიო სტრატეგიის შემუშავებისკენ მოგიწოდებთ. ივლისი იდეალური დროა ახალი ბიზნესის დასაწყებად, თამამი პროექტების წარსადგენად ან დაწინაურებისთვის.
პირადი ცხოვრება: თუ ურთიერთობაში ხართ, პარტნიორთან მომავლის გეგმებზე სერიოზული საუბრის დროა. მარტოხელა ვერძებს კი თვის ბოლოს საინტერესო მამაკაცთან შეხვედრა ელით.
კურო
კარტი: იმპერატრიცა (ქალური ენერგია, კრეატივი, სიამოვნება) „იმპერატრიცა“ პროფესიულ ცხოვრებაში დიდ წარმატებას გიქადით. მომგებიანი გარიგებები, პერსპექტიული მივლინებები და ახალი პროექტები თქვენი ივლისის მთავარი გეგმაა. თუმცა, ფინანსებთან ფრთხილად იყავით და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ.
პირადი ცხოვრება: წყვილებში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს. მარტოხელა კუროები კი ბედნიერებასა და პოზიტივს მეგობრების წრეში იპოვიან.
ტყუპები
კარტი: მიჯნურები (პარტნიორობა, სიყვარული, რომანტიკა) კარიერულ ასპარეზზე ეს კარტი მნიშვნელოვან პარტნიორობასა და გუნდურ, ნაყოფიერ მუშაობაზე მიანიშნებს. თუ გზა აგებნევათ, ნუ მოგერიდებათ ახლობლებისგან დახმარების თხოვნა.
პირადი ცხოვრება: სასიყვარულო საქმეებში ეს ერთ-ერთი საუკეთესო კარტია. ივლისში პარტნიორთან გულწრფელი საუბარი გმართებთ საკუთარ გრძნობებზე. თუ მარტო ხართ, დრო თვითგანვითარებასა და საკუთარ თავს დაუთმეთ.
კირჩხიბი
კარტი: თასების ათიანი (ბედნიერება, ჰარმონია, ერთიანობა) ეს კარტი მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა კარიერულ ცვლილებებზე დაფიქრების ან მიმდინარე სამუშაო ადგილის სერიოზული ანალიზის დრო დადგა - შესაძლოა, კოლექტივისგან მხარდაჭერა გაკლდეთ.
პირადი ცხოვრება: სასიყვარულო სფეროში თასების ათიანი ღრმა კავშირზე, ურთიერთზრუნვასა და საერთო მომავალზე მეტყველებს. მარტოხელა კირჩხიბებს თვის შუა რიცხვებში იდეალურ პარტნიორთან შეხვედრის დიდი შანსი გაქვთ.
ლომი
კარტი: მზე (ოპტიმიზმი, წარმატება, ბედნიერება) კარიერაში „მზე“ აღიარებას, პოპულარობასა და პოზიტიურ იმპულსებს გიწინასწარმეტყველებთ. დიდი ალბათობით, თქვენს დამსახურებას დააფასებენ და შემოსავლებიც საგრძნობლად გაგეზრდებათ.
პირადი ცხოვრება: თუ ურთიერთობაში ხართ, პარტნიორთან საერთო მიზნების გადასამოწმებლად მნიშვნელოვანი საუბარი გელით. მარტოხელა ლომებისთვის კი ეს იმის ნიშანია, რომ დიდი სიყვარული უკვე ჰორიზონტზეა.
ქალწული
კარტი: მაგები / ჯადოქარი (ტალანტი, უნარები, მანიფესტაცია) პროფესიულ სფეროში თქვენი ბრწყინვალების დრო დადგა. ყველა საქმე აღმართში წავა, ხელმძღვანელობისა და კოლეგებისგან კი დიდ პატივისცემას დაიმსახურებთ. ფინანსური ნაკადი თვის ბოლოს გაიხსნება.
პირადი ცხოვრება: წყვილებში ძველი ვნება და ნაპერწკალი ხელახლა აინთება. მარტოხელა ქალწულები კი ივლისში აუცილებლად შეხვდებიან ადამიანს, ვისთანაც ცხოვრების დაკავშირებას მოისურვებენ.
სასწორი
კარტი: სამართლიანობა (ბალანსი, პატიოსნება, ჭეშმარიტება) სამსახურში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი შრომის ნაყოფის მირთმევა მოგიწევთ. თვის ბოლოს შესაძლოა მიიღოთ ფულადი ბონუსი ან მომგებიანი კონტრაქტი, რომელიც ახალ კარებს გაგიღებთ.
პირადი ცხოვრება: ურთიერთობებშიც არჩევანის წინაშე დადგებით - პარტნიორთან მომავალზე ღიად საუბარია საჭირო. მარტოხელა სასწორებს კარტი მოგიწოდებთ, გადახედოთ თქვენს სტანდარტებს და თამასა დაბლა არ დასწიოთ.
მორიელი
კარტი: სამყარო (წარმატება, მადლიერება, თავისუფლება) კარიერულ გაშლაში „სამყარო“ უდიდესი იღბლის ნიშანია. თუმცა, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ფინანსებთან მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ - გადადეთ მსხვილი შესყიდვები და საეჭვო ხელშეკრულებები.
პირადი ცხოვრება: პარტნიორის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, რათა ურთიერთობაში გაცივება აიცილოთ თავიდან. მარტოხელა მორიელებს კარტები ურჩევენ, ბედი გაცნობის აპლიკაციებში დასცადონ.
მშვილდოსანი
კარტი: ბედის ბორბალი (იღბალი, შანსი, კარმა) კარიერულ სფეროში „ბედის ბორბალი“ საქმიანობის შესაძლო შეცვლაზე მიუთითებს. თქვენ მზად ხართ უფრო დიდისთვის და ახალი შთაგონება გჭირდებათ. ნუ მოგერიდებათ ოჯახის წევრებისთვის რჩევის კითხვა.
პირადი ცხოვრება: სიყვარულში ეს კარტი ხშირად გარდამტეხ მომენტს, მოულოდნელ შეხვედრებს ან ურთიერთობის დინამიკის სერიოზულ შეცვლას მოასწავებს. მარტოხელებისთვის სამყარო უკვე ამზადებს საბედისწერო შეხვედრას.
თხის რქა
კარტი: მონეტების ათიანი (სიმდიდრე, უსაფრთხოება, ოჯახი) ეს კარტი „მწვანე შუქია“ ახალი ბიზნესის წამოსაწყებად, პროექტების გაშვებისა და კარიერული ზრდისთვის. თვის ბოლოს, დიდი ალბათობით, მატერიალური კეთილდღეობა და ხელმძღვანელი პოზიცია გელით - მთავარია, რისკის არ შეგეშინდეთ.
პირადი ცხოვრება: ურთიერთობებში ღრმა საუბრებისა და რომანტიკული პაემნების პერიოდი იწყება. მარტოხელა თხის რქებმა კი იცოდეთ, რომ თქვენი იდეალური თანამგზავრი უკვე სადღაც ახლოსაა.
მერწყული
კარტი: ვარსკვლავი (იმედი, ოპტიმიზმი, ჯანმრთელობა) ამ თვეში კარიერა თქვენი შთაგონების მთავარი წყარო გახდება. თუ სამსახურის შეცვლას გეგმავდით, ივლისი ამ ნაბიჯისთვის საუკეთესო დროა.
პირადი ცხოვრება: წყვილებისთვის მშვიდი პერიოდი ისადგურებს. მარტოხელა მერწყულებმა კი სჯობს წარსული ურთიერთობები გააანალიზოთ, რათა ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. თქვენი ადამიანი მაშინ გამოჩნდება, როცა ამისთვის სულიერად მზად იქნებით.
თევზები
კარტი: უმაღლესი ქურუმი (ინტუიცია, ქალური სიბრძნე, სულიერება) ივლისში სჯობს ხმამაღალი განცხადებებისგან თავი შეიკავოთ და თამამი პროექტები ცოტა ხნით გადადოთ. საუკეთესო სტრატეგია მოვლენებზე დაკვირვება და მიმდინარე საქმეების მშვიდად კეთებაა.
პირადი ცხოვრება: „უმაღლეს ქურუმს“ პირად ცხოვრებაში საიდუმლოებები და ხმამაღალი აღიარებები მოაქვს. შესაძლოა, სამოგზაუროდ გაემგზავროთ, სადაც ხელის თხოვნასაც კი უნდა ელოდოთ. მარტოხელა თევზებმა კი პარტნიორის შერჩევისას ახლობლების რჩევებს დაუგდეთ ყური.