ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მოგინდებათ თვითანალიზი. ზოგიერთი შეიძლება გაგიტაცოთ მისტიკამ, ფსიქოლოგიამ ოკულტურმა მეცნიერებებმა. კარგ შედეგს მოგიტანთ თვითგანვითარება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. აგრეთვე, ფიზიკური აქტიურობა ფორმის შესანარჩუნებლად.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ბევრ დროს დაუთმობთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აკონტროლეთ ბიუჯეტი. ეს დაგეხმარებათ, ეკონომიის გაკეთებაში. თებერვალში მოერიდეთ ფულის ფლანგვას. თუმცა, გამორიცხული არაა, მიიღოთ მემკვიდრეობა, დაიბრუნოთ ძველი ვალი. ფული მხოლოდ ხარისხიან ნივთებსა და და პერსპექტიულ საქმეებში დააბანდეთ. მოგინდებათ რაღაცის შეცვლა. ეს ეხება სამსახურს, საქმიანობას. ერთი სიტყვით, ცვლილება სასიკეთოდ წაგადებათ. ზოგიერთს გელით დაწინაურება, უფროსობა დააფასებს. ამასთან, ენერგია მოზღვავებული გექნებათ და დიდი რაოდენობის საქმეებსაც კი მარტივად გაუმკლავდებით. ენდეთ ინტუიციას, ის გიკარნახებთ, რა მიმართულებით უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია, რომ მიზანს მიაღწიოთ, ბიზნესი განავითაროთ.

ფული და სიყვარული

გაგიჭირდებათ გონების გულთან დამეგობრება. პრიორიტეტები სწორად უნდა გადაანაწილოთ. ახალგაცნობილისთვის გულის გადაშლა გაგიჭირდებათ, ადამიანში დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ენდოთ. როგორც წესი, არ გიყვართ ცვლილებები, სახლში ყოფნა, შეჩვეული სიტუაცია გირჩევნიათ. იმედი უნდა გაგიცრუოთ, დაწყვილება თუ გსურთ, უნდა გააქტიურდეთ, თებერვალში ვნებიანი რომანის დაწყების შანსი გაქვთ. მაგრამ დაქორწინებას ნუ იჩქარებთ. დაქორწინებულების ურთიერთობაში სინაზე და ურთიერთგაგება დაისადგურებს. საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად, უქმეები გაატარეთ რომანტიკულად. საერთო საქმე კიდევ უფრო შეგაკავშირებთ.

ჯანმრთელობა

ენერგიული და ხალისიანი ხართ. მიმართეთ მთელი ენერგია მიზნებს განხორციელებაზე. ამასთან, იყავით მომართული უსაფრთხოებაზე. ტრავმებისგან დაზღვეული არ ხართ. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიცავთ, მოერიდებით ალკოჰოლის მიღებას, არ მიირთმევთ მავნე საკვებს და ზომიერ ფიზიკურ აქტიურობას მიმართვთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხე არ გემუქრებათ.

პირველი თებერვლის შემდეგ ყველა თქვენი საქმიანობა ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. შეიძლება დაგჭირდეთ მსხვილი თანხა გადაუდებელი საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება პარტნიორის ბიზნესში მოგიწიოთ ფულის დაბანდებამ. პირიქითაც შეიძლება მოხდეს, შეიძლება თქვენ მიიღოთ ძვირად ღირებული საჩუქარი ან მსხვილი თანხა.

16 თებერვლის შემდეგ მოიმატებს ხარჯი. გირჩევთ, ფული მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დახარჯოთ, ვალების აღებამ რომ არ მოგიწიოთ. პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, აკონტროლეთ ხარჯი. იზრუნეთ, რომ აიმაღლოთ თვითშეფასება და გარშემო მყოფების პატივისცემა დაიმსახუროთ.